ვგმობთ, იმეორებს სცენარს, რამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია — ზურაბიშვილი ტერიტორიების "აღიარებაზე"
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებას გმობს. მისი თქმით, ეს ის სცენარს იმეორებს, რამაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია.
"საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის "აღიარებას", იმეორებს იმ სცენარს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საქართველო დგას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას", — წერს ის.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებად მოიხსენიებენ თავს, დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს.
პუტინმა პროპაგანდისტული მესიჯებით გაჯერებულ ბრიფინგზე მიმართა უკრაინის ხელისუფლებასაც და მოუწოდა, რომ "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.
ბრიფინგის დროს ის ამბობდა, რომ უკრაინის სახელმწიფო რუსეთმა შექმნა და საუბრობდა "საერთო წარსულზე" და იმაზე, რომ უკრაინა არამხოლოდ მეზობელი ქვეყანა, არამედ "განუყოფელი ნაწილია". რა თქმა უნდა, გააჟღერა პროპაგანდა და თეორიები იმაზეც, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში უკრაინა დაიწყებს ომს, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს და ისევ დაადანაშაულა ქვეყანა მინსკის შეთნახმების დარღვევაში, რომელსაც თავად არ იცავს. დასასრულს მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთის მოსახლეობა მის გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.
დღეს, 21 თებერვალს პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც ეს საკითხი განიხილეს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას დღესვე, მოგვიანებით მიიღებდა.
კრემლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სხდომის შემდეგ პუტინი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა და განაცხადა, რომ მზად არის, უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს შესაბამის დადგენილებას, მიზეზად კი პროპაგანდისტული მოტივით "უკრაინის აგრესია" დაასახელა. როგორც კრემლი ამბობს, მაკრონმა და შოლცმა ამ გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოხატეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელი სხდომა მაკრონსა და შოლცთან განიხილა. დამატებითი დეტალები უცნობია.
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
კომენტარები