ლომჯარია სააკაშვილზე: მაქვს კითხვები, რამდენად იქნება მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილი
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის პირველ სამ სასამართლო სხდომაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ მიმართულებით, სამომავლოდაც ელოდება ხარვეზებს. მისი თქმით, აქვს კითხვები იამზე, თუ რამდენად იქნება ექსპრეზიდენტის სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილი.
"პირველმა სამმა განხილვამ ვერ დაადასტურა და პირიქით, დარღვეული იქნა მის მიმართ სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, მე მაქვს კითხვები, რამდენად იქნება მისთვის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუმცა კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს ახლა პასუხები იმაზე, უნდა მოხდეს თუ არა მისი დროებით გათავისუფლება", — აღნიშნა მან.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზებთან დაკავშირებით მისი ეს "უარყოფითი მოლოდინები" არ გამართლდება. ომბუდსმენის განცხადებით, სამომავლოდაც დააკვირდებიან პროცესებს და საკუთარი პოზიციები ექნებათ. გარდა ამისა, ლომჯარიამ ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია ექსპრეზიდენტი თავის სხდომებს დაესწროს. მისი თქმით, თუ ეს ვერ მოხერხდება ფიზიკურად, მაშინ დისტანციურად მაინც.
"ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი სამი პროცესი, სადაც არ მიეცა არცერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა, როგორც მის მიმართ სამართლიანი და საჯარო უფლების დარღვევა. გარემოებები, რაც წარმოადგინა იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა არ იყო იმის სამართლებრივი გამართლება, რის გამოც, მას უარი უთხრეს, დასწრებოდა სასამართლო პროცესებს", — ამბობს ის.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიყვანაზე უარი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა.
ჯერ კიდევ 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მათი რეკომენდაცია იყო სასამართლო სხდომა ციხეში ჩატარებულიყო, რასაც ადვოკატები და თავად სააკაშვილი არ ეთანხმებოდნენ. 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მოსთხოვა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სხდომაზე მიეყვანათ, თუმცა უშედეგოდ — 10 ნოემბერს სააკაშვილის პროცესი მის გარეშე გაიმართა.
უარის მიზეზი უწყებამ იმით განმარტა, რომ ესკორტირებისას, შესაძლოა, მოხდეს "დესტრუქციული ხასიათის ქმედება". მათივე მტკიცებით, ვინაიდან სააკაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობის არსებითი ნაწილი, პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენდა დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.
მომდევნო სხდომაზე, 15 ნოემბერს სააკაშვილი ისევ არ მიიყვანეს და მიზეზებიც იგივე დაასახელეს. 16 ნოემბერს ომბუდსმენმა მოითხოვა, რომ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლება მისცენ, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა და ექსპრეზიდენტი არც იმ დღეს გამართულ სხდომაზე მიუყვანიათ.
- კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესებზე — პრაისი
- DRI-ის განცხადებით, სასამართლო სხდომებზე სააკაშვილის არდაშვება უკანონოა და უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს
- IDFI-ის შეფასებით, სააკაშვილის საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები