თუ ძალიან არ გამწვავდა პრობლემა, ნუ მიმართავთ ჰოსპიტალს, მსუბუქი პაციენტით არ უნდა გადაიტვირთოს კლინიკა — ტაბიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მედიაცენტრი მთავარი
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, ჯანმრთელობის მდგომაროება ძალიან არ გამწვავდა, არ მიმართონ ჰოსპიტალს. ის ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. საწოლფონდის არსებული რაოდენობა მძიმე პაციენტებისთვის გამოიყენებოდეს.
"ჩემი თხოვნა არის ასეთი მოსახლეობის მიმართ, რომ თუ ისინი ძალიან არ განიცდიან რაღაც ისეთი პრობლემის გამწვავებას, ნუ მიმართავენ ჰოსპიტალს. წინა გამოცდილებაც გვკარნახობს ამას, რომ მსუბუქი პაციენტით არ უნდა გადაიტვირთოს კლინიკა და ნამდვილად, ადამიანურად, პატივი ვცეთ იმ ხალხს, ვისაც ეს ესაჭიროება", — განაცხადა ტაბიძემ.
ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ მიუხედავად გავრცელების მასშტაბისა, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს და მისი მართვა სახლში, ოჯახის ექიმის დისტანციური კონსულტაციით შესაძლებელია.
"შესაძლებელია, რომ კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, ოჯახის ექიმებმა სწორად მართონ ბინებზე, სწორად იქნას ეს პაციენტები მართული კოვიდსასტუმროებში და არ მოხდეს რაოდენობის ზრდასთან ერთად ჰოსპიტლის გადატვირთვა. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება დადგეს, მაგრამ ამ ეტაპზე, პრინციპში, საწოლფონდი მზად არის, რომ თუნდაც ცოტა უფრო მაღალი ციფრებით არსებული შედეგები გააკონტროლოს და დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნა", — განაცხადა ტაბიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის გადატვირთული და არც ომიკრონის შტამის მატარებელ პაციენტს მკურნალობენ. თუმცა აზუსტებს, რომ კლინიკას აქვს რესურსი და მზად არის იმისთვის, რომ "პირველი შემოტევა მიიღოს და შემდგომშიც მართავს".
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ომიკრონის შტამის 335 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.
გაიგე მეტი:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები