Atsrili.ge — ქართული კომპანიები აცრილ მოქალაქეებს ფასდაკლებებს სთავაზობენ
ფოტო: აცრილი / Atsrili
ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ქართულმა კომპანიებმა ფასდაკლებები გამოაცხადეს, იმისთვის, რომ ეს შეთავაზებები აცრილმა პირებმა მარტივად იხილონ, საიტი Atsrili.ge შეიქმნა.
"ვაქცინა გვიცავს, ჩვენც დავიცვათ ერთმანეთი!" — ესაა ახალი კამპანიის დევიზი. სოციალური პროექტის ავტორი echolize-ია.
პლატფორმაზე ნებისმიერი სახის შეთავაზებას იპოვით — ფასდაკლებები ტანსაცმლის კოლექციაზე, რესტორანში, სასტუმროს ნომერში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზებზე, სადეზინფექციო და სხვა სახის პროდუქციაზე, ტკბილეულზე, სამკაულზე, ქირურგიულ მომსახურებაზე, ლაბორატორიულ კვლევაზე, სასწავლო კურსებზე, ცხოველების ფოტოსესიაზე, იურიდიულ ლიტერატურაზე, ველოსიპედებზე და ა.შ.
მომსახურების ფასდაკლებით მისაღებად მოქალაქეები კომპანიებს სოციალურ ქსელში უნდა დაუკავშირდნენ და ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი უნდა წარადგინონ.
ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს, რომ ვაქცინირებული მოქალაქეები წაახალისოს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, შეუძლია, რომ საიტზე საკუთარი შეთავაზება დამოუკიდებლად დააფიქსიროს.
ვაქცინირებულ მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული პირობები კამპანიის დაწყებიდან ამ წუთამდე 89-მა კომპანიამ დააანონსა, თუმცა ეს რიცხვი ყოველ საათში იზრდება.
ფოტო: აცრილი / Atsrili
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)-ს მიერ ავტორიზებული 4 ვაქცინით მიმდინარეობს. On.ge გთავაზობთ ინფორმაციას რეგისტრაციისა და ვაქცინების შესახებ.
როგორ დავრეგისტრირდეთ
ვაქცინაზე რეგისტრაცია ელექტრონულია და სპეციალურ პორტალზე, Booking.moh.gov.ge-ზე ხდება. თუ ამას ვერ ახერხებთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1522 და ოპერატორები დაგეხმარებიან.
პორტალზე შესვლისას გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მითითებულია საქართველოში ხელმისაწვდომი 4 ვაქცინა და მათი დარჩენილი რაოდენობა. აირჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენი ასაკისთვის დაშვებულია.
ამის შემდეგ გადადიხართ გვერდზე, სადაც პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოთ. ყურადღებით იყავით, მნიშვნელოვანია ყველა მონაცემი სწორად იყოს მითითებული.
ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მობილურზე მოგივათ დასტური. ვაქცინაციისთვის მითითებულ დროსა და ადგილზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა.
ცნობისთვის, ვაქცინაციისათვის წინასწარი კვლევების ჩატარება ან მედიკამენტოზური მომზადება არ არის საჭირო. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
რაც შეეხება ეფექტურობას, პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია. NCDC-ის თანახმად, ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60%-დან 95%-მდე. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინები, რომელთაც მიენიჭათ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მკაცრი მარეგულირებლის მიერ, 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის თვალსაზრისით.
Pfizer
ფაიზერით ვაქცინაციის დროს საჭიროა ორი დოზა. ამ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. იგი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
საქართველოში ფაიზერით აცრა დაშვებულია 16 წლიდან ასაკის ადამიანებისთვის. პირველ და მეორე აცრას შორის უნდა იყოს 21-28 დღის ინტერვალი.
მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.
AstraZeneca
ასტრაზენეკას ვაქცინას ასევე სჭირდება ორი დოზა. ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა და მას მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. ასტრაზენეკას ვაქცინის შენახვის პირობები შედარებით მოქნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას ზრდის.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინა რეკომენდირებულია 45 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის.
მეტი ინფორმაცია ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinopharm
სინოფარმის ვაქცინას ორი დოზა, სჭირდება. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 45 ქვეყანაში გამოიყენება. სინოფარმის შენახვის პირობები მარტივია, (ინახება 2-8°C ტემპერატურაზე), რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოფარმით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოფარმის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinovac
სინოვაკის ვაქცინას სჭირდება ორი დოზა. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოიყენება. სინოვაკის შენახვაც 2-8°C ტემპერატურაზეა შესაძლებელი, რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოვაკით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოვაკის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
ვაქცინაციის მნიშვნელობა
გახსოვდეთ, რომ ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს ინფიცირების, ავადობის და სიკვდილიანობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ, რადგან, არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება ხანგრძლივი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის შესაჩერებლად, ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ზომების გაგრძელება: ნიღბის ტარება, დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.
როგორც ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში, ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, ასევეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონიათ თუ არა რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობა ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა.
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება. NCDC ამბობს, რომ შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.
თუ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც COVID-19, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა ზუსტად არის ცნობილი ის, რომ COVID-19-მა უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია მსოფლიოში და ვაქცინაცია ამისგან გვიცავს.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები