საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს — NGO
ფოტო: Agenda
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ისტორიული შანსი ჩნდება, რათა საქართველო დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდეს. მათივე თქმით, ქვეყანა დასავლეთისა და განვითარებული მსოფლიოს გვერდით, ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იდგეს.
"საპირისპირო გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ბუნდოვანი და არათანმიმდევრული რიტორიკა ეჭვებს აჩენს მისი, როგორც დასავლეთის ქვეყნების პარტნიორის სანდოობასთან და ერთგულებასთან დაკავშირებით", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, დასავლური სამყარო უკრაინის მიმართ უპრეცედენტო ერთიანობას აჩვენებს. ამასთან, დასავლელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილება, პუტინის დამნაშავე რეჟიმმა საკადრისი პასუხი აგოს, ურყევია.
"მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა გააკეთა არჩევანი უკრაინის თავისუფლებისა და ერთიანობის სასარგებლოდ, თუმცა ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბოროტების მანქანის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინა – ესაა არჩევანი მსოფლიოში მშვიდობის, დასავლური სამყაროს ერთიანობის, წესრიგსა და თანასწორობაზე დამყარებული სტაბილურობის სასარგებლოდ. საქართველოსთვის ეს არჩევანი ყოველთვის ცხადი და ბუნებრივი იყო. ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა და არაერთგზის იწვნია რუსეთის აგრესია და ექსპანსიონიზმი, რაშიც ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ძალიან ძვირი ფასი გადავიხადეთ", — ამბობს ის.
ორგანიზაციების თქმით, იმისთვის, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები სრულად და მკაფიოდ იყოს გაცხადებული, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:
- მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის;
- ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით, მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც;
- ქართულმა ოცნებამ უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად;
- მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით;
- საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე;
- პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი დასანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- ცენტრი ემპათია;
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- საზოგადოება და ბანკები მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG);
- მწვანე ალტერნატივა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი ევროპის ფონდი უფლებები;
- საქართველო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ლიბერალური აკადემია
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო ადამიანის უფლებათა ცენტრი საფარი;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).
-
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
-
ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს
-
ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის
-
გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო
გადახედვა
-
ბუტკოს ჯუჯა ნაძვი — როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი ბუტკოს ჯუჯა ნაძვი — როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი
-
ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: კახა კალაძეს "წინასწარი მონაცემებით" ბაგა-ბაღების სააგენტოში კორუფციასთან შემხებლობა არ ჰქონია ირაკლი კობახიძე: კახა კალაძეს "წინასწარი მონაცემებით" ბაგა-ბაღების სააგენტოში კორუფციასთან შემხებლობა არ ჰქონია
გადახედვა
-
მარტოობის უპირატესობა — რატომაა კარგი, ისეთ სიჩუმეში ყოფნა, საკუთარი ფიქრების რომ გესმის მარტოობის უპირატესობა — რატომაა კარგი, ისეთ სიჩუმეში ყოფნა, საკუთარი ფიქრების რომ გესმის
-
ვის უსმენდნენ საქართველოში 2025 წელს? — 10 ყველაზე პოპულარული შემსრულებელი იუთუბზე ვის უსმენდნენ საქართველოში 2025 წელს? — 10 ყველაზე პოპულარული შემსრულებელი იუთუბზე
გადახედვა
-
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 40% JYSK-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 40% JYSK-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თამარ ჩერგოლეიშვილი: "ახალაიას ცოლი 2 თვე 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" კამპანიას ეწეოდა — საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის" თამარ ჩერგოლეიშვილი: "ახალაიას ცოლი 2 თვე 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" კამპანიას ეწეოდა — საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი ბიზნეს პროფაილინგი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი ბიზნეს პროფაილინგი დაემატა
-
ირაკლი კობახიძე: 4 ოქტობრის დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, ბაჩო ახალაია ირაკლი კობახიძე: 4 ოქტობრის დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, ბაჩო ახალაია
გადახედვა
-
შენ ამას შეძლებ — როგორია საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეო შენ ამას შეძლებ — როგორია საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეო
-
"ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას" — ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე "ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას" — ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ფარმაცევტულ სექტორშიც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა ირაკლი კობახიძე: ფარმაცევტულ სექტორშიც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა
გადახედვა
-
კობახიძე: ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება კობახიძე: ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, "ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, "ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს
გადახედვა
კომენტარები