უილ სმიტის თქმით, დედის გამო შურის საძიებლად საკუთარი მამის მოკვლაზე ფიქრობდა
ფოტო: Shutterstock
უილ სმიტმა საზოგადოებას მემუარებში, რომელიც მალე გამოიცემა, საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული მონაკვეთების შესახებ მოუთხრო, რომელთა შორის ოჯახში ძალადობა და მამასთან პრობლემებია. მან ის მოვლენები გაიხსენა, რომლებმაც ერთ დროს საკუთარი მამის მოკვლაც კი აფიქრებინა. მემუარებიდან შესაბამისი ნაწყვეტი გამოცემა People-მა მოიპოვა.
უილ სმიტს მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. ის მამას "მოძალადეს" უწოდებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ შვილისადმი საკმაოდ ყურადღებიანი იყო. ამის გამო მამასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა უარყოფითი ემოციები არსად გამქრალა.
"მამაჩემი მოძალადე იყო, თუმცა ნებისმიერ თამაშს, სპექტაკლსა თუ კონცერტს ესწრებოდა. ის ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, თუმცა ჩემი თითოეული ფილმის თითოეულ პრემიერაზე ფხიზელი მოდიოდა", — იხსენებს მსახიობი.
უილ სმიტმა 9 წლის ასაკში თავს გადამხდარი შემთხვევაც გაიხსენა. მისი თქმით, მამამისმა დედამისს თავში ისე ძლიერად ჩაარტყა, რომ დედა დაეცა და სისხლი გადმოაფურთხა. ამ შემთხვევამ მსახიობზე უდიდესი გავლენა მოახდინა და მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყველაზე წარმატებულ მომენტებშიც კი ახსოვდა, რომ იმ დღეს მამას ვერ შეეწინააღმდეგა და დედის დაცვა ვერ შეძლო.
"ის, ვინც უილ სმიტი გგონიათ — უცხოპლანეტელების გამანადგურებელი მთავარი გმირი, წარმატებული კინოვარსკვლავი, ეს უბრალო ფასადია — ფრთხილად დამუშავებული, ჩემი თავის დასაცავად, სამყაროსგან დასამალად, ლაჩარი ადამიანის დასამალად შექმნილი პერსონაჟი", — წერს მსახიობი.
მისი თქმით, წლების განმავლობაში დაგროვებულმა ბრაზმა და შიშმა ერთ საღამოს იხეთქა, როდესაც ეტლში მჯდომი მამა საპირფარეშოსკენ მიჰყავდა. ამ დროს მისი გონება უსიამოვნო ფიქრებმა მოიცვა.
"ერთ ღამეს, როდესაც ეტლში მჯდომი მამაჩემი მისი ოთახიდან საპირფარეშოსკენ მიმყავდა, ჩემში წყვდიადმა შემოაღწია. იმ ორ ოთახს შორის გზა კიბის თავთან გადიოდა. ბავშვობაში საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ერთ დღესაც დედაჩემის გამო შურს ვიძიებდი. მაშინ, როცა საკმარისად დიდი და ძლიერი ვიქნებოდი, მაშინ, როცა ლაჩარი აღარ ვიქნებოდი, მას მოვკლავდი.
კიბის თავთან შევჩერდი. მისი გადაგდება და მარტივად გამოძრომა შემეძლო. მე ხომ უილ სმიტი ვარ. არავინ დაიჯერებს, რომ მამაჩემი ძალით მოვკალი. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ვარ. 911-ში ჩემი ზარი ოსკარის ღირსი იქნება", — იხსენებს უილ სმიტი.
მსახიობის თქმით, წლების განმავლობაში დაგროვებულმა უარყოფითმა ემოციებმა მალევე გაუარა და მამასთან ერთად გზა მშვიდად გააგრძელა.
აღსანიშნავია, რომ უილ სმიტს მამასთან ახლო ურთიერთობა მის გარდაცვალებამდე — 2016 წლამდე ჰქონდა. მსახიობის მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც უილი ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები