ენმ-ის ქმედებები არის ძალადობრივი ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში — პაპუაშვილი ზუგდიდზე
ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge
ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდის ოლქში განვითარებული მოვნელები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და თანამშრომლებზე ზეწოლაა. პაპუაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს უმკაცრესი რეაგირებისკენ მოუწოდა.
"რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის წევრების ქმედებებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში, ეს არის პირდაპირი ძალადობრივი ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში და ზეწოლა ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ასეთ ფაქტებზე ჰქონდეთ უმკაცრესი რეაგირება, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენი მოქალაქეების მიერ 2 ოქტომბერს გამოხატული ნების დაცულობას", — აცხადებს დეპუტატი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, გადათვლამდე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 2 ხმით ლიდერობდა, გადათვლის შემდეგ კი ქართული ოცნების კანდიდატს 13 ხმა დაემატა.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ წერილობით მიმართა ეუთო ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, კომუნიკაცია იქონიონ ნაციონალურ მოძრაობასთან, რათა მათ შეწყვიტონ "საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები".
დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ანა წითლიძემ On.ge-სთან განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ქართულ ოცნებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მისცა თანხმობა ოლქის გადათვლაზე.
წითლიძე ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ოლქში დალუქული ოთახი გახსნილი იყო და მათი მისვლისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები ბიულეტინებში იქექებოდნენ. ადგილზე მყოფ ოპოზიციონერებს კომისიის თავმჯდომარესთან სურდათ შეხვედრა, თუმცა შეხვედრა არ შედგა, რადგან წითლიძის თქმით, ის ოთახში ჩაიკეტა და მათ კითხვებს არ უპასუხა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნულით პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი დამარცხებულად გამოაცხადეს და ხვალ, 9 ოქტომბერს, ზუგდიდში აქცია დააანონსა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები