NASA Artemis 1 მისიის შესასრულებლად ემზადება. 17 მარტს მათ გადამზიდის საშუალებით რაკეტა და კოსმოსური ხომალდი გამშვებამდე მიიტანეს.

მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ NASA-ს Apollo 11 მისიის დროს მთვარეზე პირველმა ადამიანებმა დადგეს ფეხი, სააგენტო გეგმავს, Artemis პროგრამის ფარგლებში ეკიპაჟი ბუნებრივ თანამგზავრზე ისევ გაგზავნოს. ტესტირება მიზნად კოსმოსური ხომალდისა და რაკეტის გამშვებამდე მიტანას ისახავს და პროგრამის პირველი მისიის, Artemis 1-ის, წინსვლისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

სავარაუდოდ, Artemis 1-ს კოსმოსში მაისამდე არ გაუშვებენ, თუმცა გუშინდელი ტესტირების ყურება NASA TV-ზე ან Space.com-ზე შეგიძლიათ. პირდაპირი რეპორტაჟის ფარგლებში სტუმრების, მათ შორის, ნასას ადმინისტრატორ ბილ ნელსონის, კომენტარებსაც იხილავთ.

გადამზიდი ნასას Vehicle Assembly Building (VAB)-იდან კენედის კოსმოსურ ცენტრამდე გაუშვეს. 2.9-მილიონ კილოგრამიანმა ტექნიკამ SLS და Orion 1.3 კმ/სთ სიჩქარით გადაიტანა. VAB-იდან გამშვებამდე 6.4 კილომეტრის გავლას დაახლოებით 11 საათი დასჭირდა. ამის შემდეგ Artemis 1-ის ჯგუფის წევრები კიდევ რამდენიმე ტესტს ჩაატარებენ, რათა ოფიციალურ გაშვებამდე ყველაფერი გამზადდეს.

მისიის ფარგლებში შემოწმდება, რამდენად გაართმევს თავს SLS და Orion მთვარემდე მისვლას და უკან დაბრუნებას. მართალია, Artemis 1 მთვარეზე ეკიპაჟის გარეშე წავა, თუმცა მსგავსი მისიები საბოლოოდ Artemis 3-მდე მიგვიყვანს, რომელიც მთვარეზე ადამიანებს დასვამს. საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი 2025 წლამდე არ იგეგმება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.