5 სარგებელი, რომელიც ბაღის ქონას პანდემიის პერიოდში მოაქვს
ფოტო: Uran / Dribbble
კოვიდპანდემიამ ნათლად გვაჩვენა, როგორ აზიანებს პანდემიები ადამიანების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც. მსოფლიოს არაერთ კუთხეში მცხოვრებებს დაავადებასთან ერთად სტრესთან, შფოთვასა და დეპრესიასთან გამკლავებაც უხდებათ; ამ მხრივ კი სიტუაცია განსაკუთრებით მწვავე იმ ადგილებშია, სადაც მკაცრი "ლოქდაუნები" მოქმედებს. ამასთან, ამ პირობებში ადამიანებს უმეტესად სახლში უხდებათ ყოფნა და ფიზიკური აქტივობა მაქსიმალურად შემცირებულია. თუმცა, ბაღის ქონა, როგორც ჩანს, შექმნილი პრობლემებიდან ბევრს ამსუბუქებს.
ჯერ კიდევ პანდემიამდე, მებაღეობა ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნეოდა. ახლა კი, როცა სახლთან მდებარე თუნდაც პატარა სიმწვანე გარემოსთან სიახლოვის ერთადერთი საშუალებაა, კვლევები მოწმობს, რომ ბაღში ყოფნა და ფუსფუსი ადამიანების გუნება-განწყობილებას უკეთესობისკენ ცვლის.
1. შეგიძლიათ, რაღაც აკეთოთ (თანაც, ნებისმიერი რამე!)
ფოტო: CDC / Unsplash
ადამიანები, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ, ფინანსურ დანაკარგთან ერთად, უსაქმობის პრობლემაზეც საუბრობენ. თუმცა, მათ ვისაც ბაღი აქვთ, ან თუნდაც აივანზე მოწყობილი სიმწვანე, ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მათ, ვისაც არ აქვთ. აქტივობა კი ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, მენტალურ კეთილდღეობაზეც სასიკეთოდ აისახება; ამცირებს სიმსივნის, გულის დაავადებისა და დეპრესიის განვითარების რისკებს.
აუცილებელი არაა, მებაღე იყოთ, რომ თქვენი ბაღის მოვლა შეძლოთ. აქ უამრავი რამ არის, რაც შემოქმედებითი პოტენციალის განხორციელებაშიც დაგეხმარებათ. ამასთან, კარანტინის გამო დაკარგული შესაძლებლობების ანაზღაურებაც შეგიძლიათ.
2. არაფრის კეთებაც შეგიძლიათ
ფოტო: Jiemei Lin / Unsplash
გარდა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარებისა, ბაღის ქონა მათთვისაც სასიკეთოა, ვინც სახლიდან მუშაობს. როცა მთელი დღის გატარება შინ გიწევთ, შესვენებისთვის ბაღზე უკეთეს ადგილს ვერ ნახავთ. ეს საუკეთესო სივრცეა კონცენტრაციის მოსაკრებად. ბაღში, უბრალოდ, ჯდომა და ხეებისა და მცენარეების თვალიერებით თვალისთვის წყლის დალევინება კი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
შესვენებისთვის ბაღის მომზადება და ადგილის შერჩევა წინასწარ შეგიძლიათ. უმჯობესია, ისეთ ადგილს თუ აირჩევთ, სადაც სასიამოვნო შეგრძნებები გეუფლებათ — მაგალითად, ყვავილების მახლობლად. მნიშვნელოვანია დასაჯდომი ადგილიც. ადამიანების ნაწილი დასვენებას ჰამაკებსა და საქანელა სკამებში, ზოგჯერ კი, უბრალოდ, ბაღის ძელსკამებზე ამჯობინებს.
ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად ჩამოსხდეთ ჭიქა ჩაისთან ერთად, ღრუბლებს ან უღრუბლო ცას ახედოთ და დანაშაულის შეგრძნების გარეშე განიტვირთოთ, რადგან დასვენება მენტალური გადაღლის თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია.
3. შეგიძლიათ, განმარტოვდეთ
ფოტო: Josh Wilburne / Unsplash
ბაღები იმაშიც გვეხმარება, შფოთვას და გარემომცველ სამყაროს გავექცეთ. განტვირთვისათვისაც იმიტომ არის საუკეთესო საშუალება, რომ ამ ადგილებში ყოველდღიურობისგან გაქცევა შეგვიძლია. მარტო დარჩენის პრობლემა კვლავაც კარანტინმა გაამწვავა, რადგან ოჯახს ხშირად მთელი დღის გატარება ერთად უწევს.
ერთ-ერთი კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისეთი სივრცე სჭირდებათ, სადაც ოჯახის დანარჩენი წევრებისგან განცალკევებას შეძლებენ. ისინი, ვისაც ბაღი არ აქვთ, ამას საძინებელში ან სააბაზანოში გასვლით ახერხებდნენ, თუმცა, სუფთა ჰაერზე, სიმწვანეში დამალვა ბევრად უკეთესია.
ამის გათვალისწინებით, ბაღში შეგიძლიათ პატარა სამალავიც მოაწყოთ, რომელიც სამყაროსგან ცოტა ხნით მოწყვეტაში მაინც დაგეხმარებათ.
4. შეგიძლიათ, სხვებთან ერთადაც განიტვირთოთ
ფოტო: Eugene Kuznetsov / Unsplash
კვლევა მოწმობს, რამდენად ღირებულია სხვებთან ერთად სუფთა ჰაერზე გატარებული დრო. ბაღის გამოყენება სოციალიზაციისთვისაც შეგიძლიათ. აქ შეიძლება ითამაშოთ, მოაწყოთ პატარა პიკნიკი, ესაუბროთ მეზობელს ან მოიწვიოთ მეგობარი სადილად (თუკი ეს უსაფრთხოა).
5. დაბოლოს — შეგიძლიათ, იურთიერთოთ ბუნებასთან
ფოტო: Falaq Lazuardi / Unsplash
ბუნებაში დროის გატარება რომ გუნება-განწყობილების გამოსწორების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამისთვის ალბათ კვლევით დამოწმებაც არ გჭირდებათ. ბიომრავალფეროვან გარემოში ყოფნა, ან, უბრალოდ, ჩიტების ჭიკჭიკისა და წყლის ხმაურისთვის ყურის დაგდება სასიამოვნო შეგრძნებებსაც აღძრავს და ენერგიით გავსებთ. ამის გათვალისწინებით, უმჯობესია, თუკი ბაღი რაც შეიძლება, მეტ ბუნებრივ კომპონენტს მოიცავს: სურნელოვანი ყვავილები, მწერები, ქვები, პატარა გუბურა და პატარა ხის სახლი — ჩიტების მოსაზიდად.
რა თქმა უნდა, ბაღი ყველას არ აქვს, თუმცა, ეს რჩევები მაინც გამოსადეგია მსგავსი სივრცის სახლში მოსაწყობად. სახლის მცენარეებით შუშაბანდში ან სხვაგან სიმწვანის შექმნა სახლს ბუნების ატმოსფეროს შესძენს.
გარდა ამისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ახლომდებარე პარკში ველოსიპედით ან ფეხით გასეირნებასაც იმავე სარგებლის მოტანა შეუძლია.
ადამიანების მენტალური ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოსატანად კი მსოფლიოში ბევრი კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მნიშვნელოვან კამპანიებს აწარმოებს. მაგალითად, Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები