10 რამ, რაც სერიალმა Silicon Valley-მ სილიკონ ველის შესახებ სწორად აჩვენა
სილიკონ ველი გიკებისთვის საკულტო ამერიკული სიტკომია. სერიალი სულ ექვსი სეზონისგან შედგება და სილიკონ ველიში სტარტაპის განვითარების სირთულეებზე გვიყვება. მთავარი გმირი, პროგრამისტი რიჩარდ ჰენდრიქსი საკუთარ გუნდთან ერთად უამრავ წინააღმდეგობას აწყდება და მაყურებელიც მასთან ერთად ნერვიულობს — სერიალში კარგად ჩანს, რამდენად რთულია მუდმივად მზარდი კონკურენციის პირობებში შენს იდეას უერთგულო და გუნდს წარმატებისკენ წარუძღვე. Silicon Valley ერთნაირად მოსწონთ გიკებსა და კრიტიკოსებს. პირველ სეზონს, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, Rotten Tomatoes-ზე 95%-იანი შეფასება ჰქონდა, რაც სეზონების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოსა და თბილისსაც ახსენებენ, როცა მთავარი გმირები ოფისის სხვა ქვეყანაში გადატანაზე მსჯელობენ.
სერიალი რომ სახალისო საყურებელია, უკვე გითხარით, მაგრამ რამდენად ახლოსაა რეალობასთან? მოდი, ერთად დავადგინოთ.
1. ახალი უცნაური ტექნოლოგიები
მეოთხე სეზონში ახალგაზრდა პროგრამისტი ერთი შეხედვით სასაცილო იდეაზე იწყებს მუშაობას: მას უნდა, რომ შექმნას "შაზამი საჭმელებისთვის". როგორც აღმოჩნდა, მსგავს გამოგონებაზე რეალურ სამყაროშიც აქვთ ნაფიქრი.
2. ფულის ხელგაშლილად ხარჯვა
სილიკონ ველისთვის ძვირადღირებული წვეულებები ჩვეულებრივი ამბავია, ასევე მიღებულია პოტენციური თანამშრომლების "მოსყიდვა" ექსტრავაგანტული საჩუქრებით და ოფისში კომფორტის მოსაწყობად საკმაოდ დიდი ბიუჯეტის დახარჯვა.
3. AI-ის გასავითარებლად ადამიანური რესურსების გამოყენება
სერიალის მეოთხე სეზონში სტუდენტებს ავალებენ, ხელოვნურ ინტელექტს საჭმლის ცნობა ასწავლონ. მსგავს პრაქტიკას ტექ-კომპანიები ხშირად მიმართავენ: ხელოვნური ინტელექტი ცოდნას სრულიად დამოუკიდებლად, ადამიანების ჩართულობის გარეშე ვერ შეიძენს.
4. კომპანიები და მათი მუშაობის სტილი
სერიალში ნამდვილი კომპანიები არაა ნახსენები, თუმცა მარტივად გამოსაცნობია, რომ, მაგალითად, Hooli გუგლია. მეორე სეზონში კომპანია Hooli ახალ მიმართულებას Hooli [xyz]-ს გვაცნობს, რომელმაც სამყაროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროდუქტებზე უნდა იმუშავოს... შემთხვევით GoogleX ხომ არ გაგახსენდათ?
5. მუდმივი დავა საავტორო უფლებებზე
მეორე სეზონში Hooli ახალდაბადებულ სტარტაპს საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივის. შეიძლება ამ სიუჟეტურმა ხაზმა გაგახსენოთ, როგორ ედავებოდა გუგლი თავის დროზე Uber-ს "ტექნოლოგიის მიტაცებას".
6. იდეამ შეიძლება სრულიად იცვალოს სახე
პირველი იდეა ყოველთვის საუკეთესო იდეა არაა. სერიალში კომპანია Pied Piper სრულიად იცვლის მიმართულებას და ნაცვლად ფაილების ზომაში შემამცირებელი სერვისისა, ვიდეოჩატის აპლიკაცია ხდება. მსგავსი სცენარები რეალურ ცხოვრებაშიც ვითარდება. ტვიტერი თავდაპირველი ჩანაფიქრით პოდკასტების პლატფორმა უნდა ყოფილიყო.
7. მოდური ტექნოლოგიები
სერიალი კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება მთელმა სილიკონ ველიმ ერთი კონკრეტული ტენდენცია აიკვიატოს და ყველა ახალი პროდუქტი მას მოარგოს. როგორც სერიალში, ისევე რეალურ ცხოვრებაში, ასეთი მოდური ტექნოლოგია ვირტუალური რეალობაა.
8. პროდუქტის წარდგენა
სერიალის პირველი სეზონი მთლიანად TechCrunch Disrupt-ისთვის მზადებაა, სადაც მთავარმა გმირმა ინვესტორებს პროდუქტი უნდა წარუდგინოს. TechCrunch Disrupt რეალურადაც ტარდება და სერიალში ამ ღონისძიებიდან აუდიტორიის რეალური კადრებიც არის გამოყენებული.
9. ფულის წყაროები ულევია
საკმარისია სერიალში Pied Piper ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეს, რომ საიდანღაც დაფინანსების ახალი წყარო ჩნდება. შეიძლება გეგონოთ, რომ ეს უბრალოდ სცენარისტების გადაწყვეტილებაა, თუმცა ფულის ახალ-ახალი წყაროები სილიკონ ველისთვის მართლაც ჩვეულებრივი ამბავია. სილიკონ ველიში თავს იყრის ყველა ის ადამიანი, ვისაც საკუთარი მილიონების მილიარდებად ქცევა სურს, შესაბამისად, ერთი ინვესტორიდან მეორეზე გადახტომაც საკმაოდ მარტივია.
10. წარუმატებლობა გზის შემადგენელი ნაწილია
სერიალის გმირები ხშირად აწყდებიან პრობლემებს, როგორც ფინანსურს, ასევე — ტექნიკურს. წარუმატებლობა უამრავ ინდუსტრიაში გზის დასასრულია, მაგრამ არა — სილიკონ ველიში. გავიხსენოთ, რომ სტივ ჯობსი Apple-დან გააგდეს და სანამ უკან დაბრუნდებოდა, "გზად" პიქსარის ნაწილი გახდა.
თუ ამ 10-მა პუნქტმაც ვერ დაგარწმუნათ იმაში, რომ Silicon Valley რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა, შეგიძლიათ ბილ გეიტსს დაუჯეროთ: "თუ გინდათ გაიგოთ, როგორ მუშაობს სილიკონ ველი, HBO-ს სერიალი უნდა ნახოთ. სერიალის გმირები რეალურ ადამიანებს მახსენებენ. მთავარი პერსონაჟები ჭკვიანი პროგრამისტები არიან, რომლებიც მუდმივად ეჯიბრებიან ყველას, მათ შორის საკუთარ მეგობრებსაც და სოციალურ ნიშნებს კარგად ვერ კითხულობენ. პირადად მე Pied Piper-ის დამაარსებელ რიჩარდს ვამსგავსებ თავს: ის ძალიან კარგი პროგრამისტია, მაგრამ ადამიანების მართვის პროცესში მუდმივად შეცდომებს უშვებს".
500 Georgia-ში გამარჯვებული სტარტაპები რამდენიმე კვირით სილიკონ ველიზე გაემგზავრნენ, სადაც ისინი ინვესტორებს შეხვდებიან და თანხების მოზიდვას ეცდებიან. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის - 500 Startups აქსელერაციის პროგრამა საქართველოში საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით მიმდინარეობს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
კომენტარები