ენების უნივერსალური სიმეტრია
წინა სტატიაში „სინტაქსი, სემანტიკა და ევოლუცია“ ჩვენ დავადგინეთ, რომ წინადადება შეიძლება იყოს უაზრო, მაგრამ ამასთანავე — გრამატიკულად გამართული. ამჯერად მე ვეცდები, განვმარტო, რას ნიშნავს „გრამატიკულად გამართული“ წინადადება და როგორ შეიძლება, ეს გრამატიკა იყოს უნივერსალური ყველა სამეტყველო ენისთვის.
სკოლაში ყველას დაგვიწერია მხატვრული ესეი ან რაიმე ტექსტის შინაარსი, რომელიც მასწავლებლისთვის ჩაბარების შემდეგ წითელი ხაზებით აჭრელებული გვიბრუნდებოდა უკან. ძირითადად ეს წითელი ხაზები წარმოაჩენდა ჩვენს გრამატიკულ და სტილისტურ შეცდომებს. ჩემი აზრით, აკადემიური მართლწერა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, თუმცა გრამატიკა ფართო გაგებით უფრო მეტია, ვიდრე რაიმე კონკრეტული ენის კანონები, რომლებიც გვასწავლის, როგორ უნდა გამოიყურებოდეს რთული წინადადებები, რას ნიშნავს თანწყობილი, ქვეწყობილი წინადადება, რატომ არის ტავტოლოგია „ცუდი“. საქმე ისაა, რომ სკოლაში სწავლის გარეშეც ადამიანები ახერხებენ იმეტყველონ და, უფრო მეტიც, ერთმანეთს გააგებინონ თავიანთი სათქმელი. იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ჩინურს, ქართულს, ლათინურს, ბერძნულს, ინგლისურს და, ზოგადად, ყველა ენას ძალიან ბევრი საერთო აქვთ. ჩვენ სწორედ ამ საერთო ნიშან-თვისებებზე ვისაუბრებთ.
მაშასადამე, როდესაც წინადადებაზე ვამბობ, რომ ის არის „გრამატიკულად გამართული“, ვგულისხმობ, რომ ეს წინადადება ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას ან, გნებავთ, სიმეტრიას, რომელსაც, წესით, ყველა ენა იზიარებს. ვეცდები, მოკლედ შევაჯამო, თუ რა აქვს საერთო ყველა ენას.
ყველა ენას შეუძლია წარმოქმნას წინადადებების უსასრულო რაოდენობა.
მაგალითისთვის ავიღოთ შემდეგი წინადადება:
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა
ეს სტროფი აღვნიშნოთ X-ით. მე შემიძლია ვთქვა:
შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ამბობს X.
აქედან გამომდინარე ვიღაც (დავუშვათ, გიორგი) იტყვის, რომ იმ დღეს ტატომ თქვა, რომ შოთა რუსთაველმა თქვა X.
შემდეგ მანანა იტყვის, რომ გიორგიმ თქვა, რომ იმ დღეს ტატომ თქვა, რომ შოთა რუსთაველმა თქვა X.
რეალურად ადამიანებს შესწევთ უნარი ააწყონ სინტაქსურად გამართული, უსასრულოდ გრძელი ფრაზებისა და წინადადებების ჯაჭვები.
ყველა ენაში არსებობს არსებითი სახელი, ზმნა, ზედსართავი, წინდებული და კიდევ რამდენიმე ათეული მეტყველების ნაწილი.
თუ რატომ არსებობს ასეთი უნივერსალები, ამაზე დავა დღემდე მიმდინარეობს. ყველაზე პოპულარული მოსაზრებაა, რომ მეტყველებასა და მეტყველების ამ ნაწილებს ევოლუციური დანიშნულება ჰქონდათ. მაგალითად, ზმნა, რომელიც ძირითადად მოქმედებას აღწერს, მნიშვნელოვანი ატრიბუტი იქნებოდა ადრეული ადამიანისთვის, თავისი ტომის წევრებისთვის ეცნობებინა მოახლოებული საფრთხის შესახებ. არსებითი სახელი, ზმნა და ხანდახან ზედსართავები დღევანდელი პრიმატების კომუნიკაციაშიც კი შეინიშნება.
ყველა ენას აქვს „გენერაციული სინტაქსი“
ზემოთ ხსენებული უნივერსალებიდან შეიძლება აიწყოს ერთგვარი გრამატიკული კანონები, რომლებიც მეტყველების ნაწილებს ადგილს მიუჩენენ წინადადებაში. მოდით, ვნახოთ, რა კანონებზეა საუბარი. პირველ ყოვლისა, განვიხილოთ არსებითი სახელისა და ზმნის შემცველი წინადადებები.
არსებითი სახელის შემცველი ფრაზისთვის შემოვიტანოთ აღნიშვნა NP (ინგ. Noun Phrase)
- ყველა NP შეიცავს არსებით სახელს. ეს შეგვიძლია ჩავწეროთ შემდეგნაირად:
NP→N
ზემოხსენებული NP, არსებითი სახელის გარდა, შეიძლება დამატებით შედგებოდეს ზედსართავი სახელისა (A) და წინდებულისგან (PP). ზოგ ენაში, მაგალითად, ინგლისურში, შეიძლება დაემატოს არტიკლიც, რომელსაც აღვნიშნავთ (D)-თი.
მაშასადამე, ეს ჩაიწერება შემდეგნაირად: - NP→(D)(AP+)N(PP+)
ზედსართავი სახელის ფრაზა და თანდებული ფრჩხილებში ჩასმული იმიტომ არის, რომ მათი არსებობა წინადადებაში არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ არსებითი სახელის ფრაზამ იარსებობს, (+) ნიშანი კი აღნიშნავს, რომ ამ მეტყველების ნაწილების რაოდენობა ფრაზაში შესაძლებელია იყოს 1-ზე მეტი. - [დიდი, ყვითელი წიგნი] დევს მაგიდაზე.
როგორც ხედავთ, ეს წინადადება შეიცავს ზმნასაც, თუმცა „დიდი ყვითელი წიგნი“ არსებობს ზმნისგან დამოუკიდებლად. მაშასადამე, წინადადებების შემადგენელი ნაწილები შეიძლება არსებობდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამიტომ ზემოხსენებული წინადადების განხილვისას ჩვენ არ მივაქცევთ ყურადღებას მის მეორე შემადგენელ ნაწილს (დევს მაგიდაზე), არამედ განვიხილავთ მის პირველ შემადგენელს (დიდი ყვითელი წიგნი), რომელზეც ვამბობთ, რომ ის „ცალკე“ ფრაზაა. - ა. [დიდი, ყვითელი წიგნი] ბ. [დიდი, ხასხასა, ყვითელი წიგნი]
მიუხედავად იმისა, რომ „დიდი“, „ყვითელი“ და „ხასხასა“ ყველა ზედსართავი სახელია, ისინი სხვადასხვაგვარად მიემართებიან ერთმანეთს:
ფრაზა (ბ)-ში „ხასხასა“ პირდაპირ მიემართება „ყვითელსა“ და „წიგნს“. ზედსართავი „დიდი“ მიემართება „წიგნს“, თუმცა არანაირ კავშირში არ არის „ხასხასასთან“ ან „ყვითელთან“.
მიმართებები ზედსართავ სახელებს შორის და მიმართებები არსებით სახელსა და ზედსართავს შორის ერთ-ერთი უნივერსალია, რომელიც ყველა ენაში გვხვდება.
(2) ნათლად აჩვენებს, რომ ზედსართავებისა და თანდებულების რაოდენობა შეიძლება იყოს 1-ზე მეტი, ამის დემონსტრაციაც ვიხილეთ (4)-ში: დიდი, ხასხასა, ყვითელი. რომ გვეთქვა „დიდი, ხასხასა, ყვითელი, პატარა, ჭრელი წიგნი“, ეს მაინც სინტაქსურად გამართული შემადგენელი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზედსართავი სახელები არსებითი სახელის აღწერისას ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
თუ ჩვენ განვიხილავთ ზმნის შემცველ ფრაზებს (VP), აღმოვაჩენთ, რომ (2)-ში განხილული კანონების გამოყენება აქაც შეგვიძლია. - VP→(AP+)V(NP)(PP+)
მოდით, გავაერთიანოთ არსებითი სახელის ფრაზები (NP) და ზმნური ფრაზები (VP) ერთ წინადადებაში (წინადადებას აღვნიშნავთ S-ით).
(4)-ის მაგალითზე ჩვენ დავადგინეთ, რომ წინადადების შემადგენელი ნაწილები ერთმენთს სხვადასხვაგვარად მიემართებიან. იმისთვის, რომ ეს თვალსაჩინო გახდეს, შეგვიძლია გამოვიყენოთ სინტაქსური ხის დიაგრამა.BO-1 Untitled.jpg ასეთი სინტაქსური ხე საკმაოდ კარგად წარმოაჩენს ზემოთ განხილულ კანონებს. თუ, დავუშვათ, „კეთილმა მიშამ“ სიმბოლურად ჩაიწერებოდა როგორც NPà(Adj+)N… ამ შემთხვევაში (à) სიმბოლოს ნაცვლად ვიყენებთ „ტოტებს“, ანუ ვერტიკალურად გამომავალ ხაზებს. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი წინადადება შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც SàNP VP, ანუ წინადადება შედგება არსებითი სახელისა და ზმნური ფრაზებისგან.
ერთი შეხედვით, მსგავსი სინტაქსური დიაგრამები გარკვეული ენის გრამატიკული კანონების თვალსაჩინოებისთვის თუ გამოდგება, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია უნივერსალური გრამატიკის ჰიპოთეზაში. მსგავსი სინტაქსური ხეები და მათზე წარმოებული მოქმედებები საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ გარკვეული „მექანიზმი“, რომელიც შეძლებს აღწეროს, რა პრინციპებით მუშაობს ჩვენი მეტყველება, რა კანონებს ემორჩილება და რა ლიმიტები აქვს მას.
ყველა ენაში, წინადადებებს აქვთ „ღრმა სტრუქტურა“
ამ ესეიში ჩვენ განვიხილეთ არსებითი სახელისა და ზმნის ფრაზების კანონები. აგრეთვე დავადგინეთ, რომ ზედსართავები და თანდებულები მიემართებიან არსებით სახელებსა და ზმნებს.
თუ როგორი შეიძლება იყოს ეს მიმართება, განვიხილეთ (4)-ში, თვალსაჩინოებისთვის კი გამოვიყენეთ სინტაქსური ხეები (კეთილმა მიშამ გადაარჩინა საქართველო). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის სინტაქსური ხე წინადადების სტრუქტურას სრულად ვერ წარმოაჩენს. ვეცდები ავხსნა, რატომ. ავიღოთ შემდეგი წინადადება:
(6) კეთილი, ალტრუისტი, ძალიან ჭკვიანი პინოჩეტი
არსებითი სახელის ფრაზისთვის დადგენილი კანონებით ეს წინადადება სინტაქსურ ხეზე ასე ჩაიწერება:
აქ საერთოდ არ ჩანს, რომ „ალტრუისტი“ მიემართება „პინოჩეტის“ და არა „ძალიან“-ს. არადა ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს ბავშვობიდან შესწევთ უნარი, დაამყარონ სწორი მიმართებები, ანუ ამ წინადადებიდან გამომდინარე თქვენ თუ ბავშვს დაუსვამთ შეკითხვას „როგორია პინოჩეტი?“, ის არ გიპასუხებთ, რომ პინოჩეტი არის „ძალიან“.
მაშასადამე, წინადადების შემადგენელ ნაწილებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება და ამ მიმართების განსხვავებას თავისუფლად ვახერხებთ. ანუ ჩვენს მეტყველებას (ცხოველებისგან განსხვავებით) აქვს უნიკალური, „შემალული“ სტრუქტურა. თუ როგორია ეს სტრუქტურა, რომელიც იძლევა საშუალებას, ავაწყოთ სინტაქსური წინადადებები, უკვე დიდი ხანია, განხილვის საგანია.
90-იანებში ნოამ ჩომსკიმ თავის სტუდენტებსა და სხვა ლინგვისტებთან ერთად გამართა ათობით სემინარი, რომლებშიც ისინი კოლექტიურად ეცადნენ დაედგინათ, თუ საბოლოოდ როგორი შეიძლება იყოს წინადადების სტრუქტურა და რა მექანიზმები იძლევიან სინტაქსურ მეტყველებას. სემინარებზე გამოთქმული ვარაუდები მინიმალისტური პროგრამის სახელით გახდა ცნობილი.
წინადადების შემადგენლები და X-bar სქემა
იმისთვის, რომ დავადგინოთ, როგორ მიემართებიან წინადადების შემადგენლები ერთმანეთს, ვიყენებთ, ეგრეთ წოდებულ, „მდგენელის ტესტს“ (ინგ. Constituency test). მაგალითისთვის მოვიყვანოთ ასეთი წინადადება:
(1) მე ვიყიდე [დიდი, ყვითელყდიანი ლექსების კრებული]
ქართულში ჩვენ ამ წინადადებას შეგვიძლია დავუსვათ კითხვა: როგორი კრებული ვიყიდე?
რაზეც პასუხი იქნება: დიდი, ყვითელყდიანი ლექსების კრებული
მეორე ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ რა კავშირშია წინადადების მდგენელები ერთმანეთთან, არის, ეგრეთ წოდებული, „სხვით ჩანაცვლების“ ტესტი:
(2) [პატარას] ნაცვლად, მე ვიყიდე [დიდი], ყვითელყდიანი ლექსების კრებული.
(7)-ში კითხვა „როგორის“დასმის შემდეგ იკვეთება „უფროსი“ მდგენელი: დიდი, ყვითელყდიანი წიგნი. (8)-ში „სხვით ჩანაცვლების“ ტესტით ვადგენთ, რომ დიდი მიემართება „ლექსების კრებულს“ და არა „ყვითელყდიანს“.
ეს ყველაფერი, ალბათ, ძალიან ინტუიციურად გეჩვენებათ და შესაძლოა ვერც ხვდებით, რა საჭიროა ასე სიღრმისეული აღწერა, თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ წარმოიქმნება ეს მიმართებები მეტყველებაში და როგორ იკვეთება წინადადების იერარქია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, რა არის ის მექანიზმი, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას წარმოქმნას უსასრულო ვარიაციების მქონე წინადადებები.
მოკლედ, წინადადების მდგენელებს შორის მიმართება უნდა დავადგინოთ „მდგენელობის ტესტებით“. აქ იკვეთება, რომ ყველა წინადადებაში, იქნება ის მარტივი, რთული თუ შერწყმული, იკვეთება იერარქია. ამ იერარქიას ეწოდება „ღრმა სტრუქტურა“. ასეთ სტრუქტურებს კი სწავლობს X-bar თეორია. მაშ ვნახოთ, როგორ ჩაიწერებოდა შემდეგი წინადადება:
მე ვიყიდე [დიდი ლექსების კრებული ყვითელი ყდით]
როგორც ხედავთ, ასეთი ფორმის ჩანაწერი კარგად წარმოაჩენს ფრაზაში არსებულ „იერარქიას“.
„დიდი“ მოიცავს „ლექსების კრებულს ყვითელი ყდით“, ანუ აქ ეს ზედსართავი ერთვის კონკრეტულად/მხოლოდ ლექსების კრებულს, რომელსაც ყვითელი ყდა აქვს.
N’, N’’ და N’c აღნიშნავს არსებითი სახელის ფრაზის მიღმა არსებულ ღრმა სტრუქტურას, რომელიც ფრაზის ყველა მდგენელს თავის ადგილს უჩენს. N’>N’’>N’c- ასე ჩაიწერებოდა ამ წინადადების იერარქია. როგორც ხედავთ, „ლექსების“ და „კრებული“ ერთიანდება საერთო N’c-ს ქვეშ, ხოლო „ლექსების კრებული“ და „ყვითელი ყდით“ ერთიანდება N’’-ის ქვეშ.
X-სქემის მეშვეობით (X-bar-ს ამიერიდან X-სქემას დავუძახებ, რადგან ინგ. სიტყვა „Bar“ ქართულში პირდაპირ კარგად არ ითარგმნება) ჩვენ ვადგენთ ზუსტ მიმართებებს ფრაზის მდგენელებს შორის.
ზემოთ განხილული მაგალითი ეხებოდა არსებითი სახელის ფრაზებს, ანუ სადაც არსებითი სახელი „მთავარი“ კომპონენტია, ფრაზის ყველა სხვა წევრი გამოიყენება არსებითი სახელის განსაზღვრისთვის. თუმცა ჩვენ შეგვიძლია აქ გამოყენებული X-სქემის პრინციპი განვაზოგადოთ ზმნურ ფრაზებსა და რთულ წინადადებებზე, შემდეგ კი მოვარგოთ ნებისმიერ ენას.
ამ X-სქემის მიხედვით, ადამიანს აქვს „გადამრთველები“, ანუ გენეტიკურად განპირობებული მექანიზმი, რომელიც ლექსიკონის წევრებს (ლექსიკონში მოიაზრება ყველაფერი, რაც გვესმის) ანაწილებს როლისა და ფუნქციის მიხედვით.
ენდრიუ რედფორდის მტკიცებით (მისი ხედვები ნოამ ჩომსკიმ და სტივენ პინკერმაც გაიზიარეს), ბავშვები ენას სწორედ ამ მექანიზმით სწავლობენ. მათ გარემოცვაში წარმოთქმულ სიტყვებს, ფრაზებს და ა.შ, ბავშვები ადგილს ანიჭებენ X-სქემის მეშვეობით, რაც მათ აძლევს საშუალებას უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციისგან, გარემოში წარმოთქმული რთული და ჩახლართული წინადადებებისგან, განივითარონ სინტაქსურად გამართული მეტყველების უნარი.
ეს მოსაზრება „უნივერსალური გრამატიკის“ თეორიის მნიშვნელოვანი კომპონენტია
P.S
შეგახსენებთ, რომ X-სქემა მხოლოდ თეორიული მოდელია. ვისურვებდი, რომ ნახოთ წინა სტატია „სინტაქსი, სემანტიკა და ევოლუცია“, რომელშიც ვეცადე დამემტკიცებინა, თუ რატომ არის „უნივერსალური გრამატიკის“ ჰიპოთეზა ყველაზე მეტად ალბათური.
-
გადახედვათინა ბოკუაჩავა: პაპუაშვილი ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს, დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე თინა ბოკუაჩავა: პაპუაშვილი ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს, დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე
-
გადახედვასააკაშვილი: ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება — მე ძალიან კარგად ვიცნობ იმ ხალხს სააკაშვილი: ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება — მე ძალიან კარგად ვიცნობ იმ ხალხს
-
გადახედვაცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო - მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო - მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია
-
გადახედვა100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ედვინ ჰაბლმა სხვა გალაქტიკების არსებობა დაამტკიცა 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ედვინ ჰაბლმა სხვა გალაქტიკების არსებობა დაამტკიცა
-
გადახედვამიხეილ სააკაშვილი: ხალხო, შევწყვიტოთ "ბალერინკობის" თამაში, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! მიხეილ სააკაშვილი: ხალხო, შევწყვიტოთ "ბალერინკობის" თამაში, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
-
გადახედვაპირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
-
გადახედვაპროკურორი: კადრებში მკაფიოდ ჩანს სამ პოლიციელზე თავდასხმა, ვითხოვთ პატიმრობას პროკურორი: კადრებში მკაფიოდ ჩანს სამ პოლიციელზე თავდასხმა, ვითხოვთ პატიმრობას
-
გადახედვაიოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა — შემდეგი წლიდან კი 13 000 ლარს გადააჭარბებს იოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა — შემდეგი წლიდან კი 13 000 ლარს გადააჭარბებს
-
გადახედვაფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა" ფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა"
-
გადახედვაპაპუაშვილი განმარტავს, როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი პაპუაშვილი განმარტავს, როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი
-
გადახედვაიტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლო განაჩენს, ნეთანიაჰუს დაკავებაზე, აღასრულებენ იტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლო განაჩენს, ნეთანიაჰუს დაკავებაზე, აღასრულებენ
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი შალვა პაპუაშვილი: მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან
-
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: EU-ს რეზოლუციები აჩვენებს რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე შალვა პაპუაშვილი: EU-ს რეზოლუციები აჩვენებს რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე
-
გადახედვავოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას დღის წესრიგშია პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას დღის წესრიგშია პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
-
-
გადახედვანიკა მელია: შაბათს, 15:00-ზე ვიკრიბებით თსუ-სთან, იქ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს ნიკა მელია: შაბათს, 15:00-ზე ვიკრიბებით თსუ-სთან, იქ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს
-
გადახედვამათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვადღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქცია — "უშენოდ ვერ გამოვა" გაიმართება დღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქცია — "უშენოდ ვერ გამოვა" გაიმართება
კომენტარები