ჟურნალისტებსა და აქტივისტებს სამხედრო რანგის მოწყობილობებით უთვალთვალებენ — მოხსენება
მთავრობებმა ჟურნალისტთა ტელეფონებში შესაჭრელად ტერორისტების თვალთვალისთვის ლიცენზირებული სამხედრო რანგის სათვალთვალო მოწყობილობები გამოიყენეს.
The Washington Post-ის კვირა დღის მოხსენების თანახმად, მსოფლიოს გარშემო მთავრობები ისრაელის NSO ჯგუფის მიერ შექმნილ სათვალთვალო მოწყობილობებს იყენებენ ჟურნალისტებისა და აქტივისტების ტელეფონებში შესაღწევად. NSO ჯგუფი საყოველთაოდაა ცნობილი მისი სათვალთვალო პროგრამა Pegasus-ის გამო, რომელიც ჰაკერებს სმარტფონებში დისტანციურად შეღწევის საშუალებას აძლევს და ტელეფონის შიგთავსის გარდა, კამერასა და მიკროფონზეც აძლევს წვდომას.
The Washington Post-ის მოხსენება პირველია იმ გამომჟღავნებათა სერიაში, რომელსაც დაგეგმილია მსოფლიოს გარშემო, 16 მედიაპარტნიორთან ერთად. Pegasus-ის პროექტის გარდა, ის სმარტფონების გამოძიებასა და კრიმინალურ ანალიზსაც მოიცავს მას შემდეგ, რაც International Amnesty-ისთვის — გლობალური ადამიანის უფლებათა ორგანიზაციისათვის ცნობილი გახდა მობილური ტელეფონების 50 ათასი ნომრისგან შემდგარი სია, რომელთა სათვალთვალოდაც NSO-ის ტექნოლოგია იყო გამოყენებული.
პარიზში დაფუძნებულ Forbidden Stories-სთან ერთად, Amnesty-მ სია სხვა მედიასაშუალებებსაც გაუზიარა გამოძიებათა გასაფართოებლად და ახლა უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი ამოიცნეს 50-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელთაც, როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ.
ამ ადამიანების სია პოლიტიკოსებს, არაბულ სამეფო ოჯახთა წევრებს, ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა აქტივისტებს, ბიზნესმენებს და ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლესაც კი მოიცავდა. Amnesty International-ის უსაფრთხოების ლაბორატორია ასევე მიწვდა 67 სმარტფონს და ციფრული ექსპერტიზა ჩაუტარა. მათგან 23 დავირუსებული აღმოჩნდა, 14-მა კი შეღწევის მცდელობების ნიშნები გამოავლინა. დანარჩენ შემთხვევებში შედეგები არასარწმუნო აღმოჩნდა, რადგან მომხმარებელმა მოწყობილობა ან გამოცვალა, ან საწყის პარამეტრებზე დააყენა.
ინდოეთის პარტნიორ ვებსაიტ The Wire-ზე კრიმინალური ანალიზის ახსნაზე დაყრდნობით, Amnesty-ის უსაფრთხოების ლაბორატორიის გუნდი სათვალთვალო მოწყობილობის მიერ დატოვებულ დანაშაულებრივი კოდის კვალს ეძებდა, რომელიც ტელეფონის ოპერაციული სისტემის ნაწილი არ იქნებოდა. ასევე აღინიშნა, რომ აიფონები აქტივობათა აღწერისთვის უკეთესი გამოდგა, როცა ანდროიდები ანალიზისთვის მეტისმეტად ლიმიტირებული გახლდათ.
Amnesty-მ ასევე საჯარო დომეინის მეთოდიც ჩართო, რომელიც კრიმინალურ ანალიზში გამოიყენა, როცა ასევე ადასტურებდა შედეგებს CitizenLab-თან, მკვლევართა ინტერდისციპლინარულ გუნდთან ტორონტოს უნივერსიტეტში, რომელმაც ტვიტერზე მიგნებებისადმი მხარდაჭერა კოლეგიალური მიმოხილვით გამოხატა.
თავის მხრივ, NSO-მ გამოძიების მიერ წამოყენებული მტკიცებები უარყო და ასევე განმარტა, რომ კლიენტების მხრიდან პროგრამის გამოყენებას ვერ აკონტროლებს. კომპანია სერვისებს მხოლოდ მთავრობებისათვის აწარმოებს, სათვალთვალო თავდასხმა კი ყოველთვის სამთავრობო სააგენტოების საქმეა.
ზოგიერთი თავდასხმა იმდენად დახვეწილია, რომ მომხმარებლის მხრიდან რაიმეზე დაჭერას ან მოქმედების შესრულებას სულაც არ მოითხოვს და ჩვეულებრივი დაინსტალირებული აპლიკაციების საშუალებითაც შეიძლება შეღწევა, თუნდაც Apple Music-იდან.
კომენტარები