FTC Facebook-ს უჩივის და მისგან Instagram-ისა და Whatsapp-ის გაყიდვას ითხოვს
აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) Facebook-ის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეიტანა საჩივარი, რომელშიც იგი მოითხოვს, რომ კომპანიამ Instagram და WhatsApp გაყიდოს, თვითონ კი დაიხუროს.
შესწორებულ საჩივარში კომისია აღნიშნავს, რომ Facebook-ს მონოპოლია აქვს ყველა სოციალურ ქსელზე აშშ-ში და რომ იგი სხვა კომპანიებს კონკურენციის გაწევაში უშლის ხელს.
გარდა ამისა, ბოლო დროს Facebook-ს უფრო და უფრო მკაცრად ამოწმებენ და თვალყურს ადევნებენ, თუ როგორ განაგრძობს იგი კონკურენტების შესყიდვას.
FTC-ის ბრალდება უკავშირდება 2008 წელს მარკ ცუკერბერგის მიერ ელ. ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებას, სადაც იგი ამბობს, რომ "ჯობს შეისყიდო, ვიდრე შეეჯიბრო". FTC-ის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ Facebook სწორედ ამ სტრატეგიით მოქმედებს — იგი თვალყურს ადევნებს თავის მოწინააღმდეგეებს და შემდეგ, როდესაც ისინი საკმარისად იზრდებიან და შეიძლება საფრთხე შეუქმნან Facebook-ის მონოპოლიას, მათ ყიდულობენ.
შესყიდვები მოიცავს Instagram-სა და Whatsapp-საც — ორივე მათგანი Facebook-ის კომპანიის დიდ წილს შეადგენს. მარკ ცუკერბერგი აქტიურად ცდილობდა ამ აპლიკაციებთან ინტეგრაციას, რადგან, მისი თქმით, ასე მათი გამოყენება უფრო ადვილი იქნებოდა, თუმცა კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტექნოლოგიური სვლები კიდევ უფრო გაურთულებს მარეგულირებლებს ამ სამი აპლიკაციის დაშლას.
ისინი ცუკერბერგს ასევე ადანაშაულებენ "სოციალურ ქსელებზე" მონოპოლიის დამყარებაში აშშ-ში, რადგან მილიარდერი აკონტროლებს როგორც Facebook-ს, ასევე Instagram-ს. ასევე აღნიშნულია, რომ მისი ყველაზე ახლო კონკურენტი Snapchat-ია, თუმცა მას ბევრად ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე Facebook-ს და მის მფლობელობაში მყოფ ორ აპლიკაციას.
FTC Facebook-ს ასევე ადანაშაულებს მის მიერ შესყიდული კომპანიების თავისი პერსონალური სოციალური ქსელის მონოპოლიის დამცავ ჯებირად გამოყენებაში. FTC-ის თქმით, ცუკერბერგი გააგრძელებს კომპანიების შესყიდვას ან ჩაძირვას იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეჩერდებიან.
დასასრულს, კომისია მოითხოვს, რომ Facebook-ს ბიზნესების, მათ შორის Instagram-ის, WhatsApp-ისა და პოტენციურად სხვების გაყიდვაც მოსთხოვონ, რათა სხვა კომპანიებმა შეძლონ მისთვის სათანადო კონკურენციის გაწევა. FTC ასევე მოითხოვს, რომ ცუკერბერგის კომპანიას მომავალში აეკრძალოს მსგავსი შესყიდვების განხორციელება და კანონით დაავალდებულონ ნებართვის მოთხოვნა ასეთი ხელშეკრულების გაფორმების სურვილის შემთხვევაში.
კომენტარები