75 წლის კანადელი ქალი ვარჯიშით ინსტაგრამის ვარსკვლავი გახდა
ფოტო: trainwithjoan / Instagram
ჯოან მაკდონალდის ისტორია მისი შემართებით იწყება. მან ვარჯიში კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლით დაიწყო და მერე უკვე ინსტაგრამზე მილიონი გამომწერიც დააგროვა, ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მან სოციალური მედიის ცნობილ სახედ ქცევა 70 წელს გადაცილებულმა შეძლო.
ჯოანის ტრანსფორმაცია ხუთი წლის წინ დაიწყო, როცა ის ართრიტმა და დაღლილობის შეგრძნებამ შეაწუხა. ჩამოთვლილ პრობლემებს მაკდონალდი აქტიური ცხოვრების წესით ებრძოდა.
ჯოანისთვის ყველაზე რთული პერიოდი მაშინ დადგა, როცა ექიმმა უთხრა, რომ მისი არტერიული წნევა მატულობდა და კვლავ დასჭირდებოდა წამლების გაზრდა. ჯოანის შვილი, ფიტნესის მწვრთნელი მიშელ მაკდონალდი, დედას ხშირად სტუმრობდა და ცხოვრების წესის გაუმჯობესებას სთხოვდა.
"როცა მიშელმა არჩევანის წინაშე დამაყენა, მივხვდი, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, შემეცვალა რაიმე ახლა ან არასდროს. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და ჩემი სიცოცხლეც უფრო არსებობას ჰგავდა, ვიდრე ცხოვრებას", — ამბობდა ჯოანი
2017 წლის იანვარში, 71 წლის იუბილემდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, ჯოან მაკდონალდი კანადიდან მექსიკაში გაემგზავრა, სადაც თავის შვილს, მიშელსა და მის ქმარს სპორტდარბაზი ჰქონდათ და ვარჯიშიც იქვე დაიწყო. ჯოანმა მიშელის მიერ შემუშავებული დიეტური პროგრამის დაცვაც დაიწყო, რომელიც ორიენტირებული იყო საკმარისი მაკროელემენტების — ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების სწორ მიღებაზე, რაც დღეში ხუთჯერადად კვებას გულისხმობდა.
ჯოან მაკდონალდის თქმით, მას მოტივაციას აძლევდა ის შედეგი, რასაც ვარჯიშის შემდეგ ხედავდა. მან დაახლოებით 5 კილო ვარჯიშის პირველ თვეში დაიკლო და ძალიან მალევე მედიკამენტების განახევრებით შემცირებაც შეძლო. კანადაში დაბრუნების შემდეგაც არ წყვეტდა ჯანსაღი წესით ცხოვრებას, მიღებულ საკვებს გულდასმით აკონტროლებდა და ცდილობდა, მუდმივად აქტიურ რეჟიმში ყოფილიყო.
"კვირაში ხუთი დღე სპორტდარბაზში დავდივარ", — ამბობს ჯოანი. "მე მომწონს ეს რუტინა, რადგან ის გაძლევს რაღაც ისეთს, რასაც მოუთმენლად ელოდები."
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჯოანი წონას ინარჩუნებდა და აღარ ჰქონდა მაღალი წნევისა და მაღალი ქოლესტერინის პრობლემები: მან თითქმის 30 კილოს დაკლება შეძლო.
ამ წარმატების შემდეგ ის შვილმა დაარწმუნა, რომ ინსტაგრამის გვერდი უნდა შეექმნა, სადაც თავის გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებდა. ასეც მოიქცა და შედეგი წარმატებულიც აღმოჩნდა: მას ამჟამად 1,6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მაკდონალდი ამბობს, რომ არასდროსაა გვიანი, შენი ცხოვრების წესი შეცვალო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლის ხარ. თავის ინსტაგრამგვერდზე მის მიერ შემუშავებულ ხუთ წესს გვიზიარებს, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარება:
- ყურადღება მიაქციეთ ძილს — მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ 8 საათზე ნაკლები ძილი უარყოფითად მოქმედებს ჰორმონალურ და კოგნიტიურ ფუნქციებზე. ძილის ნაკლებობა აისახება თქვენს სხეულზეც.
- დალიეთ ბევრი წყალი და მიიღეთ ბევრი ცილოვანი საკვები — ეს იდეალური წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
- გააქტიურდით. შეგიძლიათ დაიწყოთ სიარულით — 10 000 ნაბიჯის გადადგმა კარგი დასაწყისია.
- ეცადეთ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ — ეს მიზნის მიღწევას გაგიმარტივებთ.
- აუცილებლად აღბეჭდეთ თქვენი პროგრესი — გადაიღეთ ფოტო ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგ, ეს აამაღლებს თქვენს მოტივაციას და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები