კალიფორნიის საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში ტამპონები და საფენები უფასო იქნება
კალიფორნიის შტატში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებმა და კოლეჯებმა მოსწავლეები და სტუდენტები უფასო ჰიგიენური ნივთებით უნდა უზრუნველყონ. კანონს კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი უკვე მოაწერა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ტამპონებზე, საფენებსა და სხვა ჰიგიენურ ნივთებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
"ჩვენი სხეული ყოველთვის წინასწარ არ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ მენსტრუაცია გვექნება, რაც ხშირად იმას ნიშნავს, რომ უნდა შევწყვიტოთ, რასაც ვაკეთებთ და მენსტრუაციას გავუმკლავდეთ. როგორც ტუალეტის ქაღალდი და ქაღალდის ხელსახოცებია ყველა საზოგადოებრივ ტუალეტში ხელმისაწვდომი, ასევე უნდა იყოს ჰიგიენური ნივთებიც", — ამბობს კანონპროექტის ინიციატორი კრისტინა გარსია.
ახალი კანონი 2022-2023 სასწავლო წელს ამოქმედდება და საჯარო სკოლებისა და კოლეჯების გარდა, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც ეხება. კანონპროექტის ავტორები ინიციატივაში ჩართვისკენ კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც მოუწოდებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კალიფორნიის შტატმა ცოტა ხნის წინ ჰიგიენურ ნივთებზე დაწესებული გადასახადებიც გააუქმა, რომლითაც ხაზინაში წელიწადში დაახლოებით $20 მილიონი გროვდებოდა.
"მენსტრუალური სიღარიბე" — ყოველთვიურად საჭირო სანიტარული ნივთებისთვის საჭირო ფინანსების არარსებობა — ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რომელზეც ბოლო პერიოდში ქალთა უფლებადამცველები აქტიურად საუბრობენ: შოტლანდიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველ მეხუთე ქალს ერთხელ მაინც გამოუცდია ეს პრობლემა, რაც მის ჰიგიენაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახა. ამავე ქვეყნის მაგალითზე ქალებს საჭირო ჰიგიენური ნივთების შესაძენად თვეში 13 გირვანქა სტერლინგის დახარჯვა უწევთ (დაახლოებით 60 ლარი), სიცოცხლის განმავლობაში კი ეს ხარჯები ათასობით დოლარს აღწევს.
კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში გოგოების 10%-ს შესაძლებლობა არ აქვს, ამ ხარჯებს გასწვდეს, 15% მხოლოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ ახერხებს მათ შეძენას, 19%-ს კი საფენების ჩანაცვლება სხვა უფრო იაფფასიანი საშუალებებით უწევს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო გახდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები