ევრობასკეტის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება! კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
სერბი სპეციალისტის, ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თავდაჯერებულობას იბრუნებს და ევრობასკეტის საგზურისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის: საკვალიფიკაციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრაში წინა ტურის მსგავსად ფინეთის ნაკრები 15-ქულიანი უპირატესობით 81-64 დავამარცხეთ.
ფინეთში გამართული თამაშისგან განსხვავებით, რომელშიც 7-ქულიანი უპირატესობით გავიმარჯვეთ (83-90), თბილისური მატჩი უფრო ნაკლებ სანერვიულო გამოდგა ჩვენთვის. მატჩის გადამწყვეტ მონაკვეთში საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ და მივიყვანეთ კიდეც გამარჯვებამდე — გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე ნახევარი, როცა ფინელებმა ჯამში სულ 24 ქულა მოიპოვეს, კი ჩვენ საპასუხოდ- 43.
ჯიკიჩმა ხუთეული არ გამოცვალა და იმავე კალათბურთელებს დაეყრდნო: კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. აშკარაა, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში ეს ხუთი მოთამაშე კარგად აბალანსებს ერთმანეთს შეტევასა და დაცვაში. ქულების უმეტესობა ნაკრების კაპიტანსა და ლიდერზე, თორნიკე შენგელიაზე და ახალ ნატურალიზებულ მოთამაშეზე, კამარ ბოლდუინზე მოდის. ლიდერები კარგები არიან დაცვაშიც და მათი გამორჩეულობა და ლიდერული თვისებები თითოეულ ეპიზოდში იგრძნობა და რაც საუკეთესოდ გამოისახება სტატისტიკაშიც:
კამარ ბოლდუინი — 37 წუთი; 22 ქულა; 9 მოხსნა; 6 პასი; 3 ჩაჭრა.
თორნიკე შენგელია — 35 წუთი; 25 ქულა; 4 მოხსნა; 6 პასი.
გამოსარჩევი იყო დუდა სანაძისა (12 ქულა) და გიორგი შერმადინის (5 ქულა, 4 მოხსნა) თამაში, რომელთაც კარგი დახმარება გაუწიეს ლიდერებს როგორც დაცვაში, ისე - შეტევაში. სკამიდან კარგად ერთვებოდა ბექა ბურჯანაძეც, რომლის სტატისტიკური მონაგარი ცოტ-ცოტა ყველა ასპექტს აერთიანებს და მის მრავალმხრივობაზე მიუთითებს - 23 წუთი, 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მიმდინარეობას, ფინელებთან პირველი შეხვედრის მსგავსად, თბილისშიც მძიმედ დავიწყეთ და პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში მდევრის როლში გვიწევდა თამაში. მართალია, ახლოს ვიყავით ქულათა სხვაობით, თუმცა მაინც ვერ ვახერხებდით გარდატეხის შეტანას, ტაიმიც 2 ქულით 38-40 დავთმეთ. დიდი შესვენების მერე კი ყველაფერი ერთიანად გამოსწორდა, გააქტიურდნენ თოკო და კამარი, რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. მესამე მეოთხედში ბოლდუინმა საგრძნობლად აკრიფა ქულები, მეოთხე მეოთხედში კი თოკომოტივი კვლავ ლიდერად მოგვევლინა.
ჩვენი ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში ერთპიროვნულმა ლიდერმა სერბეთმა დანია გაანადგურა ანგარიშით 98-51. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები მეოთხე ტურის შემდეგ ორი მოგებით მეორე ადგილზე გადავიდა, თითო-თითო გამარჯვებით მესამე-მეოთხე ადგილებზე ფინეთი და დანია არიან. მართალია, ჩვენ საგრძნობლად გავიუმჯობესეთ სატურნირო მდგომარეობა, თუმცა ბრძოლა გრძელდება და ყველაფერი წინ არის.
მომდევნო სანაკრებო პაუზის დროს, 2025 წლის 21 თებერვალს საქართველო თბილისში დანიის ნაკრებს უმასპინძლებს. პარალელურად ითამაშებენ სერბეთისა და ფინეთის ნაკრებები. 24 თებერვალს კი იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა სერბეთთან გასვლაზე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და საკუთარ თავებზე ვიყოთ დამოკიდებული — საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აუცილებლად ითამაშებს ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე!
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები