ტვინი და სილამაზე — როგორ აღვიქვამთ ბუნების სილამაზეს
მკვლევრებმა გამოიძიეს, როგორ გადადის ტვინი ლანდშაფტის უბრალოდ დანახვიდან მისი ესთეტიკური ეფექტის განცდამდე.
მეცნიერებმა მეტი ინფორმაცია მოიპოვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ადგენს ჩვენი ტვინი პეიზაჟის მშვენიერებას. მკვლევრებმა ნეიროვიზუალიზაციის ხერხი გამოიყენეს იმის დასადგენად, თუ როგორ და სად ჩნდება ტვინში იდეა იმის შესახებ, რომ ლანდშაფტი ლამაზია და როგორ მიდის იგი ვიზუალური სიგნალებიდან დამაჯილდოებელი სისტემის გასააქტიურებლად.
ჟურნალ Frontiers in Human Neuroscience-ში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, მეცნიერებმა 24 მოხალისე შეარჩიეს და ფუნქციონალური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს, სანამ ბუნებრივი ლანდშაფტების კადრებს აყურებინებდნენ. მეთოდი ტვინის აქტივობას აღრიცხავს, რათა მეცნიერებმა თვალი ადევნონ, ზუსტად რა მოხდა.
"მოველოდით, რომ ესთეტიკურ სიგნალებს მხოლოდ ტვინის დამაჯილდოებელ სისტემაში ექნებოდა ადგილი, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, ისინი უკვე არსებობდნენ ტვინის ვიზუალურ რეგიონებში, როცა მონაწილეები ვიდეოებს უყურებდნენ. აქტივაციები სწორედ ტვინის იმ რეგიონების გვერდით განვითარდა, რომლებიც ფილმებში ფიზიკური მახასიათებლების ამოცნობას ემსახურება, თუნდაც სცენის გეგმის ან მოძრაობის არსებობის", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა ილკაი ისიკმა, ემპირიული ესთეტიკის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან.
მკვლევრები გვთავაზობენ, რომ ეს სიგნალები შესაძლოა ტვინში სილამაზის აღქმის ადრეულ, ელემენტარულ ფორმას ასახავდეს.
"როდესაც ჩვენი მოლოდინების მიღმა ვხედავთ რამეს, ტვინის ქსოვილის ადგილობრივი ლაქები პოზიტიური აფექტის პატარა "ატომებს" წარმოქმნიან. ვიზუალურ სისტემაში ბევრ ასეთ სასურპრიზე სიგნალთა კომბინაცია ერთიანდება და ესთეტიკურად სასიამოვნო გამოცდილებას წარმოშობს", — ახსნა უფროსმა ავტორმა ედუარდ ვესელმა.
კვლევა სილამაზის აღქმისა და ტვინის კავშირის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
კომენტარები