ახალი წელი არის დღესასწაული, რომლის დადგომასთან ერთად პატარებივით გვიხარია საჩუქრების მიღება. გამონაკლისები არც ავტომოყვარულები არიან, რომლებსაც თავიანთ ოთხბორბლიან მეგობართან დაკავშირებული ყველანაირი საჩუქარი სიამოვნებთ. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს უბრალო წვრილმანი თუ დიდი საჩუქარი — მათ ახარებთ ყოველი ნივთი, რომელიც მიმართულია კომფორტის, ან მანქანის უკეთ მუშაობისაკენ. თუ წარმოდგენა არ გაქვთ, რა შეგიძლიათ აჩუქოთ თქვენს ავტომოყვარულ მეგობარს, ეს სტატია დაგეხმარებათ ავტო — საჩუქრის არჩევაში.

საჩუქარი N1 — ელექტრო კომპრესორი

ხშირად ხდება როდესაც საბურავი რაიმე მიზეზით კარგავს წნევას და შესაბამისად საჭიროებს ჰაერის დამატებას. მოგეხსენებათ "ვულკანიზაციების" რიგში დგომა და ლოდინი ყველასთვის დამღლელი პროცესია, რისი გამოსწორებაც ელექტრო კომპრესორის გამოყენებით არის შესაძლებელი. მისი მეშვეობით, ძალიან მარტივად და სწრაფად შეგვიძლია საბურავის დაბერვა ოპტიმალურ კონდიციამდე. კომპრესორი სადენის მიერთებით იღებს ავტომობილიდან კვებას, მთავარია უშუალოდ პროცესის დროს ყურადღება მივაქციოთ საბურავის წნევას, ხოლო დანარჩენ ფუნქციას მოწყობილობა თვითონ შეასრულებს. რაც მთავარია ელექტრო კომპრესორი კომპაქტური ზომისაა და საკმაოდ მცირე ადგილს იკავებს საბარგულში.

საჩუქარი N2 — აკუმულატორის სტარტერი

ზამთრის სუსხიან ამინდში, ავტომობილის დაქოქვა ხშირად პრობლემა ხდება, რაც უმეტეს შემთხვევაში აკუმულატორთან არის დაკავშირებული. მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალი აკუმულატორის სტარტერია. მას საკმაოდ მარტივი ინსტრუქცია აქვს, რომლის მეშვეობითაც ადგილზე შევძლებთ დაქოქვისთვის საჭირო მუხტი მივაწოდოთ აკუმულატორს და გასაღების ერთი გადატრიალებით, მოვიყვანოთ ავტომობილი მუშა მდგომარეობაში. ეს მოწყობილობა მართლაც განსაკუთრებული საჩუქარია ახალი წლის დღეებში.

საჩუქარი N3 — სმარტფონების დამტენი მოწყობილობა ავტომობილისთვის

ავტომობილში დამტენი მოწყობილობა საკმაოდ პოპულარული ნივთია ჩვენს დღევანდელ რეალობაში, რომელსაც შეუძლია როგორც სმარტფონის, ასევე პლანშეტისა და სხვადასხვა გაჯეტების დამუხტვა. მას ერთ მხარეს აქვს მოგრძო ფორმის კონტაქტორი, ხოლო მეორე მხარეს გააჩნია რამდენიმე მცირე ზომის შესაერთებელი, სადაც USB-ი კაბელის მეშვეობით ხდება სმარტფონთან დაკავშირება. USB-ი შესაერთებლების სიმრავლე ყველა დამტენზე ინდივიდუალურია და რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტ ადამიანს შეუძლია პარალელურად გამოყენება.

საჩუქარი N4 — უკანა ხედვის კამერა

ავტომობილებზე ხშირია კამერების მონტაჟი, როგორც წინა და უკანა მხარეს, ასევე მის გვერდებზეც. ეს განპირობებულია იმისთვის, რომ მძღოლის ირგვლივ არ დარჩეს ბრმა ზონა, თუმცა რეალურად მძღოლები ყველაზე ხშირად უკან დამაგრებულ კამერას იყენებენ, რადგან მასთან ერთად ბევრად მარტივია მანევრირება მანქანის გაჩერებისას. ეს მოწყობილობა განსაკუთრებით გამოსადეგია ღამე, როდესაც ავტომობილის სარკეების გამოყენებას არანაირი აზრი არ აქვს.

კამერის ეკრანი ტორპედოზე მონტაჟდება და სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ავტომობილის ის ზონა, სადაც კამერაა დამაგრებული. ეს საჩუქარი განსაკუთრებით აბედნიერებთ იმ ავტომოყვარულებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ახალი აღებული აქვთ.

საჩუქარი N5 — შიდა ინტერიერის არომატიზატორები

ავტომობილში ჩაჯდომისას, პირველი შეგრძნება კომფორტთან უნდა იყოს დაკავშირებული. შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს ინტერიერში, თუმცა საჭირო სიმყუდროვე და კომფორტი მაინც ვერ მიიღოთ. ამისათვის საკმარისია იპოვნოთ სასიამოვნო არომატიზატორი, რომელიც სალონში იდილიას შეგიქმნით, როგორც თქვენ, ასევე თქვენს მგზავრებს. არომატიზატორების შეძენა შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე ასევე ნაკრებით, სადაც რამდენიმე სახის და გემოვნების სურნელს შეხვდებით. ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავტო-საჩუქარია მძღოლებისთვის.

ამ პროდუქტების უმეტესობას Tegetashop.ge-ს ონლაინ მაღაზიაში შეხვდებით, სადაც საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. ასევე ონლაინ შეძენისას შეძლებთ ისარგებლოთ წინასაახალწლო ფასდაკლებებით.