მეცნიერების გუნდმა შეაფასა დედამიწის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების მდგომარეობა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ზიანი, რომელსაც კაცობრიობა იწვევს, შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

"კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა პრობლემის ძირს უნდა ჩაწვდეს", — ამბობენ ისინი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პლანეტა მართლაც ძალიან ცუდ სიტუაციაშია. 14 000-მა ექსპერტმა მოაწერა ხელი პლანეტის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ხელშეკრულებას.

ატმოსფერული მეთანისა და ნახშირორჟანგის დონე რეკორდულად მაღალია. მოხსენება ჟურნალ BioScience-ში გამოქვეყნდა. არქტიკული ყინული და მყინვარები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ოკეანეში ტემპერატურა იმატებს, იჩეხება და იწვის ტყეები...

ფოტო: PIXABAY/FUTURISM

ეკოლოგიური კატასტროფების ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება. მკვლევართა გუნდის წევრმა, დოქტორმა, ტიმ ლენტონმა თქვა, რომ ზიანი, რომელიც დედამიწას ადგება "შოკისმომგვრელი და მოულოდნელია".

ექსპერტების თქმით, რომელიმე კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება შედეგს არ გამოიღებს. მთავარ პრობლემად ისინი კაცობრიობის არასწორ მიდგომას და გადამეტებულ, დიდი ზიანის მომტან ქმედებას ასახელებენ.

"ჩვენ უნდა მოვრჩეთ ფიქრს და გადავიდეთ მოქმედებებზე. კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა უნდა ეხებოდეს მთავარ თემას: ადამიანის მიერ პლანეტის ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, მათი აღდგენის დონეზე მეტად", — განაცხადა ეკოლოგმა, უილიამ რიპლმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.