ტექნოლოგიების სფეროში ფულის ჩადებას მომავალში ინვესტირებასაც შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს არის სფერო, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და მისი ზრდის ტემპები ყოველთვის შესამჩნევად შთამბეჭდავია. Technology Select Sector SPDR Fund-მა, რომელიც ტექნოლოგიური სექტორის აქციებს მოიცავს, ბოლო ერთ წელში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე Russel 1000-ის ინვესტორებმა, სადაც აშშ-ის 1 000 მსხვილი ფირმა შედის.

ამ სექტორის გიგანტებს ყველა ვიცნობთ, თუმცა ინვესტირების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ შეაფასო პერსპექტიული კომპანიის პოტენციალი, დააბანდო ფული და ამ გზით უფრო დიდი მოგება ნახო. აღსანიშნავია, რომ ამ ინდუსტრიას მიეკუთვნებიან როგორც ტექნიკის მწარმოებელი ფირმები, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები.

სწორედ ამიტომ, სტატიაში წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური კომპანიების შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს, რომელთა მიხედვითაც მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით დაინახავთ, თუ სად არის ახლა ფულის ჩადება მოგებიანი და რატომ.

საუკეთესო ღირებულების ტექნოლოგიური აქციები

ფოტო: NordWood Themes / Unsplash

დააკვირდით კომპანიების აქციების ფასებსა და მათ მიერ მიღებულ შემოსავლებს. თუ კომპანიის ფასიანი ქაღალდები იმაზე ნაკლებად ფასობს, ვიდრე მის მიერ მიღებული მოგებაა, ეს ნიშნავს, რომ მალე ამ ფირმის აქციების ფასების ზრდას უნდა ველოდოთ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც კომპანიის მოგება მზარდია, თუმცა ეს პირდაპირ არ აისახება მისი აქციების ფასების ზრდაზე. ეს საუკეთესო საშუალებაა, დრო იხელთო და ისეთ აქციებში დააბანდო ფული, რომელსაც, სხვა თანაბარ პირობებში, ფასიან ქაღალდებზე ფასები გაეზრდება.

ამისთვის საკმარისია კომპანიების აქციების ფასებისა და მათ მიერ მიღებული მოგების თანაფარდობას (price to earnings (P/E) ratio) შევხედოთ და ისინი ზრდის მიხედვით დავალაგოთ. როდესაც P/E განაკვეთი მცირეა, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის შემოსავლები პროპორციულად უფრო მაღალია, ვიდრე ის ფასი, რომელიც მის აქციაზეა დადებული — ეს ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ მსგავსი აქციებით დავინტერესდეთ და მათში ფული ჩავდოთ.

ამ სექტორის საუკეთესო ღირებულების აქციები ბოლო მონაცემების მიხედვით

ფასი ($) საბაზრო კაპ.
(მლრდ $)
1 წლიანი P/E განაკვეთი
CDK Global Inc. 42,35 5,1 5
HP Inc. 27,68 31,9 8,6
Arrow Electronics Inc. 113,23 8,1 10,2
TD SYNNEX 115,29 11,1 11,3
Intel Corp. 54,26 220,1 12,1

სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური აქციები

ფოტო:
Sahand Babali / Unsplash

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომლის საშუალებითაც ინვესტორები სასურველ აქციებს არჩევენ მათი ზრდის ტემპია — თუ კომპანიის აქცია სწრაფად იზრდება, ეს შესაძლებელია იმას ნიშნავდეს, რომ მის მიმართ ამჟამადაც მაღალია და სამომავლოდაც გაიზრდება.

სწრაფად მზარდი კომპანიების გამოსავლენად ორ მაჩვენებელს უნდა მივაქციოთ ყურადღება: შემოსავლის ზრდასა და ერთ აქციაზე მოგების განაკვეთის ზრდის ტემპს. ამისათვის, შეგვიძლია ბოლო კვარტალის მონაცემი გასული წლის შესაბამის პერიოდს შევადაროთ. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რამდენად დიდია ზრდა და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემოსავლების ზრდის მაღალი ტემპები შედარებით დამწყებ კომპანიებს ახასიათებთ — ფირმები, რომლებმაც მღელვარე ტალღები უკვე გადაიარეს და ახლა მწვერვალებზე იმყოფებიან, ზრდის სტაბილური მაჩვენებლებით გამოირჩევიან.

სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების აქციები

ფასი ($) მოგება/აციაზე თანაფარდობის ზრდა (%) შემოსავლის ზრდა (%)
Fidelity National Information Services Inc. 123,73 1 730 17,3
Advanced Micro Devices Inc. 103,88 346,2 99,3
The Trade Desk Inc. 72,58 100 100,9
NVIDIA Corp. 219 276 68,3
Qualcomm Inc. 133,6 139,2 64,7

ტექნოლოგიური აქციები, რომლებსაც იმპულსურობა ახასიათებთ

ფოტო: Luke Chesser / Unsplash

თუ ტექნოლოგიურ სექტორში ფულის დაბანდება გსურს და ეფლის აქციების ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვს, დააკვირდი სხვა კომპანიების იმპულსურობას. აქ ისეთი შემთხვევები იგულისხმება, როდესაც კონკრეტული კომპანიის აქციების ფასი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანად ბაზარი.

ბუნებრივია, კომპანიის აქციების ფასების ზრდას საკუთარი გამომწვევი მიზეზები ექნება. ინვესტორები, რომლებიც მსგავს აქციებში ფულს აბანდებენ, იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტორები სამომავლოდაც იჩენენ თავს და მათ მიერ შეძენილ აქციებს კიდევ უფრო მაღალი ფასი დაედება. აქციების ფასების ზრდა კომპანიების შემოსავლებზეც აისახება და პირიქით — ამის გამო მსგავს აქციები ინვესტორების ყურადღების ცენტრში არიან.

ტექნოლოგიური აქციები, რომლებსაც მაღალი იმპულსურობა ახასიათებთ

ფასი ($) საბაზრო კაპ. (მლრდ $) შემოსავლის ზრდა (%)
Cloudflare Inc. 131,41 42,1 264
Bill.com Holdings Inc. 294,2 28,5 249,8
Fortinet Inc. 299,49 48,9 159,6
HubSpot Inc. 696,68 32,8 157,9
Applied Materials Inc. 140,8 127,1 152

როგორც წესი ყველა ინვესტორის საინვესტიციო გამოცდილება ინდივიდუალურია. თუმცა, არსებობს არაერთი მიდგომა, რომელთა გათვალისწინებითაც ოპტიმალური საინვესტიციო პროდუქტის შერჩევა არის შესაძლებელი. აქ მნიშვნელოვანია მიმდინარე ტენდენციებისთვის თვალ-ყურის დევნება და მათი სათანადო ანალიზი, რათა ყოველთვის ყურადღების ცენტრში გვყავდეს ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით გამოირჩევიან.

ამ სტატიაში იმ მაჩვენებლებისა და მიდგომების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა საშუალებითაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის გამორჩეულ აქციებს გამოვარჩევთ. ბუნებრივია, ამ კომპანიების ჩამონათვალი მუდმივად განახლებადი იქნება და სია იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ღირებულება, ზრდის ტემპი და დინამიკა ექნებათ სხვა კომპანიებს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.