გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც On.ge-ს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, ციხის თანამშრომლები, ისევე, როგორც დირექტორი ინტენსიურად იტესტებიან და მას შემდეგ რაც მას ვირუსი დაუდასტურდა, დაწესებულებაში აღარ შესულა.
"კონკრეტულად ის იტესტებოდა ყოველი შესვლის წინ. არცერთ ეტაპზე მას ვირუსი არ დადასტურებია, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გასული იყო სამოქალაქო კლინიკაში გარკვეული მანიპულაციისთვის და იქიდან დაბრუნებისას, სანამ შევიდოდა ამ დაწესებულებაში გაიკეთა საკონტროლო ტესტირება და დადგინდა მისი დადებითი შედეგი. შესაბამისად, დაწესებულებაში აღარ შესულა", — აცხადებენ პრესსამსახურში.
ინფორმაცია მისი შესაძლო ინფიცირების შესახებ მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა როგორც სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, ციხეში მას უთხრეს, რომ დირექტორს ვირუსი არ ჰქონდა და დაწესებულებაში ცხვირის ოპერაციის გამო არ იმყოფებოდა.
14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც იმავე დაწესებულებაშია, სადაც მიხეილ სააკაშვილი, კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზი იზოლირებული იყო სხვა პატიმრებისა და მნახველებისგან და სავარაუდოა, რომ ვირუსი ციხის თანამშრომელმა გადადო.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსი, შესაძლოა, ციხის დირექტორს ჰქონდეს და დაწესებულება "წითელ ზონად" გამოცხადდეს. სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ ფონზე ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში დატოვება გაცილებით უფრო საშიში იყო და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან დირექტორს მასთან შეხება ჰქონდა.
პენიტენციურმა სამსახურმა პასუხად გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ციხე წითელ ზონად არ გამოცხადებულა. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მომსახურე პერსონალს სააკაშვილთან შეხება არ ჰქონია და სხვა პატიმრებს არ აქვთ კორონავირუსის სიმპტომები.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები