ოცნების რუსულ-უნგრული ვა-ბანკი: რეალურად, რა მიზანი დგას "ოჯახური ღირებულებების" დაცვის შირმის მიღმა
ფოტო: ანა ჯოჯიშვილი / On.ge
მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ქართული ოცნება ვა-ბანკზე მიდის — იმისთვის, რომ მმართველობის 12 წლის შემდეგ, ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს, და თანაც, არათუ საპარლამენტო უმრავლესობით, არამედ — საკონსტიტუციო უმრავლესობით, სურთ, წინასაარჩევნო კამპანიის მთელი არსი დაიყვანონ დაპირებამდე, რომ "დაიცავენ" "ოჯახურ ღირებულებებს", და ბავშვებს; ისევე, როგორც ამას აკეთებს რუსეთი და სხვა ქვეყნებიც, კრემლის ორბიტის ქვეშ.
ჯერ, მოკლედ იმაზე, რატომ დასჭირდა ოცნებას ასეთ ვა-ბანკზე წასვლა, რომ ხელისუფლებაში მეოთხე ვადით მოსასვლელად დაპირებები არა დემოკრატიულ განვითარებაზე, არა სიღარიბის დამარცხებაზე, არა ბავშვთა სიღატაკის აღმოფხვრაზე, არა თითქმის შეუჩერებელი მიგრაციის შეჩერებაზე გასცეს, არამედ, ფსონს ჩამოვიდეს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, ბავშვების განათლების შეზღუდვასა და მედიის დაცენზურებაზე, რომ ამით, რამენაირად, შეძლოს, მოიგოს უკიდურესად კონსერვატიული ხედვების მქონე ამომრჩევლის გული, რომელთა ხმებსაც, ამ დრომდე, ისეთი ღიად პრორუსი, ჰომოფობიური, ძალადობრივი პოლიტიკური პარტია "ეპატრონებოდა", როგორიცაა — კონსერვატიული მოძრაობა.
ფართო სურათში: ეს არის NDI-ის 2023 წლის კვლევები, რომელშიც ცხადად ვხედავთ, რამდენად სუსტია ქართული ოცნების ელექტორალური პოტენციალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ:
გარდა ამისა, ოცნებას კვლევებმა ცხადად დაანახა, რამდენად არაპოპულარულია ახალგაზრდებშიც, რომელთაც დიდი ელექტორალური ძალა აქვთ: მათ, არჩევნებში მონაწილეობით შეუძლიათ განსაზღვრონ, საით წავიდეს ქვეყანა — დასავლეთისკენ, თუ ჩრდილოეთით.
და როდესაც მმართველი პარტია ვეღარ ხედავს დასაყრდენს ვეღარც ფართო ამომრჩეველში, და ვერც ახალგაზრდების ელექტორალურ სეგმენტში, რაიმე ტიპის წარმატებაზე სწორებისათვის მხოლოდ უკიდურესად კონსერვატიული დღის წესრიგი რჩება.
მაშინ, როდესაც არც მთლად ღიად კრემლისტური გინდა გამოჩნდე, და თანაც, გინდა, შექმნა ილუზია, რომ, თითქოს, დასავლეთისკენ მიგყავს ქვეყანა, საუკეთესო მეგობარი დასავლეთშიც შეგიძლია ნახო, როდესაც იქ ვიქტორ ორბანი გეგულება.
2023 წლის ოქტომბერში, იქამდე, ვიდრე ოცნება პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს კობახიძით ჩაანაცვლებდა, საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
ღარიბაშვილის სახით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კომპლიმენტიც მიიღო ორბანისგან, რომელიც თავისი მმართველობით დიდი პრობლემებს უქმნის უნგრეთში ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებებს, მედიას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
"ორბანის გაკვეთილების" ნაწილი იყო ღარიბაშვილის მონაწილეობა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე 2023 წლის მაისში, სადაც არაერთი ჰომოფობიური განცხადებითაც მოიწონა თავი ქართული ოცნების მეგობარ ორბანთან, საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული მეგობრები კი — გაანაწყენა.
"როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე; ჩვენ, ასევე, ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი, ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა. დედა — ქალია, მამა კი — კაცი", — თქვა მან.
რატომ ვსაუბრობთ ვიქტორ ორბანზე
ოცნების პოლიტიკის დინამიკა გვაძლევს უფლებას, ვიფიქროთ, რომ ყოველგვარი დამთხვევა ორბანის პოლიტიკურ სტრატეგიებსა და ოცნების ბოლო წლების ნაბიჯებს შორის, არაშემთხვევითია.
ვიქტორ ორბანის ხელწერაა:
- წაახალისოს დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია: სრული სახელისუფლებო ძალაუფლების კონცენტრირებისთვის, შეასუსტოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, შეზღუდოს მედიის თავისუფლება და შეცვალოს საარჩევნო კანონები.
- გამორჩეულია შეტევებით სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რადგან მასაც, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში ოცნებას, სწორედ ამ სექტორიდან მიუთითებენ ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკით და ისიც მიმართავს სტრატეგიას — გააუფასურე სამოქალაქო საზოგადოების არსი და ამით გააუფასურებ ყველაფერს, რაც მათგან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოდის.
- ნაციონალისტური რიტორიკა — რომ თითქოს, "ფსევდოლიბერალური დასავლეთი" საფრთხეს უქმნის უნგრეთის სუვერენიტეტსა და კულტურულ იდენტობას.
- დაპირისპირება ევროკავშირთან: ორბანი მუდმივ წინააღმდეგობაშია ევროკავშირის პოლიტიკასთან. ევროკავშირმაც არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ორბანის ხელმძღვანელობით, უნგრეთის მიერ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების თვალსაზრისით შექმნილ საფრთხეებზე. ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა გააკრიტიკეს მისი მთავრობის მიერ მიღებული მედიის თავისუფლების შემზღუდველი ზომები და კანონები, რომლებიც აღიქმება, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ ზომებად.
და, აი, მივადექით მთავარ სათქმელსაც
სპეკულაცია "ოჯახური ღირებულებებისა" და "ბავშვთა უფლებების დაცვის" სახელით
უნგრეთის პრემიერ-მინისტს, ორბანს, ბოლო წლებში ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
ვიქტორ ორბანი, ევროკავშირთან დაპირისპირებამ, ვლადიმერ პუტინისთვის სასარგებლო მოკავშირედ აქცია. ასევე, ორმა ლიდერმა საერთო ენა იპოვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მედიის როლი, თუ უმცირესობების უფლებები.
ორივე ქვეყანა ზრდის როგორც პროპაგანდისტულ რიტორიკას, ასევე, იღებენ შესაბამის კანონებს ეროვნული იდენტობის ხაზგასმით, რომლითაც, თითქოს, ხელს უწყობენ "ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს".
რუსეთი — უნგრეთი — საქართველო
ბოლო წლებში უნგრეთმა მიიღო ჰომოფობიური და ტრანსფობიური კანონები, მათ შორის, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის უფლების დე ფაქტო აკრძალვა და ტრანსგენდერი პირებისთვის იურიდიული სტატუსის მოხსნა. ამ კანონებს კრიტიკა მოჰყვა ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
- 2021 წელს მიიღეს ე.წ. "ბავშვთა დაცვის აქტი", რომელსაც ქვეყანაში მედიისა და საგამომცემლო სექტორის ცენზურა თუ თვითცენზურა მოჰყვა, კანონდარღვევის თავიდან არიდების მიზნით. ამ საკანონმდებლო აქტით შეიზღუდა ლგბტ შინაარსი და ბავშვებში სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობა.
- 2021 წელს კი უნგრეთმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს ოჯახს და ცალსახად აკონკრეტებს, რომ "დედა ქალია, მამა — კაცი", და რომ, უნგრეთი იცავს ბავშვების უფლებას, იდენტიფიცირდეს დაბადების სქესის მიხედვით.
- ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დისკრიმინაციულია ლგბტქი + პირების, ან ოჯახების მიმართ და ხელს უწყობს მავნე სტერეოტიპებისა და სტიგმების გამძაფრებას, მარგინალიზებას; ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მხარდაჭერას ლგბტქ+ ახალგაზრდებისთვის.
- მსუსხავი ეფექტი მედიაზე: ყველა ამგვარი კანონი, საბოლოოდ, აისახება დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ, რადგან კანონმდებლობის ბუნდოვანი და ფართო განსაზღვრება შეიძლება, ხელისუფლებამ გამოიყენოს განსხვავებული ხმების მიზანმიმართულად ჩასახშობად "ბავშვთა დაცვისა" და "ოჯახის დაცვის" სახელით.
რაც შეეხება რუსეთს, 2006 წელს, პუტინის ადმინისტრაციამ მიიღო ე.წ. არასამთავრობოების კანონი, რომლითაც გაზარდა ამ სექტორზე რეგულირება. აქედან ექვს წელიწადში, 2012 წელს კი მიიღეს ის კანონი, რომლის იდენტური კანონის მიღება უნდოდა ქართულ ოცნებას 2023 წლის მარტში.
- 2013 წელს რუსეთში ამოქმედდა კიდევ ახალი კანონი, რომელიც "ლგბტქი + პროპაგანდას" ეწინააღმდეგება და ამით ყველანაირი საქმიანობა შეეზღუდა იმ არასამთავრობო ჯგუფებსა და აქტივისტებს, ვინც ყველაზე ჩაგრული ჯგუფების უფლებებისთვის იბრძოდნენ.
- 2022 წლის ნოემბერში პუტინმა ხელი მოაწერა "გეი პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტს" და ახლა აკრძალულია ყველაფერი, რასაც ხელისუფლება მიიჩნევს "ლგბტქ პროპაგანდად" — მედიაში, კინოში, წიგნებსა და რეკლამებში. 2022 წელს მიღებული ეს კანონი აფართოებს არსებულ კანონმდებლობას, რომელიც კრემლმა 2013 წელს მიიღო "ტრადიციული ოჯახური ღირებულებების" გასაძლიერებლად — 2013 წლის კანონი კრძალავდა ჰომოსექსუალობის, ერთნაირსქესიანთა კავშირის და "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების" ჩვენებას არასრულწლოვანთათვის.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცნების მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები ყველა ამ, რუსულ-უნგრულ კანონებს აერთიანებს.
საქართველოში, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი იდეები ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
- მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისადა ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
- არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
- აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
- სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
- ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
- აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
- აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
- აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
რა შემთხვევაში შეიძლება გაუყვეს საქართველო რუსულ-უნგრულ გზას:
მოქმედ, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქართულ ოცნებას ამის შანსი არ აქვს, რადგან არ ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას და ვერ შეიტანს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
საამისოდ, მათ სჭირდებათ საკონსტიტუციო წარმომადგენლობა მომდევნო, 2024 წლის პარლამენტში. ეს არის მინიმუმ, 113 დეპუტატი.
-
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
გადახედვა
-
მაკრონის თქმით, ტრამპის კომენტარი მასზე და მის ცოლზე "არც ელეგანტურია და არც შესაბამისი" მაკრონის თქმით, ტრამპის კომენტარი მასზე და მის ცოლზე "არც ელეგანტურია და არც შესაბამისი"
გადახედვა
-
ტრამპი: აშშ უკრაინის ომში არასდროს უნდა ჩარეულიყო ტრამპი: აშშ უკრაინის ომში არასდროს უნდა ჩარეულიყო
გადახედვა
-
ლიტერატურული გაზაფხული ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში: პალიტრა L-ის განსაკუთრებული სამზადისი წიგნის ბაზრობისთვის ლიტერატურული გაზაფხული ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში: პალიტრა L-ის განსაკუთრებული სამზადისი წიგნის ბაზრობისთვის
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროკავშირთან მოლაპარაკება, სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროკავშირთან მოლაპარაკება, სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაში შედის სავიზო დეპოზიტის პროგრამა აშშ-ს საელჩო: საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაში შედის სავიზო დეპოზიტის პროგრამა
გადახედვა
-
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე
გადახედვა
-
დააკავეს 5 პირი, რომლებიც უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილ ₾3.5 მლნ-ზე მეტს თაღლითურად დაეუფლა დააკავეს 5 პირი, რომლებიც უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილ ₾3.5 მლნ-ზე მეტს თაღლითურად დაეუფლა
გადახედვა
-
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
-
ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია
გადახედვა
-
"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში — "პატრიოტები ევროპისთვის" გაწევრიანდა "ქართული ოცნება" ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში — "პატრიოტები ევროპისთვის" გაწევრიანდა
გადახედვა
-
"ალბათ აქაც ჩამოვლენ, ალბათ ჩვენც ჩავალთ" — თენგიზ შარმანაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე "ალბათ აქაც ჩამოვლენ, ალბათ ჩვენც ჩავალთ" — თენგიზ შარმანაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე
გადახედვა
- ლადო ბოჟაძე: "ახლა ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ზარს პრეზიდენტ ყაველაშვილთან" ლადო ბოჟაძე: "ახლა ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ზარს პრეზიდენტ ყაველაშვილთან"
-
რუსეთში 75 000-ზე მეტი სტუდენტი შესაძლოა ომში წაიყვანონ რუსეთში 75 000-ზე მეტი სტუდენტი შესაძლოა ომში წაიყვანონ
გადახედვა
-
რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო
გადახედვა
-
TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა
-
Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
-
კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები" კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები"
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო





კომენტარები