ლონდონი თავდასხმის შემდეგ
ფოტო: Reuters
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონის თავდასხმის დროს დაშავებულთა მრავალფეროვან ეთნიკურ წარმომავლობაზე ისაუბრა და ამით ლონდონის მრავალფეროვნებას გაუსვა ხაზი.
ამავე გამოსვლაში მეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტზე თავდამსხმელი ბრიტანეთში დაბადებული მოქალაქეა. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.
ტერეზა მეის ამ განცხადებების მიუხედავად, ნაციონალისტურმა ჯგუფებმა მომხდარში მიგრანტების და ლიბერალები დაადანაშაულეს, რომლებმაც, მათი თქმით, "ისლამისტ ტერორისტებს ხელსაყრელი პირობები შეუქმნეს".
"ტერორისტი მოვიდა ადგილას, რომელიც თავს უყრის ყველა ეროვნების და კულტურის ხალხს"
თავდასხმიდან მოყოლებული, ბრიტანეთის ბეჭდურ და სოციალურ მედიაში ერთმანეთს ორი მთავარი აზრი უპირისპირდება. ერთი ქვეყნის გამაერთიანებელი ნარატივია, მეორე კი მომხდარში უცხოელებს და მიგრანტებს ადანაშაულებს და ევროპაში თავისუფალი გადაადგილების წინააღმდეგია.
"ჰოსპიტალიზებულია ბრიტანეთის 12 მოქალაქე, მათთან ერთად ჰოსპიტალშია მოთავსებული სამი ფრანგი ბავშვი, ორი რუმინელი, ოთხი სამხრეთ კორეელი, ერთი გერმანელი, ირლანდიელი, ჩინელი, იტალიელი, ამერიკელი და ორი ბერძენი დაშავებული", - განაცხადა მეიმ.
"ტერორისტი მოვიდა ადგილას, რომელიც თავს უყრის ყველა ეროვნების და კულტურის ხალხს", დასძინა პრემიერმა.
"ჩვენ ჰუმანურობა გვაერთიანებს",- ასე გამოეხმაურა პრემიერის გამოსვლას ბრიტანეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი.
მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე საუბრის მიუხედავად, ზოგიერთი ოპოზიციონერი მთავრობას აკრიტიკებს. ერთ-ერთი ასეთია ბრექსიტის მხარდამჭერი. პარლამენტარი ნაიჯელ ფარაჯი.
მან ლონდონის თავდასხმა მთავრობის მიერ ახლო-აღმოსავლეთიდან შემოსული მიგრანტების მიღებისთვის გააკრიტიკა.
"ჩვენ საშინელი შეცდომები დავუშვით, რაც 1997 წელს პრემიერად ტონი ბლერის არჩევით დაიწყო, რომელიც ამბობდა, რომ მრავალკულტურული ბრიტანეთის აშენება სურდა", - განაცხადა ფარაჯმა, რომელიც ბრიტანეთს დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილი ლიდერია.
"მრავალფეროვნება თემების დაყოფას განაპირობებს და ეს პრობლემაა. ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ევროპაში მეხუთე კოლონა არსებობს. ვფიქრობ დადგა დრო დამნაშავეები ვამხილოთ. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ პოლიტიკოსებმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც გავლენას იქონიებს მომდევნო 100 წელიწადზე", - დასძინა მან.
ფოტო: AFP
უფრო კრიტიკული იყო კეტი ჰოპკინსი, სატელევიზიო კომენტატორი, რომელმაც ინგლისს "საკუთარი კულტურის დაცვისკენ" მოუწონა.
"ლონდონი სასოწარკვეთილებამდე ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც ტოლერანტული ქალაქი, ლიბერალები თავს ირწმუნებენ, რომ კულტურული მრავალფეროვნება კარგია. სინამდვილეში ამ ქალაქს ეშინია სიმართლის აღიარების, ეშინია იმ საშინელებების აღიარების, რასაც მიგრანტები ჩადიან. კულტურული მრავალფეროვნება არ მუშაობს",- წერს ჰოპკინსი მემარჯვენე ტაბლოიდ გამოცემა დეილი მეილში.
ბრიტანეთის კონტრ-ტერორიზმის უმაღლესი ოფიცრის მარკ როულის თქმით, თავდასხმის შემდეგ მიმდინარე ჩხრეკებმა და რეიდებმა, შესაძლოა, მუსლიმური თემები ააღელვოს. თუმცა, მისივე თქმით, პოლიციელები ყველა ღონეს ხმარობენ მათ დასაცავად. ბირმინგემი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც პოლიციამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა, ქალაქი ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსლიმური ფესტივალისთვის ემზადება.
გუშინ ბირმინგემის მეჩეთის წინამძღვარს ადგილობრივი პოლიცია 50 000 ბუკლეტის დარიგებაში დაეხმარა, სკოლებსა და მაღაზიებში დარიგებული ბუკლეტების მესიჯი იყო - „ტერორიზმი ისლამი არ არის“
„მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ არის თავდამსხმელი, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას არაფერი ამართლებს,“ ამბობს მოჰამედ აფზალი, მეჩეთის წინამძღვარი.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები