ბრიტნი სპირსის მამა მეურვეობას $2 მილიონის სანაცვლოდ ჩამოშორდება — სასამართლოს დოკუმენტები
ფოტო: Getty Images
ბრიტნი სპირსის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიუხედავად გასულ თვეში გამოთქმული მზადყოფნისა, მომღერლის მამა ჯეიმს სპირსი პროცესს აჭიანურებს და მეურვეობიდან გასვლის პროცესს აფერხებს.
ბრიტნის ახალმა ადვოკატმა, მეთიუ როუზენგარტმა სასამართლოს მოსთხოვა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოაშორონ ჯეიმს სპირსი შვილის მეურვეობის საქმეს, რადგან ის მისგან თანხებს ითვისებს. თავად ჯეიმს სპირსის ადვოკატი კი აცხადებს, რომ იგი მაშინ გადადგება, როცა "ამისთვის შესაფერისი დრო იქნება".
აგვისტოში 69 წლის სპირსმა განაცხადა, რომ შვილის ფინანსების კონტროლზე უარს იტყოდა, საქმეს ჩამოშორდებოდა და ახალ მეურვეს გადააბარებდა. თუმცა, მას მზადყოფნის გამოთქმასთან ერთად ვადები არ დაუკონკრეტებია.
ახლადგასაჯაროებულ სასამართლო დოკუმენტებში ბრიტნის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯეიმს სპირსი მეურვეობიდან ჩამოშორების და ბრიტნისთვის საკუთარ ფინანსებზე კონტროლის დაბრუნების სანაცვლოდ $2 მილიონს ითხოვს. როუზენგარტი ამბობს, რომ ის ამ თანხებს ადვოკატებისთვის და მენეჯერებისთვის გადასახადებით ამართლებს, თუმცა დასძენს, რომ მისი მოთხოვნა გაზვიადებულია:
"ის ფიქრობს, რომ შესაფერისი დრო მაშინ დადგება, როცა "წლის საუკეთესო მამის" ტიტულს მიანიჭებენ, იმისთვის, რომ ასე კარგად ემსახურა თავის შვილს. მან იცის, რომ მისი შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობა ახლა უნდა დატოვოს, თუმცა ფეხს ითრევს იქამდე, სანამ გარანტიები არ ექნება".
ჯეიმს სპირსი ბრიტნი სპირსის ცხოვრებას, კარიერას და ფინანსებს 2008 წლიდან განაგებს, მას შემდეგ რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბრიტნის არ შეეძლო საკუთარ თავზე ეზრუნა. 13 წლის განმავლობაში ბრიტნი მუშაობას განაგრძობდა — ის მართავდა ტურნეებს, უშვებდა კლიპებსა და ალბომებს. მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.
2021 წლის ზაფხულში ბრიტნიმ პირველად მოითხოვა საჯაროდ, რომ მამამისი მისი მეურვეობის საქმეებს ჩამოშორებოდა, რადგან მის სურვილებს გამუდმებით უგულებელყოფდა და უფლებას არ აძლევდა დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა შვილი ან დაესვენა, როცა ამას თავად ისურვებდა. ბრიტნიმ განაცხადა, რომ თავს მონად გრძნობდა და მეურვეობის ფარგლებში მისი უფლებები ილახებოდა.
მომღერალმა ივნისში სასამართლოზე განაცხადა, რომ სურს "საკუთარ ოჯახს უჩივლოს" და დასძინა, რომ მამამისის ადგილი ციხეშია.
ბრიტნი სპირსი მშობლებთან ერთად
ფოტო: Splash News
ჯეიმს სპირსი შვილის პეტიციას, მეურვეობიდან მის ჩამოშორებაზე, ხუთშაბათს, 12 აგვისტოს დათანხმდა. ადვოკატის განცხადებით, ამის მიზეზი ის "საჯარო ბრძოლაა", რომელიც მას და შვილს შორის იმართება და მის გადაწყვეტილებას სხვა საფუძველი არ ჰქონია:
"იმის მიუხედავად, რომ ჯეიმს სპირსი უსამართლო თავდასხმის მსხვერპლია, მას არ სურს, რომ საკუთარ ქალიშვილთან საჯარო დაპირისპირება ჰქონდეს მეურვეობის საქმეზე, რაც ბრიტნის საუკეთესო ინტერესების დაცვით ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრიტნის პეტიცია გაუმართლებლად მიაჩნია, მზადაა სასამართლოსთან ითანამშრომლოს და მეურვეობის გადაბარების პროცესზე იმუშაოს".
ბრიტნის ადვოკატი მეთიუ როუზენგარტი ჯეიმსის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
"ეს ბრიტნის რეაბილიტაციის დასაწყისია, თუმცა გული გვწყდება, რომ ის ურცხვად აგრძელებს საკუთარ შვილზე თავდასხმას. ჯობს ჩუმად იყოს და დაუყოვნებლივ გადადგეს".
ის დასძენს, რომ ბრიტნის ქონების განიავებაზე გამოძიება გრძელდება.
ბრიტნი სპირსის მხარდამჭერებისა და მოძრაობა Free Britney [თავისუფლება ბრიტნის] წევრების პოსტერი სასამართლოს გარეთ. 2021 წლის 23 ივნისი.
ფოტო: Chris Pizzello / AP
ივნისის ბოლოს ბრიტნიმ სასამართლოზე გამოსვლისას მეურვეობა სექს-ტრეფიკინგს შეადარა. მისი თქმით ბედნიერი არაა და ყოველდღე ტირის, რადგან მის უფლებებს ზღუდავენ. მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მას ქორწინების და შვილის გაჩენის უფლებას მეურვეები არ აძლევენ. ბრიტნიმ დასძინა, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მამამისთანაა შეთანხმებული, რომელიც 13 წელია მისი მეურვეა. ბრიტნიმ დასძინა, რომ სურს თავის მთელ ოჯახს უჩივლოს:
"ისინი ციხეში უნდა იყვნენ, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ვინმეს მონა ვიყო".
ბრიტნის მეურვეები არამხოლოდ მის გადაწყვეტილებებს, მის ქონებასაც განაგებენ. მომღერალმა თითქმის 30-წუთიან გამოსვლაში მამამისს "იდიოტი" უწოდა და კალიფორნიის შტატი მეურვეებისთვის გადაჭარბებული უფლებების მინიჭების გამო გააკრიტიკა. სპირსმა დასძინა, რომ წინა ადვოკატი აფრთხილებდა, რომ მის საჯაროდ ლაპარაკს შესაძლოა გართულებები და სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა მოჰყოლოდა, თუმცა მომღერლის თქმით, გადაწყვიტა რომ მსოფლიოს საკუთარი ისტორია გულწრფელად მოუყვეს.
წარსულში ბრიტნიმ განაცხადა, რომ ის სცენაზე არ დაბრუნდება და მუშაობას არ გააგრძელებს, სანამ მამამისი მისი მეურვეა. მისი ადვოკატის სიტყვებით, იმის გარდა, რომ ეს დაკარგულ შემოსავალს ნიშნავს, მის უკვე არსებულ ქონებას მამამისი ანიავებს და პირადი მიზნებისთვის უკანონოდ იყენებს. გარდა ამისა, ჯეიმს სპირსი ყოველთვიურად იღებს $16 000-ს მეურვეობის საქმეში, როცა ბრიტნის ყოველთვიური ხელფასი $60-მილიონიანი ქონებიდან მასზე $2 ათასით ნაკლებია.
ასევე იხილეთ:
- ბრიტნი თავისუფალია — ჯეიმს სპირსი შვილის მეურვეობას ჩამოშორდა
- არ ვარ ბედნიერი, ტრავმირებული და განრისხებული ვარ — ბრიტნი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა
- ბოდიში, რომ გატყუებდით, თითქოს კარგად ვიყავი — ბრიტნი სასამართლოს შემდეგ
- ბევრმა ახლა გაიაზრა, რომ Black Mirror-ის ეს სერია ბრიტნი სპირსზეა
- ბრიტნიმ მხოლოდ 39 წლის ასაკში შეძლო, რომ პირველი iPad ეყიდა
- ჯეიმს სპირსმა, რომელიც საკუთარ თავს $16000-ს უხდის, ჰავაიზე ბრიტნის დასვენების ჩაშლა სცადა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
კომენტარები