შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 30 მარტს ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშრებით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანი 13 საათიდან 18 საათამდე გადაიკეტება.

უწყების განცხადებით, ღონისძიება 16:30 საათზე ჩატარდება და მასში მონაწილე ავტომანქანები საჩვენებელ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ.