პროკურატურა: აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის უფროსი დავაკავეთ
ფოტო: Shutterstock
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს უფროსი დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალად ედება სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს შპს მედერს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს შორის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დანერგე მომავლის ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე, 2020 წლის 31 დეკემბერს, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მედერის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანში — 116 460,09 ლარი. პროკურატურის განცხადებით, ტრანშის მიზნობრივად გახარჯვის დასადასტურებლად, ბენეფიციარი ვალდებული იყო, სააგენტოში წარედგინა ბანკის მიერ დამოწმებული დოკუმენტი თანადაფინანსების თანხის, კერძოდ, 31 325 ევროს (116 460,09 ლარის ექვივალენტი) პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ.
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის 17 თებერვალს, სოფლის განვითარების სააგენტოში ბრალდებულის მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლითაც, თითქოს, მედერის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31 325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
"სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მედერის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460,09 ლარიდან, 2021 წლის 4 და 6 იანვარს, ორ ტრანშად, 84 000 ლარი გადაირიცხა ბრალდებულის მეგობრის საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით მომსახურების საფასური. ამ უკანასკნელმა კი, 29 000 ლარი და 52 000 ლარი გადარიცხა ი.დ.-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. ბრალდებულმა კი მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან და შეიტანა სხვა ბანკში არსებულ მის პირად ანგარიშებზე და ასევე, აჭარაბეთის ანგარიშზე", — აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 29 აპრილს, სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, ფუტკრის ოჯახების სახელმწიფო შესყიდვაზე. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ი/მ ნ.ღ.-მა, რომელთანაც 18 მაისს, სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს მიერ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ღირებულებით 58 800 ლარი.
უწყების განცხადებით, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა ი/მ -მ სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს მიაწოდა 60 ერთეული ფუტკრის ოჯახი და 310 ცალი სკის პაკეტი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 58 800 ლარი შეადგინა.
ამასთან, გამოძიების ვერსიით, პირველ ივნისს, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს და ი/მ -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე, ღირებულებით 4 300 ლარი და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სატრენინგო მომსახურების მიწოდების თაობაზე. უწყების ცნობით, ი/მ-სთან გაფორმებულ ორივე ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში, ი/მ-ის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნაცვლად, ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული იქნა მისი კუთვნილი პირადი საბანკო ანგარიში, რომლის საფუძველზეც ორივე შესყიდვით გათვალისწინებული თანხა ჯამში — 63 100 ლარის ოდენობით, ჩარიცხული იქნა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
"ასევე, ბრალდებულის მიერ სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, გამოწერილი იქნა ფიქტიური ოპერაციების ამსახველი სასაქონლო ზედნადებები. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს მიერ, ინდმეწარმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 9 183 ლარი. ინდმეწარმემ აღნიშნული თანხა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე შეიტანა", — ამბობს პროკურატურა.
უწყების განცხადებითვე, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს მიერ დამტკიცებული იქნა პროგრამა მაღალეფექტური მრავალწლიანი კენკროვანი კულტურის (ლურჯი მოცვი) წარმოების განვითარების ხელშეწყობა, რის განხორციელებაზე კოორდინაციის გაწევა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დავალებული ჰქონდა ბრალდებულს.
"სსიპ-ის მიერ შპს მედერთან გაფორმებული იყო 2019 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტომ შპს-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აიღო იჯარით 5 წლის ვადით ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების და აგრომომსახურების ცენტრის მოწყობის დანიშნულებით. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, ვინაიდან მითითებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ყადაღა.
იჯარის უფლების არწარმოშობისა და შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის არქონის მიუხედავად, 2019 – 2020 წლებში, შპს მედერის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სააგენტოს მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 109 775,2 ლარი. სააგენტომ, შპს მედერის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაუფორმა ბრალდებულის მეუღლის ძმას — ი/მ თ.თ-ს, საერთო ღირებულებით 72 956 ლარი. გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სააგენტოს მიერ ჩარიცხული თანხიდან, 42 816 ლარი ინდმეწარმის მიერ გადარიცხული იქნა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე", — აცხადებს უწყება.
პროკურატურის ცნობით, ი.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და ,"ბ" ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით 2021 წლის 8 აგვისტოს წარედგინა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება-გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, თაღლითობასა და სხვა დანაშაულებს ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ი.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 აგვისტოს შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
-
შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
კომენტარები