"ცენზურა დაწესდა რუსეთში" — დოჟდის მთავარი რედაქტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი თბილისში ჩამოვიდნენ
ფოტო: კადრები ვიდეოდან/ფორმულა
რუსული დამოუკიდებელი მედიის, დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მათი თქმით, ქვეყანაში ცენზურა დაწესდა. როგორც მთავარი რედაქტორი ამბობს, მათ ან ტყუილი უნდა ელაპარაკათ, ან ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ.
"ცენზურა დაწესდა რუსეთში, რის გამოც დამოუკიდებელი მასობრივი მედიასაშუალებები დაიხურა, დაიბლოკა ან უბრალოდ მათ ვერ შეძლეს საქმიანობის გაგრძელება შექმნილი პირობების გამო, როცა ისინი სიმართლეს ვერ მიყვებოდნენ. ასეთივე პრობლემები შეექმნა ტელეკომპანია დოჟდს იმ ფონზე როდესაც შეიქმნა კანონი ე.წ ფეიკნიუსებისთვის. ორი არჩევანი გვქონდა - ან დავხურულიყავით, რადგან სიმართლეს ვერ ვამბობდით, ან გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტყუილები გვეთქვა. ჩვენ პირველი ავირჩიეთ, რადგან ვერ მოვატყუებთ ჩვენს მაყურებელს", — თქვა ტიხონ ძიადკომ. [ფორმულას თარგმანი]
ეკატერინე კოტრიკაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი.
"ფაქტობრივად რუსული მმართველი პარტია ემზადებოდა იმისთვის და განახორციელა კიდეც ეს, რომ მიღო კანონმდებლობა რომელიც ითვალისწინებს 15 წლიან ციხეში ყოფნას, უბრალოდ იმისთვის, რომ შენ მუშაობ. პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვაბანკზე წასულიყო, ესაა ის მომენტი მისთვის, როდესაც უნდა ჩაწეროს მისი სახელი ისტორიაში და ამისთვის აკეთებს ყველაფერს. აბსოლუტურად ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი, თუ ვინმეს ეგონა რომ სხვანაირი ტიპის მმართველი იყო, აღარ არის ისე და მიიღეს კანონი, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს ჟურნალისტის მუშაობას რუსეთში", — თქვა მან.
აქამდე დოჟდის ჟურნალისტი, მიხეილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ფიშმანის თქმით, მისთვის არ აუხსნიათ საქართველოში შემოსვლის მიზეზი, თუმცა უთხრეს, რომ სურვილის შემთხვევაში, გასაჩივრება შეუძლია.
რუსეთში მაუწყებლობა დოჟდმა 3 მარტს შეწყვიტა. ამას წინ პირველ მარტს რუსეთის პროკურატურის მიერ კრიტიკული მედიების, დოჟდისა და ეხო მოსკვის ვებგვერდების დაბლოკვა უძღოდა. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ისინი უკრაინასთან ომში რუსული არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციებს" ავრცელებენ. უწყებამ მედიების ომზე გამოქვეყნებული მასალები ექსტრემისტულად მოიხსენია.
მოგვიანებით კი რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, დააპატიმრებენ ყველას, ვინც რუს ჯარისკაცებზე "ყალბ" ინფორმაციას გაავრცელებს.
დოჟდი რუსეთში 2010 წლიდან მუშაობს. პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტონის გამო, რუსეთმა ის "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადა. ახლა კი პროკურატურამ ვებგვერდი დაუბლოკა იმის გამო, რომ ომს ომი უწოდა და არა სამხედრო ოპერაცია, როგორც ამას პუტინის პროპაგანდა ფუთავს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები