პოლიტიკურ ლოზუნგებს მიღმა: უკეთესი პოლიტიკა უკეთეს ანალიზს მოითხოვს
მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა ISET Economist-ის ბლოგზე..
ჩვენს ქვეყანაში შრომის ბაზარი მუდამ მწვავე საკითხია და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ცხარდება დებატები ამ თემაზე. პოლიტიკოსებს ხშირად მოჰყავთ მაგალითად შრომის ბაზრის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, როდესაც სურთ, ხაზი გაუსვან მმართველი პარტიის შეცდომებს და/ან ინერტულობას. ქულების მოსაპოვებლად პოლიტიკოსები მეორე მეთოდსაც ხშირად მიმართავენ: ამომრჩევლებს სამუშაო ადგილების ზრდას ჰპირდებიან. ასეა თუ ისე, პარტიები მუდამ იძლევიან დაპირებებს, ამომრჩევლებს კი მუდამ სჯერათ ამ დაპირებების (არარეალისტური დაპირებებისაც კი). შრომის ბაზარზე ვითარება კი, ერთი შეხედვით, კვლავ უცვლელი რჩება. ამის მიზეზი კი, ალბათ, ის არის, რომ ამ თემაზე საუბრები ანალიზს არ ემყარება, ჯეროვანი ანალიზის გარეშე კი შეუძლებელია ეფექტური პოლიტიკის შემუშავება.
მაგალითისთვის, შევხედოთ ყველაზე ხშირად ნახსენები მაჩვენებლის – უმუშევრობის დონის ევოლუციას. უმუშევრობის დონე ზომავს აქტიურ სამუშაო ძალაში იმ ადამიანების წილს, რომლებიც დაუსაქმებლები არიან, მაგრამ ეძებენ სამსახურს. საქართველოში უმუშევრობის დონე ორციფრიანი მაჩვენებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ გამოიარა სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდები და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებებიც. ქვემოთ ნახაზი 1 გვიჩვენებს, რომ უმუშევრობა არ რეაგირებს ეკონომიკურ ზრდაზე, შრომის კოდექსში შეტანილ, სახელმწიფო ადმინისტრაციაში განხორციელებულ თუ შრომითი ბაზრის პოლიტიკაში გატარებულ ცვლილებებზე. 2008 წელს რუსეთთან ომის და თანმდევი ფინანსური კრიზისის შედეგად, უმუშევრობა გაიზარდა, თუმცა საბოლოოდ ის 1998 წლის დონეს დაუბრუნდა.
გრაფიკი 1: უმუშევრობა და მშპ (1998-2015 წწ.)
უმუშევრობის დონის აგრეგირებული შედეგები არ აჩვენებს, რა ხდება მიკრო დონეზე და მხოლოდ ნაწილობრივ სურათს იძლევა. იგივე უმუშევრობის დონე, შესაძლოა, განპირობებული იყოს შრომის ბაზრის სრულიად განსხვავებული დინამიკით. მაგალითად, ორციფრიანი უმუშევრობა ნაკლებად პრობლემურია, თუ დიდია ალბათობა, რომ ადამიანი უმუშევრობას 6 თვეზე ნაკლებ დროში დააღწევს თავს, თუ ამის ალბათობა დაბალია, ტენდენცია პრობლემური ხდება. უმუშევრობასთან გამკლავების პოლიტიკა გარემოებების მიხედვით უნდა შეიცვალოს.
ასეთი დინამიკის კარგად შესასწავლად საჭიროა, მიკრო დონეზე გაანალიზდეს შრომითი ბაზრის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა. ამ მიზნით, ჩვენ დავაკვირდით ქართული შრომის ბაზრის ცვლილებებს ორ, ერთმანეთისგან ათი წლით დაშორებულ პერიოდში: 2004-2005 და 2014-2015 წლებში. დავაკვირდით ცვლილებებს, რომლებსაც ბაზარი განიცდიდა ყოველი წლის პირველ და მეოთხე კვარტალში და კვლევაში გამოვიყენეთ საქსტატის მიერ ჩატარებული „ქართული შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკითხვის“ ინდივიდუალური მონაცემები. შემდეგ შევაჯამეთ 2004-2005 და 2014-2015 წლების დაკვირვებები, რათა გაგვეზარდა დაკვირვებების ჯამური რაოდენობა.
გადასვლის მატრიცა (transition matrix) გვიჩვენებს იმ ადამიანების წილს, რომლებმაც შერჩეულ პერიოდებში (პირველ და მეოთხე კვარტალს შორის) შეიცვალეს სტატუსი შრომით ბაზარზე; რამდენად სავარაუდო იყო, რომ მათი არსებული სტატუსი შეიცვლებოდა იმ სტატუსით, რაც მათ მიიღეს, იმ შემთხვევებში, სადაც ეს ცვლილება დაფიქსირდა. ჩვენ ამ წილს გადასვლის ალბათობას ვუწოდებთ. ცხრილში 1 მოცემული რიცხვები გვიჩვენებს 2004-2005 და 2014-2015 წლებში გადასვლის ალბათობას სამუშაო ბაზრის შემდეგ კატეგორიებს შორის: დაქირავებული შრომა, თვითდასაქმება, გარდა სოფლის მეურნეობის დარგისა, თვითდასაქმება სოფლის მეურნეობაში, უმუშევრობა და ეკონომიკური არააქტიურობა სამუშაო ძალის გარეთ გასვლა).
მატრიცები შემდეგნაირად იკითხება: თითოეულ უჯრაში მოცემული რიცხვი აღნიშნავს იმ ადამიანების წილს, რომელთაც შესაბამის სტრიქონში მითითებული სტატუსი ჰქონდათ პირველ კვარტალში და რომელთაც მეოთხე კვარტალში ჰქონდათ შესაბამის სვეტში მითითებული სტატუსი. მაგალითად, პირველი მატრიცის (2004-2005) ზედა მარცხენა კუთხეში რიცხვი 0.85 აღნიშნავს, რომ პირველ კვარტალში დაქირავებულის სტატუსის მქონე ადამიანების 85% კვლავ დაქირავებული მშრომელები იყვნენ წლის ბოლოს. იმავე სტრიქონის მეორე მნიშვნელობა – 0.05 აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების 5% გახდა თვითდასაქმებული და ა.შ. იმ ადამიანები წილი, რომლებმაც საწყისი სტატუსი შეინარჩუნეს შრომის ბაზარზე, მოცემულია მატრიცის დიაგონალზე (ნაცრისფერ ფონზე დატანილი მუქი რიცხვები).
ცხრილი 1: გადასვლის ალბათობა I და IV კვარტლებს შორის 2004-2005 და 2014-2015 წლებისთვის
პირველი დაკვირვება ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები ერთვებიან შრომის ბაზარში, უფრო დიდია მათი ბაზარზე დარჩენის ალბათობა, ვიდრე ბაზრიდან გასვლისა. ცვლილების ალბათობა ყოველთვის მეტია დიაგონალზე, ვიდრე დიაგონალს გარეთ, ყველა საწყისი მდგომარეობისთვის.
მეორე დაკვირვება ასეთია: ყველა საწყისი მდგომარეობისთვის, დარჩენის ალბათობა იზრდება ბოლო 10 წლის განმავლობაში.
თუმცა, გარდა ამ დაკვირვებებისა, ვლინდება, რომ შრომის ბაზრის სხვადასხვა მდგომარეობა საკმაოდ განსხვავებული თვისებებით ხასიათდება.
დაქირავებულ შრომაში დარჩენის ალბათობის ზრდა, მაგალითად, დაკომპენსირდა სოფლის მეურნეობის გარეთ თვითდასაქმებაში გადანაცვლების დაბალი ალბათობით.
შემცირდა სოფლის მეურნეობის გარეთ თვითდასაქმების სტატუსის მქონე ადამიანების შრომის ბაზრის სხვა სეგმენტებში გადასვლის ალბათობა გარდა უმუშევრობისა. უმუშევრობაში გადასვლის ალბათობა უცვლელია.
კატეგორიაში თვითდასაქმებული სოფლის მეურნეობაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა იმ ადამიანების წილის შემცირება, რომლებიც გადიან შრომის ბაზრდიან. სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული ცალკე კატეგორიაა, რომლის საშუალო ასაკი საკმაოდ მაღალია (2014-2015 წლიან პერიოდში – 53 წელი. გაცილებით მაღალი ვიდრე ნებისმიერ სხვა კატეგორიაში. იხ. ცხრილი 2) და დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო იზრდება. ISET economist-ის სხვა ბლოგში აღვნიშნეთ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ნელი განვითარება და მიწების დანაწევრება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ასაკოვან (ან შუა ხნის) მიწათმფლობელებს არც თუ მიმზიდველი პერსპექტივები აქვთ შრომის ბაზარზე, ასევე, მათ არც მიწის გადაცემა სურთ უფრო მეწარმულ მიწათმფლობელებზე. სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებიდან სხვა მდგომარეობაში გადასულთა წილის შემცირება სავსებით თავსებადია ამ დაკვირვებასათან.
ცხრილი 2: საშუალო ასაკი შრომის ბაზრის მდგომარეობის მიხედვით: 2004-2005 და 2014-2015 წწ.
წლების განმავლობაში, ყველაზე მობილურია უმუშევრების ჯგუფი. მათთვის დამახასიათებელია დაქირავებულ თანამშრომლად ქცევის გაზრდილი და შრომის ბაზრიდან გასვლისა თუ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების დაბალი ალბათობა. ეს იმედისმომცემი ტენდენციაა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია იმ ადამიანების წილი, რომლებიც დასაქმებულიდან არააქტიურ მდგომარეობაში გადადიან (14%). ეს ტენდენცია მიგვანიშნებს, რომ ბევრი დაუსაქმებელი გარკვეული დროს შემდეგ შეწყვეტს სამსახურის ძიებას.
დაბოლოს, ეკონომიკურად არააქტიურთა პერსპექტივები შრომის ბაზარზე დიდწილად უცვლელია. ნაკლებსავარაუდოა, რომ შრომის ბაზრიდან ერთხელ უკვე გასულმა ადამიანებმა დაქირავებულ შრომაში გადაინაცვლონ. ასევე, ეს ერთადერთი კატეგორიაა, სადაც დაქირავებულ დასაქმებაში გადასვლის ალბათობა წლების განმავლობაში არ გაზრდილა.
მიკრო მონაცემების ამ მცირე ანალიზითაც კი ბევრად მეტი შევიტყვეთ ქართულ შრომის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე თითქმის უცვლელია, შრომის ბაზრის მდგომარეობებს შორის ანგარიშგასაწევი მობილობაა, ბოლო პერიოდში იზრდება დაქირავებულ შრომაში გადასვლა და სოფლის მეურნეობის გარეთ თვითდასაქმება (რომელიც მოიცავს ყველაზე „მეწარმულ“ და „ინოვაციურ“ თვითდასაქმებულებს). ჯამში, ამით დასტურდება დასაქმების შესაძლებლობების ზრდა, რაც თავსებადია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ გაერთიანებულ მონაცემებთან (რომელთა მიხედვითაც იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა). რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ყურადსაღებია გრძელვადიანად უმუშევართა (ადამიანები, რომლებიც უმუშევრად არიან 6 თვეზე ხანგრძლივად) წილის ზრდა. გრძელვადიანი უმუშევრობა განსაკუთრებით დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც საკუთრივ უმუშევრისათვის – დროთა განმავლობაში მცირდება ადამიანური კაპიტალი, ასევე, უარესდება ადამიანის პერსპექტივები შრომის ბაზარზე – ისე საზოგადოებისთვის, რადგან პოტენციური რესურსი ღირებულებას კარგავს. და ეს დანახარჯი განსაკუთრებით დიდია იმ შემთხვევაში, როდესაც უმუშევარი საბოლოოდ ტოვებს შრომის ბაზარს.
რა კავშირშია ეს ყველაფერი სტატიის დასაწყისში განვითარებულ მსჯელობასთან? ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც აუმჯობესებს შრომის ბაზრის შედეგებს, საჭიროებს შრომის ბაზარში აქტიური მონაწილეობის მსურველი ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევების გამოვლენას. ამისათვის, თავის მხრივ, საჭიროა, ხელი მიგვიწვდებოდეს უფრო მეტ და უკეთეს მონაცემზე, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. მაგალითად, დღეს შინამეურნეობათა ინტეგრირებული კვლევა ოთხ კვარტალზე მეტად არ აკვირდება პირებს. შედეგად, შეუძლებელია შრომის ბაზრის ისტორიის აღდგენა და შრომის ბაზრის სამომავლო შედეგებზე მისი გავლენის შეფასება. საკმაოდ შეზღუდულიაშრომის ბაზრის კვლევაც, ამასთან, ის არ აგროვებს ინფორმაციას პირების მნიშვნელოვან მახასიათებლებზე (მაგალითად, პიროვნულ თვისებებზე), რომლებიც არსებითად განაპირობებენ შრომით ბაზრის შედეგებს.
საქართველოს შრომის ბაზრის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ამ წერტილიდან უნდა დაიწყოს, შესაბამისი მონაცემების შეგროვება და ანალიზი საქსტატისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. მხოლოდ ამ საკითხის მოგვარების შემდეგ შეიძენს აზრს პოლიტიკური დისკუსიები შრომითი ბაზრის გამოწვევებზე.
ავტორები: მაკა ჭითანავა; ნორბერტო პინატი.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა



კომენტარები