ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

26 Nov. 2024, 20:42

მე ძალიან დიდი სიტყვა მქონდა მომზადებული არა ერთი დარღვევის შესახებ მოქალაქეები ფუნდამენტური უფლებებისა, მაგრამ მოდით, გამოვტოვოთ ეს ყველაფერი. ჩვენთვის მოსალოდნელზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც მივიღეთ — ერთობლივი რეზოლუცია, სადაც გავაერთიანებ ჩემს შენიშვნებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ამ არჩევნებს უწოდა რუსეთის სპეცოპერაცია, ახალი ტიპის ჰიბრიდული ომი და რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის ახლებური გზა. მან მთავრობას არჩევნების ხელახალი ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც ჩვენი გადმოსახედიდან არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მოგვარდეს კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისი ჩვენს სამშობლოში. ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო არც ერთი საერთაშორისო თუ შიდა დამკვირვებელი არ უწოდებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ თუ სამართლიანს. სწორედ ამიტომ, პირველად ჩვენს ისტორიაში არცერთი დიპლომატი არ დაესწრო თვითგამოცხადებული პარლამენტის კრებას. ეს იყო უბრალოდ ადამიანთა დაჯგუფება, რომლებმაც ერთმანეთს უწოდეს პარლამენტის წევრები. ე.წ. პარლამენტის შეკრება მოხდა კონსტიტუციური დებულებების დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია კონსტიტუციურ სასამართლოში, შესაძლოა, გაუქმდეს ეს შედეგები, მიუხედავად ამ ფაქტისა, ქართულმა ოცნებამ შეკრიბა პარლამენტი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისად, ლეგიტიმურობა ამ ადამიანების შეკრებისა, რომლებიც თავიანთ თავს პარლამენტის წევრებს უწოდებენ, უნდა იყოს დაუშვებელი და ეს უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციური წესრიგის მოშლად ქვეყანაში.

ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამი წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.

ოთხმა პარტიამ უარი თქვა პარლამენტის ლეგიტიმაციაზე, რაც არის ქართული ოცნების დელეგიტიმაციისაკენ მიმართული ძალისხმევა, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება. სწორედ ჩვენი ძალის ფარგლებშია და საჭიროებს ჩვენს კონსოლიდირებულ მცდელობას, რომ შევაჩეროთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი რეჟიმი, სანამ კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებენ ქართველებს და მთელ დასავლურ გეოპოლიტიკურ სტრუქტურას.

რისი თქმაც მსურს, არის ის, რომ აუცილებელია, მოხდეს დელეგიტიმაცია ამ რეჟიმის და ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მთავარი მიზანი, არც ერთი ნაბიჯი უკან.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან, ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიულობისა და ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის. სიტუაცია არის ძალიან მძიმე და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ძალიან სწრაფად, პოზიტიურად, რა თქმა უნდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  5. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების…