გვარამიას გადაყენება და დავის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში - რა ელის რუსთავი 2-ს
ფოტო: On.ge
ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ამბობენ, რომ ბრძოლა ტელეკომპანიაზე კონტროლისთვის სტრასბურგში მხოლოდ ახლა იწყება და მის მიერ 7 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში მიღების შესახებ, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტელეკომპანიის მომავალი მფლობელების საკითხი.
თუმცა, კიდევ რა გზები შეიძლება არსებობდეს რუსთავი 2-ის საბოლოო ბედის გადასაწყვეტად და სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად, ამის გარკვევას On.ge შეეცადა.
ვარიანტი პირველი: რუსთავი 2 ნიკა გვარამიას გარეშე
ორმა განსხვავებულმა წყარომ On.ge-ს სხვადასხვა დროს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავი 2-ის ერთ-ერთ ამჟამინდელ მფლობელთან, გია ყარამანიშვილთან მიდის მოლაპარაკება ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაყენებისა და მის ნაცვლად სხვა პირის დანიშვნის შესახებ. On.ge აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას მხარეებთან შეეცადა.
ჩვენ დავუკავშირდით გია ყარამანიშვილს, რომელსაც დავუსვით კითხვა, აპირებს თუ არა ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენებას, რაზეც მან გვიპასუხა: "არა, არ ვაპირებ. ამ სისულელეებს ნუ მეკითხებით, მე მხოლოდ ჩემს ჟურნალისტებს ველაპარაკები” - ამის შემდეგ გია ყარამანიშვილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.
ჩვენ ასევე ვკითხეთ ნიკა გვარამიას, ტელეარხის მფლობელებს მასთან ჰქონდათ თუ არა საუბარი პოსტიდან გადაყენების შესახებ. გვარამიას თქმით, მსგავსი საუბარი პირადად მასთან არ ყოფილა, თუმცა, ის ამბობს, რომ ეს ტექნიკურად რთული პროცესი იქნება:
"მე ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს 2020 წლამდე. თუ ხელშეკრულებას ვადაზე ადრე გამიწყვეტენ, კონტრაქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაწყვეტამდე უნდა გადამიხადონ 5 მილიონი აშშ დოლარი".
ვარიანტი მეორე: ხალვაშის საკუთრების უფლების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ზე კონტროლის ასაღებად, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. როგორც ცნობილია, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ რუსთავი 2 ხალვაშს მიაკუთვნა, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ევროსასამართლომ შეაჩერა საბოლოო გადაწყვეტილებამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი კი, შეიძლება გახდეს ის არგუმენტი, რომ ამ გზით შესაძლოა იზღუდებოდეს საკუთრების კონსტიტუციური უფლება. ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია On.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნული მიმართულებით დავას არ გამორიცხავს:
"კონკრეტულად წავალთ თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ამის თქმა შემიძლია ახლა, მაგრამ ვფიქრობთ, შეიძლება ეს ბერკეტიც იქნეს გამოყენებული. თუმცა რთულია, არის გარკვეული სამართლებრივი სიძნელეები, საკითხები, რომელსაც დამატებითი დამუშავება და გააზრება სჭირდება. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს".
პაატა სალიას თქმით, ამჟამად ხალვაშის მხარე კონცენტრირებულია ევროსასამართლოზე, სადაც უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს რუსთავი 2-ის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი:
"ჩვენ ბევრი მიმართულებით ვფიქრობთ, როგორ შეიძლება დავიცვათ საკუთრების უფლება. სასამართლომ რადგან მიაკუთვნა ხალვაშს, ინტერესი არსებობს, რომ ეს დავიცვათ. ჩვენ მაინც ვვარაუდობთ და ვფიქრობთ, რომ სტრასბურგის სასამართლო უახლოეს მომავალში გაერკვევა დეტალებში, საკმაოდ მცირე დრო იყო, რომ სასამართლო გარკვეულიყო. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ, როგორც მესამე პირად ჩართვა. არ ვიცი, სასამართლო ამას რამდენად დააკმაყოფილებს. თუმცა, ჩვენ ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმით, რომ გვინდოდა სასამართლოს ჩვენი პოზიცია სცოდნოდა, ანუ ჩვენს განცხადებას ნებისმიერ შემთხვევაში წაიკითხავდა. ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ არანაირი ჩარევა სარედაქციო საქმიანობაში არ იგეგმება".
On.ge დაუკავშირდა რუსთავი 2-ის ერთ-ერთ იურისტს, თამთა მურადაშვილს, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ქიბარ ხალვაშის დავა საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთრების უფლების აღსადგენად. მურადაშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლა იქნება სამართლებრივი სივრციდან გასვლა:
"საერთოდ, ნებისმიერი ფორმა და ნებისმიერი გზით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლა არის უკანონო, ასევე ქვეყნის მხრიდან უპასუხისმგებლო გადაწყევტილება და იმის დეკლარირება, რომ ის არ ემორჩილება, არ აღიარებს მას. ეს სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება და ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, ის, თუ როგორ ჩაატარეს საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში და ის, თუ როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სტრასბურგის სასამართლოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლოს რა დაემართა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა რომ ქიბარ ხალვაშისთვის იბრძვის, ეს ჩვენთვის ახალი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ შეირცხვენს თავს და საბოლოოდ გააკეთებს დეკლარირებას, რომ დიახ, ის არის სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლეებისგან შემდგარი, თუ ეს ასე მოხდა".
თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ გამოხატვის უფლება საკუთრების უფლებით არ უნდა შეიზღუდოს: "როდესაც არის უფლებების დავა და ორი უფლება ერთმანეთთან ჭიდილში მოდის, როდესაც ორი უფლება ერთმანეთს უპირისპირდება, სიტყვის თავისუფლების უფლება გადაწონის სხვა უფლებას, ის იმდენად მნიშვნელოვანი უფლებაა. კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთე არის სიცოცხლის უფლება და ძალიან ხშირად, სიტყვის თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში, რომ ძალიან ხშირად, სიტყვის თავისუფლება ყველაზე მეტად დაცულ სიცოცხლის უფლებასაც გადაარჩენს ხოლმე. ამიტომ, ქიბარ ხალვაშისთვის ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან და სასამართლოს მხრიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, კიდევ ერთი დასტური იქნება ამ პროცესის პოლიტიკური მოტივისა. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იქნება სტრასბურგში, რომ დიახ, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დავა".
წყარომ, რომელმაც On.ge-ს მიაწოდა ინფორმაცია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის შესაძლო გადაყენების შესახებ, ასევე გვითხრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთრების დავის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მოსამართლეებთან მომლაპარაკებლის ფუნქცია ჰქონდეს ყოფილ პარლამენტარს, პავლე კუბლაშვილს, რომელიც ამბობს:
"ეს არის სრული აბსურდი, არ ვიცი ამ სისულელეებს ვინ იგონებს. მე არანაირი კავშირი არ მაქვს პროცესთან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს რუსთავი 2-ს ან საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთოდ თბილისშიც დღეს ჩამოვედი. ამ ამბავს სიმართლესთან საერთოდ არ აქვს შეხება".
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
კომენტარები