"ახლა წავალ ქურდებთან" — ფოთის ბაზრის დირექტორმა ოპოზიციის წარმომადგენელს სცემა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/TV პირველზე
ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორმა, ნოდარ კორსანტიამ ოპოზიციის წარმომადგენელს სცემა და აგინა. მისი თქმით, საქმის გასარჩევად ე.წ. კანონიერ ქურდებთან აპირებს წასვლას.
მანამდე დაპირისპირება იყო მოვაჭრეებსა და დირექტორს შორის. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლენი სწორედ მას შემდეგ მივიდნენ, რაც გარემოვაჭრეებმა კორსანტია ზეწოლაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ბიზნესმენი მათ ადგილზე თევზის გაყიდვის უფლებას არ აძლევს.
"კორსანტია ყველანაირად ავიწროებს აქ ხალხს, ზოგს იქეთ იჭერს, ზოგს პირობითს აძლევს, ზოგს რას და ზოგს რას. მოგვაქციეთ ყურადღება და ამ კაცისგან გაგვათავისუფლეთ, მოაშორეთ ეს კაცი აქედან, ყველას სული ამოგვაძრო, აქ ვალებში ჩაგვაგდო, ყველა გაჭირვების დღეშია. გლეხმა არ იარსებოს? ყველა თავადი უნდა იყოს, ყველას კერძო საკუთრება უნდა ჰქონდეს? არ გვაქვს ჩვენ მილიონები, ჩვენ გვაქვს კაპიკები და კაპიკებზე ვზივართ", — აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე TV პირველთან.
კორსანტია ამბობს, რომ მას "ოჯახში შეუვარდნენ", პოლიცია ვერ ეხმარება, ამიტომ ე.წ. კანონიერ ქურდებთან აპირებს წასვლას.
"ოთხჯერ დავურეკე პატრულს, ახლა პირდაპირ ვაფიქსირებ, ახლა წავალ ქურდებთან და გაარჩევენ საქმეს. აბა მეტი რა ვქნა, პოლიცია ვერ აკეთებს, მერია ვერ აკეთებს, 112 ვერ აკეთებს, ოჯახში შემომივარდა ხალხი და ვის მივმართო აბა", — აცხადებს კორსანტია.
ოპოზიციონერი განცხადებით, კორსანტიას სასამართლოში უჩივლებს. მისივე თქმით, ბიზნესმენს ადგილზე მონოპოლია უნდა.
"მე ვუჩივლებ ბაზრის დირექტორს, სასამართლოში შემოვუტან შეურაცხყოფისთვის და გინების გამო, ეს არის არაკაცი და ჰგონია თავი დიდი კაცი, სინამდვილეში არაფერია არაა. თვითონ თევზი მოიტანა, ამათ არ აყენებს და მონოპოლია უნდა ბაზარზე, მეტი არაფერი", — თქვა მან.
On.ge მომხდარის დეტალებისა და იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები