თაობა Z ან, სხვაგვარად, Gen Z ის თაობაა, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში დაიბადა და გაიზარდა. ამ თაობას, ძირითადად, 1996-დან 2012 წლამდე დაბადებულ ახალგაზრდებს მიაკუთვნებენ. წლები ქვეყნებისა და კულტურების მიხედვით განსხვავდება, თუმცა ის, რაც თაობა Z-ს აერთიანებს, ტექნიკისა და ონლაინ სივრცეების სიყვარულია. ოღონდ, ფეისბუქი არ ხიბლავთ, მათ ინტერაქციისთვის ბევრი სხვა საინტერესო სივრცე აქვთ, მაგალითად — ვიდეოთამაშები, რომლებიც მეგობრებთან დაკავშირებისა და გართობის იდეალურ კომბინაციას წარმოადგენენ.

ამ სტატიაში სწორედ თაობა Z-ის საყვარელ ხუთ თამაშზე ვისაუბრებთ და თან ერთ სასიამოვნო სიახლესაც გაგიმხელთ — თიბისი Z-ს, ბრენდს, რომელიც თაობა Z-ის მხარდასაჭერად შეიქმნა, გეიმერებისთვის მუდმივი შემოთავაზება აქვს — ნებისმიერ გეიმინგ პლატოფორმაზე Z ბარათით გადახდის შემთხვევაში 20%-იან მომენტალურ ქეშბექს მიიღებთ. ქეშბექი ვრცელდება როგორც თამაშის შეძენაზე, ისე თამაშის შიდა აფდეითებზე, იქსთენშენებზე, სქინის შეცვლაზე და მსგავს სხვა ტრანზაქციებზე. ახლა კი ისევ თამაშებს დავუბრუნდეთ.

2020 ვიდეოთამაშებისთვის წარმატებული წელი აღმოჩნდა. პანდემიის დაწყებასთან ერთად მოთამაშეთა რიცხვმა კოლოსალური სისწრაფით დაიწყო ზრდა. კარანტინში მყოფ ახალგაზრდებს გასართობი შემოაკლდათ და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად მათ ახალი გზების ძიება დაიწყეს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ზაფხულში ახალი კონსოლები გამოვიდა. შედეგად, YPulse-ის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, 13-დან 39 წლამდე ადამიანების 46%-მა ახალი მობილური ან კომპიუტერული თამაშით გართობა დაიწყო.

თაობა Z-ის შორის პოპულარობით არაერთი თამაში სარგებლობს, თუმცა დღეს ჩვენ Top 5-ს განვიხილავთ:

1. Dota 2

Dota-ს ჩვენი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. Dota 2 2013 წელს გამოვიდა და მას შემდეგ, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში მყოფთათვის Top თამაშებს შორის შედის და დიდი სიყვარულითაც სარგებლობს.

რჩევა: არასდროს დანებდე, ნუ იქნები ტოქსიკური და დააფასე შენი გუნდელები. Dota გუნდური თამაშია და მარტო ყოველთვის ყველაფერს ვერ შეძლებ.

2. League Of Legends

League Of Legends არის თამაში, რომელმაც მსოფლიოს MOBA ჟანრი შეაყვარა. ის დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ MOBA თამაშად და პოპულარობით ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში სარგებლობს.

რჩევა: დასაწყისისთვის ამოარჩიე შედარებით მარტივი ჩემპიონები და მათი მეშვეობით ცადე თამაშის მექანიკის კარგად შესწავლა. ნუ ისწავლი მხოლოდ ერთ ზოლზე თამაშს, გუნდი ხუთი ადამიანისგან შედგება და შეიძლება support-ობაც ხშირად მოგიწიოს.

3. Call Of Duty

შეიძლება Call Of Duty-ის პირველ ადგილზე ნახვამ ცოტა გაგაკვირვოთ, თუმცა არ გეგონოთ, რომ ახალგაზრდები Call Of Duty Modern Warfare-ს ან ისეთ საკულტო ნაწილს თამაშობენ, რომელიც ძველ თაობაში ნოსტალგიას აღვივებს. Call Of Duty-ს პირველ ადგილზე ყოფნის მიზეზი მისი ახალი ნაწილი — Warzone გახლავთ.

Warzone-ის პოპულარობა მისმა ჟანრმა განაპირობა. იგი Battle Royale-ს მიეკუთვნება და PUBG-ისა და Fortnite-ის კონკურენტია.

რჩევა: იმისათვის, რომ ამ თამაშში წარმატებას მიაღწიო კარგი მიზანი აუცილებელია. ჩვენი რჩევა იქნება, AimLab-ით ივარჯიშო და შენი რეაქცია გააუმჯობესო.

4. Fortnite

Fortnite ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი თამაშია. თაობა Z-ში Call Of Duty-ს შემდეგ ყველაზე მეტი მომხმარებელი სწორედ Fortnite-ს ჰყავს. ისიც Battle Royale თამაშია, თუმცა მის მფლობელს, Epic Games-ს, დიდი გეგმები აქვს. სავარაუდოდ, სამომავლოდ Fortnite სრულად ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლებს და თაობა Z-ს იქ საკუთარი სამყარო ექნება.

რჩევა: იგივე უნდა გირჩიოთ Fortnite-ის შემთხვევაშიც, AimLab-თან ერთად შენი თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

5. Among Us

Tapjoy-ს ინფორმაციით, თაობა Z-ის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული მობაილ გეიმინგში. როგორც სტატისტიკიდან ვიგებთ, ამ თაობის 86% აქტიურად მოიხმარს სმარტფონს, როგორც სათამაშო პლატფორმას. Among Us პირველად სწორედ სმარტფონებზე გამოვიდა და ახალგაზრდებს შორის პოპულარობაც მარტივად მოიპოვა. ეს გუნდური თამაშია და სამაგიდო თამაშ "მაფიას" მოგვაგონებს.

რჩევა: ამ თამაშში შენი მთავარი დავალება მოთამაშეების რიგებში მყოფი მტრის ამოცნობაა. ასე რომ, ლოგიკისა და სტრატეგიული გათვლების მოშველიება აუცილებლად დაგჭირდება.

Among Us სმარტფონებზე 2018 წელს გამოვიდა და თუ აქამდე არ გიცდია, ჩვენი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად გადმოწერო. ის iOS-ზეც ხელმისაწვდომია და Android-ზეც


თუ გსურს თიბისი Z-ის უსასრულო შემოთავაზებებით ისარგებლო, მაშინ გახდი მოსწავლის ან სტუდენტის Z ბარათის მფლობელი ვებსაიტიდან www.TBCZ.ge. Z ბარათის აღება სრულიად უფასოა. ასევე უფასოა მობაილ და ინტერნეტ ბანკი და არ გაქვს წლიური თუ თანხის განაღდების საკომისიო.