ისნის საოლქო კომისიასთან, სადაც ოქმებს განიხილავენ, ხმაურია
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება
ისნის საოლქო კომისიასთან, სადაც საჩივრების ოქმების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. ადგილზე შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ბიულეტენების გადათვლას ითხოვენ.
ისინი მე-16 და 26-ე უბნის ბიულეტენების გადათვლას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენები მეტი რაოდენობითაა და ოქმებში დისბალანსია.
ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატი, ისნის რაიონში, ლანა გალდავა აცხადებს, რომ ისინი მეტობის ბიულეტენებს აპროტესტებენ და მათ მტკიცებულებები აქვთ, თუ როგორ იყრებოდა თითოეულ უბანზე ათობით მეტი ბიულეტენი.
"ვაპროტესტებთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში მეტობის ბიულეტენებს და ეს ბიულეტენები არის თითოეულ უბანზე ათობით. ლაპარაკი აღარ არის უკვე ნაკლებობაზე ბიულეტენების, აქ უკვე საუბარი არის და მტკიცებულებები გვაქვს მოტანილი, როგორ იყრებოდა თითოეულ უბანზე ათობით მეტი ბიულეტენი, რომელიც აბსოლუტურად სხვა შედეგს დადებს. არ არის ამ ოლქში გამარჯვებული მათი კანდიდატი და ამიტომ არიან გაგულისებული. ყველაფერი გააკეთეს პოლიციის, სუს-ის და ამავდროულად ე.წ. კრიმინალური სამყაროს ტანდემით, რომ დამარცხებული კანდიდატი გამოეყვანათ გამარჯვებულ კანდიდატად და ამის მტკიცებულებებსაც ვავრცელებდით მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუქარით, შანტაჟით ხდებოდა გაყალბება", — აცხადებს გალდავა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, გოგა ონიანი ამბობს, რომ ბიულეტენები ხელმოწერებზე ნაკლებია და ამის გადათვლა აუცილებელია.
"ძალიან მარტივი კითხვა არსებობს, როდესაც საჩივარი დაწერილია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიულეტენები არის მეტობით, ანუ დაახლოებით 35 ბიულეტენი არის მეტი და ხელმოწერა არის ნაკლები, როგორ შეიძლება უბრალოდ საღ აზრზე მყოფმა არ გადათვალოს ეს ბიულეტენები და არ გადათვალოს ხელმოწერები. ამის გადათვლაზე თქვეს უარი. ანუ მათივე ოქმებით ბიულეტენები არის მეტი, ვიდრე ხელმოწერები ჟურნალში, ამ დროს, ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ არ იცოდეს იურისპრუდენცია, სულ რომ არ იცოდეს სამართალი, უბრალოდ, ლოგიკა გვკარნახობს, რომ ამ შემთხვევაში უნდა გადაითვალო თავიდან ხელმოწერები, ბიულეტენები და თუ მართლაც აღმოჩნდა მეტობა, მეტობა იმ რაოდენობით, რომელიც ზეგავლენას ახდენს შედეგზე, აუცილებლად უნდა გაბათილდეს ეს უბანი. რომ არ გაბათილებულიყო უბანი, უბრალოდ თქვეს, რომ არ ვხსნით ყუთებს, არ ვხსნით ბიულეტენებს და არ ვაპირებთ გადათვლას", — ამბობს ის.
სხდომას ესწრებოდა, ასევე, პარტია დროას წარმომადგენელი, თაკო კაკაბაძე, რომელიც ამბობდა, რომ წინა შემთხვევაში გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 0-ის ნაცვლად 18 ხმა ჰქონდათ. კაკაბაძე სხდომიდან გააძევეს.
გაიგე მეტი:
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა, ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
კომენტარები