საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია ტიფლისი ორთაჭალაში 12-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანია ტიფლისი ორთაჭალაში 2-ბლოკიან, 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 600 000 აშშ დოლარია.
ტიფლისი ორთაჭალა საცხოვრებელ ბინებთან ერთად მოიცავს საპარკინგე ადგილებსა და კომერციულ სივრცეს. მას საუკეთესო ლოკაცია, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და რეკრეაციული ზონა გამოარჩევს. პროექტის მიხედვით, სკვერი გამწვანებული იქნება სხვადასხვა ჯიშის იშვიათი ხე-მცენარეებით. სკვერში განთავსებული იქნება სივრცე შინაური ცხოველებისთვის, ტრენაჟორები და საბავშვო გასართობი არეალი.
"ჩვენი ახალი პროექტი მთლიანად აშენებულია თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიური თბო-საიზოლაციო მასალებით, ფასადი მოპირკეთებულია მარმარილოთი და ეკოლოგიურად სუფთა საღებავით. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საუკეთესო ენერგოეფექტურობას და უსაფრთხოებას. თანამედროვე ტექნოლოგიები მომავალ მაცხოვრებლებს კომუნალურ ხარჯებს თითქმის ორმაგად უმცირებს. პროექტი უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოების უმაღლესი სისტემებით. მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას და ულამაზეს ხედებს, საუკეთესოდ დაგეგმარებულ ბინებს, რომელიც სრულად მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს. მაღალი ხარისხი, საქმისადმი პროფესიული მიდგომა, კომფორტული გადახდის პირობები და ჩაბარების ვადების დაცვა — ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელზეც ორიენტირებულია ჩვენი კომპანია", — განაცხადა ნუგზარ ნებირიძემ, კომპანია ტიფლისის წარმომადგენელმა.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ დეველოპერულ ბიზნესს, ორივემ ერთად კი მომხმარებელს. კერძოდ, ბანკისა და კომპანია ტიფლისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ენერგოეფექტური, მაღალი სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მათზე მორგებული პირობით- გარანტირებული შენაძენით", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
ინფორმაციისთვის, გარანტირებული შენაძენი საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ამ ბმულს.
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
კომენტარები