IDFI-ის შეფასებით, სააკაშვილის საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს. ორგანიზაციის განცხადებით შემაშფოთებელია, რომ მოსამართლეები თავს არიდებენ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილების საფუძვლების გამოკვლევას მაშინ, როცა უწყება უარს ამბობს სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე და პატიმრის ბადრაგირებაზე, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
"იქნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დასახელებულ საფრთხეებს ეპყრობა, როგორც საყოველთაოდ დადასტურებულ ფაქტებს, რომლებიც დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებენ. ამ პირობებში, სასამართლო კარგავს თავის კონსტიტუციურ ფუნქციას და ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება სრულად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ხდება დამოკიდებული", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის განმარტებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს, რამდენად საფუძვლიანი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ მისთვის მიწოდებულ წერილში წარდგენილი გარემოებები, და მხოლოდ ამის შემდგომ გადაეწყვიტოს სხდომის გაგრძელების გადადებისა თუ სხდომის სასამართლოს დარბაზის მიღმა ჩატარების საკითხი.
"სწორედ სასამართლოს ვალდებულებაა, სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტებს, რამაც ბრალდებულის სასამართლოს სხდომაზე წარმოუდგენლობა განაპირობა და, ამგვარი შეფასების შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მაგალითად, თუ დაადგენს, რომ ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს საქმის განხილვა ბრალდებულის დასწრების გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად ედება პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას და დააყენოს შესაბამისი შედეგი. ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე დატოვება, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის არამართლზომიერების პირდაპირი მიმანიშნებელია", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, IDFI-ში განმარტავენ, რომ ტრანსპორტირების ხელშეშლის საფრთხეს პენიტენციური სუს-ის განცხადებაზე დაყრდნობით ასაბუთებს და გარდა საჯაროდ ისედაც ხელმისაწვდომი ინფორმაციისა, უწყებას რისკის რეალურობის დამადასტურებელ არცერთ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. ამიტომ ორგანიზაციის შეფასებით, პენიტენციური სამსახური აბსტრაქტულ და ბუნდოვან გარემოებებზე მითითებებით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ამბობს სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარს.
"შესაფასებელია როგორც ამ საფრთხის რეალურობა, ასევე რატომ არ უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახური ბადრაგირებას სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებით (როგორც ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N149 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი). ან, თუ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მყისიერი რისკი, რატომ არ მიეწოდება სასამართლოს შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებები", — აცხადებენ IDFI-ში.
ორგანიზაცია მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება სასამართლოს პროცესებზე, ასევე, მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას სათანადოდ გამოიკვლიოს სააკაშვილის სასამართლოში წარუდგენლობის საფუძვლები, შეაფასოს ბრალდებულის უფლების შეზღუდვის მართლზომიერება და მიიღოს ზომები ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.
მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში სასამართლოში მიყვანაზე უარი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა. უწყებამ მიზეზად სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
კომენტარები