კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ამერიკელმა კაცმა ექიმებს აუცრელობისთვის მოუბოდიშა
კორონავირუსით დაინფიცირებისა და სტაციონარში გატარებული 28 დღის შემდეგ აშშ-ში მცხოვრები კაცი გამოჯანმრთელდა. ექიმებმა იგი გაწერეს, თუმცა, ყოფილი პაციენტი მალევე უკან, სიეტლის საავადმყოფოში დაბრუნდა ექიმებისთვის მოსაბოდიშებლად.
54 წლის მხატვარს, რიჩარდ სოლისს, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ ფილტვებში სისხლის შედედება დაეწყო. აგვისტოში ჰოსპიტალიზებულმა სოლისმა სამედიცინო ცენტრში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, თითქმის მთელი თვე გაატარა.
უკვე გამოჯანმრთელებულმა მხატვარმა ოქტომბერში საავადმყოფოში დაბრუნება და თავისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობის გადახდასთან ერთად, ბოდიშის მოხდაც გადაწყვიტა.
"იცით, ძალიან ვნანობ, რომ არ ავცრილვარ", — განუცხადა სოლისმა ინტენსიური მკურნალობის განყოფილების ხელმძღვანელს, ექიმ ჯეიმს თაუნს.
"არავინ გადანაშაულებს ან განგსჯის", — უპასუხა თაუნმა, — "უბრალოდ, ყველას გვიხარია, რომ ამ ამბავს ჰყვები. ისიც გვიხარია, რომ უკეთ ხარ".
როცა სოლისმა თავი შეუძლოდ იგრძნო, თავდაპირველად, ეგონა, რომ ეს, უბრალოდ, გაციება იყო, თუმცა, სუნთქვის გაძნელებისა და თავის ტკივილის სიმპტომების გაჩენის შემდეგ მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო.
იგი ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში კოვიდვაქცინაზე გავრცელებული "ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით" დაბნეული იყო — ინფორმაცია, რომელიც ვაქცინებში "ჩიპების" არსებობასა და შეთქმულების სხვა თეორიებზე მიუთითებდა.
ახლა კი, მისი თქმით, მას ეჭვი აღარაფერში ეპარება.
"ვირუსი ნამდვილია, აუცრელობა კი იმდენად დაუცველად გაქცევს, რომ შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნამდე მიხვიდე", — ამბობს სოლისი, — "ეს პირადი გამოცდილებით ვიცი, რადგან აცრილი არ ვყოფილვარ, არ მიმოქმედია, დარწმუნებული არ ვიყავი და ასე ლამის სიცოცხლე დავკარგე".
მისი სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლ ექიმებსა და ექთნებს კი სოლისის კვლავ გამოჩენა ძალიან გაუხარდათ.
"მთელი გულით ვზრუნავდით და ვწუხდით თქვენზე", — უთხრა ერთ-ერთმა ექთანმა, — "ხალხის ამდენად გამოკეთებას ხშირად ვერ ვხედავთ და ახლა ეს ნამდვილად სასიხარულოა. ასე ვგრძნობთ, რომ ყველაფერი ამად ღირდა".
ავადმყოფობისგან სოლისს ახლა ფილტვები აქვს დაზიანებული, თუმცა, ექიმების პროგნოზით, ექვს თვეში იგი გამოკეთების გზას დაადგება. მანამდე კი, მხატვარს აღარ უყოყმანია და ახლა იგი უკვე სრულად ვაქცინირებულია.
საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.
უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე.
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები