NGO-ებმა სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს მიმართეს
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს მიმართა. არასამთავროებოები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული მონიტორინგის ორგანოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი ესპრეზიდენტის მიმართ მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
"უკანასკნელ ხანებში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ვხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილველები. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოიხატება მისი, როგორც მოშიმშილე პატიმრის და პაციენტის უფლებების უხეშ დარღვევაში, რაც შესაძლოა შეფასდეს, როგორც პატიმრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა", — ნათქვამია არასამთავრობოების მიმართვაში.
NGO-ები მიმართვაში აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო სააკაშვილისთვის წარმოადგენს საფრთხეს, როგორც ფიზიკური უსაფრთხოების, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის თვალსაზრისითაც. მიმართვაში ნათქვამია, რომ მე-18 დაწესებულებაში მიუხედავად სააკაშვილის უარისა და ძალის გამოყენებით, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის პრინციპების სრული იგნორირებით გადაიყვანეს.
"#18 დაწესებულება მდებარეობს #8 დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელში გათავსებული პატიმრების დიდი ნაწილი კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარია, ხოლო სააკაშვილის მმართველობა ასოცირდება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლასთან, რაც თავისთავად მაქსიმალურად ზრდის მასზე ფიზიკური ზემოქმედების რისკს სხვა პატიმრების მხრიდან", — წერენ NGO-ები.
არასამთავრობოები ასევე საუბრობენ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე და ხაზს უსვამენ, პენიტენციურის გავრცელებულ კადრებს.
"პატიმარ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნაწილია მაღალი თანამდებობის პირების და საჯარო უწყებების არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი პროვოცირებისკენ, უარი ეთქვა სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული, სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებების მიღებაზე და სრულ შიმშილობაზე გადასულიყო", — ვკითხულობთ მიმართავში.
მიმართვას ხელს აწერენ არასამთავრობოები:
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი IDSD;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI;
- ცენტრი ემპათია;
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის RIVG;
- საზოგადოება და ბანკები;
- ციხის საერთაშორისო რეფორმა PRI;
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI;
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI;
- უფლებები საქართველო Rights Georgia;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი GMC;
- მედიის განვითარების ფონდი MDF;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED;
- ღია საზოგადოების ფონდი OSGF;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC;
- საფარი;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- ჭავჭავაძის ცენტრი.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც Facebook-ზე ვიდეო გამოაქბვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. მან შიმშილობა დაკავების დღიდან დაიწყო.
ხოლო გუშინ გუშინ, 11 ნოემბერს თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა, თუ სამოქალაქო კლინიკასი გადაიყვანდნენ.
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
კომენტარები