მსოფლიო ბანკი მომდევნო ორ წელში საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5-5,5%-მდე შენელებას ელოდება
ფოტო: GeorgiaToday
მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ 2022 და 2023 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5-5,5 პროცენტიან მაჩვენებლამდე შენელდება. ეს იმ პირობებში, თუ ადგილობრივი მოთხოვნა დასტაბილურდება და ფისკალური პოლიტიკა გამკაცრდება.
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა 2021 წელს 10,5 პროცენტიანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას.
მსოფლიო ბანკის თქმით, რისკებს შორის რჩება ინფლაციის ზეწოლა და COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება, განსაკუთრებით ახალი ვარიანტებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების კონტექსტში.
"მზარდი ინფლაცია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად აწევს დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელებს, ზღუდავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. განვითარებად ქვეყნებში მან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია 2011 წლის შემდეგ. აღნიშნული ქვეყნებიდან ბევრმა შეწყვიტა ინფლაციის შეკავების ღონისძიებების გამოყენება, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე", — წერია ანგარიშში.
როგორც ცნობილია, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა. დეკემბერში წლიური ინფლაცია 13,9% იყო — ფასების დონის ზრდა ამაზე მეტად ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 14,3% იყო.
მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვისას კი ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის განმავლობაში ძლიერი აღმასვლის შემდეგ გლობალური ეკონომიკა მკაფიოდ გამოხატული შენელების ფაზაში შედის COVID-19 -ის ახალი ვარიანტების და ინფლაციის, ვალის და შემოსავლების უთანასწორობის ფონზე, რასაც ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია განვითარებადი ქვეყნებისთვის.
ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის სიჩქარის შემცირება 5,5%-დან (2021 წელს) 4,1%-მდე (2022 წელს) და შემდეგ 3,2%-მდე (2023 წელს), მსოფლიოს მასშტაბით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შემცირების და ფისკალური და მონეტარული მხარდაჭერის ზრდის პარალელურად.
მსოფლიო ბანკი კორონავირუსის გლობალურ ეკონომიკაზე გავლენის შესახებაც საუბრობს და წერს, რომ ვარიანტ "ომიკრონის" სწრაფი გავრცელება მიუთითებს, რომ პანდემია ახლო მომავალში, სავარაუდოდ, გააგრძელებს ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეშლას.
ამასთან ერთად, ანაგარიშში ნათქვამია, რომ წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდის მნიშვნელოვანი დამუხრუჭება, აშშ-ს და ჩინეთის ჩათვლით, უარყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე განვითარებად ქვეყნებში.
ეროვნული ბანკი წერს, რომ COVID-19-ის ახალი შტამების გამოჩენა განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე. როგორც ცნობილია, საქართველო სწორედ ამგვარი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება.
საქართველოს მთავრობა 2021 წლისთვის 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით, ხოლო 2023 წელს 5,5%-ით უნდა გაიზარდოს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები