შვედურ-უკრაინული IT კომპანია Sigma Software Group აცხადებს, რომ Sigma Software Labs, Inspirium Laboratories-თან ერთად ინვსეტიციას Finmap-ში დებს

რა არის Finmap?

Finmap არის ფინანსური მენეჯმენტის ინსტრუმენტი, რომელიც უკვე 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესმენებს დაინახონ თავიანთი კომპანიის მდგომარეობა სპეციალური ფინანსური განათლების ქონისა და რთული სისტემების ცოდნის გარეშე. პროექტის მთავარი მიზანი ბიზნესმენებისვთის "თავისტკივილის" არიდება და მათთვის ფინანსური ხარვეზების აღმოფხვრაა. ეს სერვისი ასევე საშუალებას აძლევს ბიზნესმენებს, იპოვონ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა რამდენი გამოიმუშავეს მათ რეალურად, ან რომელი პროექტია უფრო მომგებიანი. ინფორმაცია ბიზნესის ხარჯებისა და შესახებ აისახება დაფებზე და გაიფილტრეება პროექტისა და კლიენტის კატეგორიის მიხედვით.

ფოტო: Finmap

Finmap-მა ფუნქციონირება 2019 წლის იანვრიდან დაიწო. მისი დამაარსებლები მეგობრები: ოლექსანდერ სოლოვეი და ივან კაუნოვი არიან. დაარსების შემდგომ კომპანიამ ბევრი რამ გამოიარა, მაგრამ კომპანიაში მომუშავეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, მათ მიიღეს 50 000 დოლარიანი გრანტი უკრაინული სტარტაპის ფონდისგან, ასევე მათ მხარდაჭერა მიიღეს მონობანკის (პირველი სრულიად ციფრული ბანკი უკრაინაში) ერთ-ერთი დამფუძნებლის — დმიტრო დუბილეტისგან. ამჟამად დამფუძნებლები VISA-სთან გლობალური პარტნიორობის დამყარებაზე მუშაობენ.

რაში დაიხარჯება ინვესტიცია?

ინვესტიციები კომპანიის განვითარებას, მარკეტინგს და გუნდის გაორმაგებას მოხმარდება. ყველაფერ ამის შესრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. Finmap ასევე შეამოწმებს ახალ ბაზრებს, რომლებსაც აქვთ მოკლევადიანი გაფართოების პერსპექტივები ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.

ფოტო: Sigma Software

"Finmap-ის შექმნით ჩვენ გვინდა ბიზნესმენებს ვაჩვენოთ, რომ ფინანსების კონტროლის პრობლემის აღმოფხვრა ტექნოლოგიების საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი. ფინანსების ცხრილებში აღრიცხვა და კონსერვატიული CRM დიდი ხანია აღარ პასუხობს თანამედროვე დროის მოთხოვნებს. ჩვენს სისტემაში მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით, მეწარმე ხედავს სიტუაციას ერთ ფურცელზე, შესაბამისად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და აკონტროლებს ბიზნესის ფინანსებს", — ამბობენ სოლოვეი და კაუნოვი.

რა მიზანი აქვს Sigma Software Group-ის ინვესტიციას?

Sigma Software Group-ს აქვს გრძელვადიანი გამოცდილება და საერთაშორისო ბაზრების ღრმა გაგება. კომპანია ათწლეულზე მეტია მუშაობს ფინანსური ინდუსტრიის მომხმარებლებთან და აწვდის უახლეს პროგრამულ რესურსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბოლოდროინდელი პარტნიორობა Ideasoft-თან, კომპანიასთან, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ფინტექსა და ბლოქჩეინში, მხოლოდ აძლიერებს გამოცდილებას ამ სფეროში.

"უკრაინის ფინტექ ინდუსტრია, ამჟამად, მოგზაურობის ახალ ფაზაში 150-ზე მეტ კომპანიასთან ერთად გადადის. Finmap არის ერთ-ერთი იმ საინტერესო პროექტებიდან რომლის უკანაც ნამდვილად დიდებული გუნდი დგას. ასევე ძალიან სასიამოვნოა ამის გაზიარება ისეთ მეწარმეებთან და ინვესტორებთან, როგორიც დმიტრო დუბილეტია", — განაცხადა ვალერი კრასოვსკიმ Sigma Software Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა.

კიდევ ერთი მიზეზი Finmap-ში ინვესტიციის ჩადებისა არის ის რომ, Sigma Software Group-ის მიზანია დეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესსა და მეწარმეებს.