უკრაინელები შინაურ ცხოველებს გასაჭირში არ ტოვებენ — 15 ფოტო
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. დაპირისპირების გამო უკრაინაში ჩვეული ყოველდღიურობა შეიცვალა: მოსახლეობა მტერს ებრძვის, სახლებს ტოვებს და თავს მეტროს, სარდაფებსა და სხვა ქვეყნებს აფარებს.
ომის დროს უკრაინელებს საკუთარი თავის, ოჯახებისა და სამშობლოს გარდა კიდევ ერთი საზრუნავი აქვთ — შინაური ცხოველების უსაფრთხოება. ადამიანების მსგავსად ხომ ომის საშინელებას ჩვენი ერთგული მეგობრებიც განიცდიან.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სიტუაციაში საკუთარ თავზე ზრუნვაც კი რთულია, უკრაინელები შინაურ ცხოველებს გასაჭირში არ ტოვებენ. უამრავი ფოტო ვრცელდება, რომელშიც ვხედავთ მეტროებსა და სარდაფებში პატრონებთან ერთად დამალულ ცხოველებს. იმის გამო, რომ საზღვრის გადაკვეთისას პატრონებს შინაური ცხოველების წასაყვანად სპეციალური დოკუმენტაცია ესაჭიროებათ, უამრავმა უკრაინელმა ქვეყნის დატოვებაზე უარიც კი თქვა.
ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია Peta-მ ქვეყნებს მიმართა, შეამსუბუქონ შინაური ცხოველების საზღვარზე გადაყვანასთან დაკავშირებული რეგულაციები. ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლონეთმა, უნგრეთმა და რუმინეთმა რეგულაციები შეამსუბუქეს და უკრაინელებს ცხოველებთან ერთად საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებიან.
ეს 15 ფოტო გვიჩვენებს, რომ უკრაინელები საყვარელ შინაურ ცხოველებს გასაჭირში არ ტოვებენ:
1. ქალი ბავშვთან და ცუგასთან ერთად კიევის მეტროში
2. კაცი შეშინებულ კატას ამშვიდებს
3. უკრაინელი კაცი საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად
4. ფისო პატრონს ეხუტება
5. უკრაინელი ქალი სახლს კატასთან ერთად ტოვებს
6. უკრაინელი ქალი პოლონეთში ბაჭიასთან ერთად ჩავიდა
7. ჩანთაში ჩამძვრალი უკრაინელი ფისო პოლონეთში
8. უკრაინელმა კაცმა დაზიანებული სახლიდან თევზები და კატა გამოიყვანა
9. ამ პატარას პატრონის ფეხზე ჩამოეძინა
10. უკრაინელები ცხოველებს ომს არ უტოვებენ
11. ცუგა პატრონთან ერთად მშვიდად იცდის
12. სირთულეების მიუხედავად, ცხოველები პატრონებთან რჩებიან
13. გამამხნევებელი ჩახუტება
14. ძაღლი ადამიანებთან ერთად თავს მეტროს აფარებს
15. ეს მამაცი კატა მზადაა, პატრონი დაიცვას
ამავე თემაზე:
კომენტარები