"მოუსმინე სიფრთხილით" — 3 მარტს სმენის მსოფლიო დღე აღინიშნება
ფოტო: ფონდი აურე
"მოუსმინე სიფრთხილით, რათა გესმოდეს მთელი ცხოვრება" — ასეთია სმენის მსოფლიო დღე 2022-ის გზავნილი, რომელიც განსაკუთრებულ ხაზს უსვამს უსაფრთხო მოსმენას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
სმენის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2014 წლიდან ყოველი წლის 3 მარტს აღინიშნება და მიზნად ისახავს, ცნობიერების ამაღლებას სმენის სირთულეების, სმენაზე ზრუნვის, უსაფრთხო მოსმენისა და სმენის სირთულეების პრევენციის მიმართულებით. საქართველოში სმენის მსოფლიო დღის ღონისძიებები მთელი მარტის განმავლობაში გრძელდება და ის 2015 წლიდან აღინიშნება.
2021 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა პირველ მსოფლიო ანგარიში სმენის შესახებ, რომლითაც ხაზი გაუსვა სმენის სირთულეების მქონე და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მზარდ რიცხვს. ანგარიშმა გამოკვეთა ხმაურის კონტროლი, როგორც ინტერვენციის ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტი და ხაზი გაუსვა ხმაურით დაბინძურების შემცირების მნიშვნელოვნებას. სწორედ ამიტომ, სმენის მსოფლიო დღე 2022 უსაფრთხო მოსმენის მეშვეობით სმენის სირთულეების პრევენციას განსაკუთრებულ ხაზს გაუსვამს.
"გახადე მოსმენა უსაფრთხო" — ჯერ კიდევ 2015 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წამოჭრა ინიციატივა უსაფრთხო მოსმენის პრაქტიკების შემუშავებისა და დანერგვისთვის, ვინაიდან 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ხმაურით გამოწვეული სმენის დაზიანების რისკის ქვეშ იყო. პრობლემის სიმწვავე დღესაც არ კარგავს მნიშვნელოვნებას და მუდმივად მზარდი მაჩვენებლის შედეგად სმენის მსოფლიო დღე 2022-ის საკვანძო საკითხს კვლავ უსაფრთხო მოსმენა წარმოადგენს.
ახალგაზრდები ხმაურით გამოწვეული სმენის დაზიანების რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. დღეის მონაცემით, 2-დან 1 ახალგაზრდა, საფრთხის შემცველი მოსმენის გამო, სმენის დაზიანების რისკის ქვეშაა. ამასთან, ხმაურით გამოწვეული სმენის დაზიანება განსაკუთრებით სარისკოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ხმაურიან ადგილებში (მაგ., მეტროში, ქარხნებში), ხშირად იყენებენ აუდიო მოწყობილობებს, განსაკუთრებით ხმამაღლა და ხანგრძლივი პერიოდით და სტუმრობენ ადგილებს, სადაც ჟღერს ხმამაღალი მუსიკა. მაგ., ღამის კლუბებს, კონცერტებს, ან ფიტნეს დარბაზებს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ხმაურიან გარემოში დროს მუდმივად ატარებენ, ხშირად შეიმოწმონ სმენა იმისთვის, რომ სმენის სირთულეები საწყის ეტაპზე აღმოაჩინონ. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სმენის მსოფლიო დღე 2022-ით კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ხმამაღალი ბგერები აზიანებს ყურს. ხმამაღალი ბგერების მოსმენა ყურის სენსორულ უჯრედებს აზიანებს და იწვევს ხმაურით გამოწვეულ სმენის დაზიანებას, ან შუილს ყურებში (ტინიტუსს).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხმაურით გამოწვეული სმენის დაზიანება მუდმივი და შეუქცევადია. ის მედიკამენტებით და სამედიცინო ჩარევით არ იკურნება, თუმცა მისი პრევენცია შესაძლებელია უსაფრთხო მოსმენით.
უსაფრთხო მოსმენად განიხილება ქცევა, რომელიც არ აყენებს ადამიანს სმენის დაზიანების რისკის ქვეშ. სმენის დაზიანების რისკი დაკავშირებულია სმენითი სიგნალის ხმის სიმაღლესთან, მოსმენის ხანგრძლივობასა და ხმაურიან გარემოში ყოფნის სიხშირესთან. უსაფრთხო მოსმენის დონის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია, რომ სმენითი სიგნალი 80 დეციბელზე ნაკლები იყოს და მოსმენის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ აღემატებოდეს. ეს არის ბგერის დასაშვები სიმაღლე, რომელიც ადამიანს სმენის დაზიანების რისკის გარეშე შეუძლია მოისმინოს. სხვაგვარად ამას უწოდებენ "ბგერით ულუფას" ან "განსაზღვრულ ბგერით დოზას". რაც უფრო ხმამაღლა უსმენ, მით უფრო მცირდება დრო უსაფრთხო მოსმენისთვის. თუ დაუწევ ხმას ან დაიცავ ყურებს, შეგიძლია უფრო დიდხანს მოუსმინო სმენის დაზიანების გარეშე.
იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მოვისმინოთ და დავიცვათ ჩვენი სმენა, მნიშვნელოვანია დავნერგოთ უსაფრთხო მოსმენის ქცევები:
- დავუწიოთ ხმას! გამოვიყენოთ ჩვენი მოწყობილობის მაქსიმალური ხმის სიმაღლის არაუმეტეს 60%. გამოვიყენოთ კარგად მორგებული, ხმაურის დამხშობი ყურსასმენები (Headphone-ს ტიპის).
- დავიცვათ ყურები ხმამაღალი ბგერებისგან. გამოვიყენოთ ყურის დამცავები ხმაურიან ადგილებში. დავშორდეთ ბგერის წყაროს, მაგ., ხმის გამაძლიერებელს.
- შევამციროთ ხმაურიან აქტივობებში ჩართულობის დრო ხმაურიან ადგილებში ყოფნისას. ხშირად დავასვენოთ ყურები მშვიდ სივრცეში გადანაცვლებით.
- შევამციროთ პერსონალური აუდიო მოწყობილობების ყოველდღიური გამოყენება.
- ვაკონტროლოთ ბგერის დონე მოსმენისას. ბგერის ზემოქმედების კონტროლისთვის გამოვიყენოთ აპლიკაციები და შევარჩიოთ მოწყობილობები უსაფრთხო მოსმენის ფუნქციებით.
- გავითვალისწინოთ და ყურადღება მივაქციოთ სმენის სირთულეების გამაფრთხილებელ ნიშნებს.
-
მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
კომენტარები