upway.ge — ახალი ქართული სტარტაპი ცოდნის მაძიებლებისთვის
"ტესლაში მუშაობის დასაწყებად უნივერსიტეტის დიპლომი საჭირო არაა" — ეს ილონ მასკის სიტყვებია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, რომელიც მიიჩნევს, რომ თანამშრომლებს გამორჩეული უნარები უნდა ჰქონდეთ და პრობლემებს ორიგინალური გზებით ჭრიდნენ. ეს ტენდენცია ახალი არაა — რაც დრო გადის დამსაქმებლებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება ის, თუ რა შეგიძლია და რამდენად უწყობ ფეხს პროგრესს, ვიდრე ის, თუ სად ისწავლე.
სამყაროში, სადაც ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება და ტექნოლოგიები მოძველებულ პროფესიებს ანაცვლებს, ახალ-ახალი უნარების და ცოდნის შეძენა იმაზე ადვილია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამისთვის კი ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის ხელახლა მიღება საჭირო სულაც არაა — არსებობს კურსები, რომელთა დახმარებით ახალ პროფესიას დაეუფლები, უნარებს გაიუმჯობესებ ან სულაც — ჰობის გაიჩენ.
"როგორ მოვახერხო ეს? სად ვიპოვო კურსები, რომლებიც ჩემზე იქნება მორგებული? გუგლში რომ სულ უცხოური სასწავლო პროგრამებია?..." — თუ შენც გაწუხებს ეს კითხვები, გეტყვით, რომ ყველაფერი ბევრად მარტივია, რადგან ქართული სტარტაპი upway უკვე ერთ სივრცეში უყრის თავს სანდო ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს.
ამ სტატიაში ახლოს გაგაცნობთ upway-ს — სივრცეს ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.
რატომ შეიქმნა upway.ge?
upway-ის შექმნის იდეა სამ მეგობარს 2020 წელს გაუჩნდა. მარიკა აბულაძეს, მარიშა გოგოლაურსა და მარიამ ცანავას უწყვეტი განვითარების სურვილი ამოძრავებდათ. მათ შეამჩნიეს, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ადამიანებს ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის, ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა. ასე დარწმუნდნენ, რომ upway-ის შექმნა დროული იქნებოდა და საკუთარი 6-წლიანი ლოკალური და საერთაშორისო გამოცდილება პროექტების მართვაში, ტექნოლოგიებსა და მარკეტინგში სხვა ადამიანების განვითარებისკენაც უნდა მიემართათ.
რას იპოვი upway.ge-ზე?
upway კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმაა საქართველოში. იგი აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში:
- პროფესიული განათლება
- ენები
- გამოყენებითი განათლება
- ჰობი
- საბავშვო
- ტექნოლოგიები
თითოეული კატეგორია რამდენიმე ქვედარგად იყოფა. მაგალითად, თუ ცოდნის გაღრმავება ტექნოლოგიების მიმართულებით გსურს, Upway ახლა 26 კურსს გთავაზობს მონაცემთა ანალიზის, UX/UI, ქსელების და კიბერუსაფრთხოების, ტექ პროექტების მართვის, გეიმინგისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.
ჯერ ზუსტად არ იცი, რისი სწავლა გინდა? — არც ესაა პრობლემა, upway-ის გუნდი, ბრენდის მეგობარ მენტორებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.
იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და იგი თიბისის პროექტის, "სტარტაპ დეკრეტის" გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელი გახდა. ამასთან, გუნდმა წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.
რა იქნება მომავალში?
პლატფორმა თანდათანობით იზრდება და მალე იგი ახალ სერვისებსა და მიმართულებებს გააერთიანებს. გუნდს ასევე საინტერესო მიზნები აქვს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით.
გუნდში ამბობენ, რომ ონლაინ პლატფორმა თავად კურსის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას და ამასთან, დაეხმარება კიდეც გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში.
დამფუძნებლების თქმით, upway ასევე საუკეთესო ადგილია მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ, შვილებისთვის შეარჩიონ სხვადასხვა პოპულარული მიმართულება და მიიღონ რეკომენდაცია სფეროს ექსპერტებისგან.
ასე რომ, თუ გჯერა, რომ სწავლა და განვითარება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია, მაშინ ახლავე უნდა ეწვიო ვებსაიტს upway.ge ან შეუერთდე upway-ის ჯგუფს ფეისბუქზე და იპოვო პროგრამა, რომელმაც შესაძლოა შენი ცხოვრების კურსი უკეთესობისკენ შეცვალოს.
კომენტარები