ორივე ტურში ბრძოლის იარაღად აქტიურად გამოიყენებოდა მანიპულაციური ინფორმაცია — კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის
ფოტო: ანანო დიდებაშვილი/On.ge
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის კვლევის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურში პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქტიურად გამოიყენებოდა მანიპულაციური ინფორმაცია.
"წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად და მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არა მხოლოდ გადაუმოწმებელი და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ამბები, არამედ ცრუ და, უმეტეს შემთხვევაში, რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გაკეთებული განცხადებები. დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად სოციალური მედიის საშუალებით არაავთენტური ანგარიშები, ანონიმურად მოქმედი და ცრუ მედია გვერდები ავრცელებდნენ", — აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი სამიზნე პოლიტიკური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და გახარია საქართველოსთვის იყვნენ, თუმცა რეპუტაციის შემლახველი გზავნილები შეეხო ლელოს და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.
"დისკრედიტაციის კამპანიები წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი მხრივ, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი დებატებისა და მსჯელობის შესაძლებლობებს მკვეთრად ზღუდავდა", — ამბობენ ისინი.
კვლევის მიხედვით, საარჩევნო პროცესებზე მიზანმიმართულად დამაზიანებელი ეფექტი არაოფიციალურად, ხშირად კი ანონიმურად წარმოებულმა კამპანიებმა იქონიეს.
"სამწუხაროდ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინაასაარჩევნო კამპანია ძირითადად მადისკრედიტებელი განცხადებებით იყო გაჯერებული. აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებდა სოციალურ ქსელში წარმოებული არაოფიციალური კამპანია, რომელიც მანიპულირებული მასალებით ოპონენტების დაზიანებას, ამომრჩეველთა დაბნევასა და დეზორგანიზებას ემსახურებოდა", — ნათქვამია განცხადებაში.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ანონიმური დისკრედიტაციის კამპანია სოციალურ მედიაში სხვადასხვა ტაქტიკით წარიმართებოდა, ამ მხრივ კი განსაკუთრებული ორგანიზება და დამაზიანებელი ეფექტის მქონე გზავნილები ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებში ვლინდებოდა, ასევე, გამოიყენებოდა ღია დისკრედიტაცია ცრუ მედიის, ცრუ მხარდაჭერისა და ცრუ დისკრედიტაციის ტაქტიკები, რაც სხვადასხვა აღქმის მქონე სოციალური მედიის მომხმარებლის დაბნევასა და მოტყუებას ისახავდა მიზნად.
"საგულისხმოა, რომ ანონიმური დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნეები, ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების პარალელურად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები, მათი მენეჯერები და ცალკეული ჟურნალისტები იყვნენ. ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმართული ნეგატიური შინაარსის კამპანია სოციალურ მედიაში თავისი მასშტაბით, სიმძაფრითა და ნეგატიური ხასიათით უპრეცედენტო იყო წინა არჩევნებთან შედარებით. ცალკეულ შემთხვევებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის საწინააღმდეგო პოსტებიც გამოქვეყნდა.
წინასაარჩევნო პერიოდში (განსაკუთრებით – არჩევნების მეორე ტურის დროს) გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტრადიციული მედიის სახელით ვრცელდებოდა გაყალბებული ციტატები. მათთვის მეტი დამაჯერებლობის მინიჭებისა და მკითხველის შეცდენის/მოტყუების მიზნით გამოყენებული იყო ტრადიციული მედიასაშუალებების ლოგოები და ვიზუალი. წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რეგიონული მედიის სახელით მოქმედი და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ან ოპონენტების მადისკრედიტებელი 11 ფეისბუქგვერდი", — ამბობენ ისინი.
მათივე განცხადებით, მუდმივი თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობებს კოორდინირებულად მოქმედ გვერდებზე პერმანენტული ხასიათი ჰქონდა.
"მუდმივი თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობებს კოორდინირებულად მოქმედ გვერდებზე პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. აღნიშნულ გვერდებზე კომენტარების ორგანიზებისთვის ყალბი ანგარიშები გამოიყენებოდა. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ყალბი ანგარიშით მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადანაშაულა პლატფორმა "სამოქალაქო საარჩევნო კომისია" დეზინფორმაციის გავრცელებაში (კომისია მოძრაობა "სირცხვილიას" და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის მიერაა დაფუძნებული).
არაოფიციალურად მიმდინარე დისკრედიტაციული პოსტების ნაწილი სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსისაც იყო. ამგვარი გზავნილები როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებში შეინიშნებოდა", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, 2021 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებული იყო, ეს კი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ ტელევიზიას ასახელებს.
"პოლიტიკური გავლენა მედიის დღის წესრიგზე ზრდის პოლარიზაციის ხარისხს და ხელს უ შლის ჯანსაღ დებატებს. ამასთანავე, პოლარიზებულ გარემოში აგრესიული განწყობებისა და ფიზიკური ძალადობის სამიზნე, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ჟურნალისტებიც ხდებიან. მედია, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, წლების განმავლობაში განიცდის შეტევებს როგორც ციფრულ სივრცეში, ისე მის მიღმაც. ეს კი ინსტიტუტისადმი უნდობლობას ზრდის და პრობლემების პროფესიულ წრეებში განხილვისთვის სივრცეს ავიწროებს.
ამასთანავე, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების მიმართ დაუსჯელობისა და სიძულვილის წახალისების პოლიტიკამ, მედიის წარმომადგენლებზე საჯარო თავდასხმებმა კიდევ უფრო გააძლიერა ექსტრემისტული ჯგუფები და ხელი შეუწყო 5 ივლისის მოვლენებს. ამ დღეს ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გზა გაუხსნა ექსტრემისტ ჯგუფებს ძალადობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, ორგანიზატორები და ყველა დამნაშავე ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემულები. აღნიშნული კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციისა და საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფას, ასევე ხელს უშლის მედიის პროფესიული საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელებას", — ამბობენ ისინი.
კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული დაცულობის ცენტრი მონიტორინგს უწევდა ტელევიზიებს, ონლაინ მედიასა და ფეისბუქის გვერდებს, დაკვირვების შედეგად კი 4 ანგარიში გამოქვეყნდა, მათგან პირველი ორი მეთოდოლოგიის განმარტების გარეშე, მეთოდოლოგიის ახსნა არც ბოლო ორ ანგარიშში იყო წარმოდგენილი, ანგარიშებში პრობლემურია ტერმინთა განმარტებაც.
"ცესკო ორი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, თავის განცხადებაში, ამბობდა, რომ აღრიცხავს კონკრეტული სუბიექტის (პიროვნების, პარტიის, ორგანიზაციის და ა.შ.) მიერ დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს, თუმცა "დეზინფორმაციას" მაინც მედიასაშუალებებს მიაწერდა. შემდგომ ანგარიშებში მითითებულია, რომ ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რაოდენობრივი სტატისტიკა შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ შემთხვევებს, როცა მედიასაშუალებებმა ესა თუ ის ინფორმაცია გაავრცელეს რესპონდენტის გაშუქების ჭრილში. თუმცა, ამ შემთხვევაში მედიასაშუალება ამ რაოდენობრივ სტატისტიკაში მოხვდება არა როგორც მედია სტანდარტის დამრღვევი, არამედ როგორც საშუალება, რომლის გამოყენებითაც ამა თუ იმ სუბიექტმა მოახერხა დამაზიანებელი ინფორმაციის ტირაჟირება. ეს მიდგომა ცესკოს მხრიდან არასწორია", — აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი";
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED;
- ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი — IWPR საქართველო;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).
-
Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ? ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ?
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
-
ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა
გადახედვა
-
რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში? რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში?
გადახედვა
-
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება
გადახედვა
-
მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს
გადახედვა
-
სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია
გადახედვა
-
როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული
გადახედვა
-
ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა
-
TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს
გადახედვა
-
მოსკოვი ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებასა და ე.წ. "საზღვრების დელიმიტაციას" ითხოვს მოსკოვი ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებასა და ე.წ. "საზღვრების დელიმიტაციას" ითხოვს
გადახედვა
-
ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება
გადახედვა
-
მაშველმა ძაღლმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 13 ადამიანი გადაარჩინა მაშველმა ძაღლმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 13 ადამიანი გადაარჩინა
გადახედვა
-
მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს
გადახედვა
-
შსს-მ კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინა — დაკავებულია 4 პირი შსს-მ კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინა — დაკავებულია 4 პირი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
-
EU სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მლნ-ს გამოყოფს EU სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მლნ-ს გამოყოფს
გადახედვა
კომენტარები