პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოფილ თანაგუნდელსა და კულტურის მინისტრზე კომენტარის გაკეთება არ სურს. გახარიას თქმით, წულუკიანზე საუბრისას სუბიექტური იქნება.

"თეაზე არ გამაკეთებინოთ კომენტარი, სუბიექტური ვიქნები, საყვარელია ძალიან. არ მინდა თეაზე კომენტარის გაკეთება", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ წულუკიანს ბოლო დროს ჰქონდა კრიტიკული განცხადებები გახარიას მიმართ, რაზეც ექსპრემიერმა თქვა, რომ წულუკიანი "კიდევ ბევრს იტყვის".