ახლახანს აღმოჩენილი ბასრბრჭყალება დინოზავრი სასკოლო ავტობუსის ზომის იყო
რამდენიმე სასწავლო დაწესებულების (Universitat Jaume, Universitat de València and Grup Guix, Vila-real) მკვლევართა გუნდმა ბასრი ბრჭყალების მქონე დინოზავრის ახალ სახეობას მიაგნო, რომელიც კატალონიის ტერიტორიაზე გათხრებისას აღმოაჩინეს. ისინი მიგნებებს საიტ PLOS One-ზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში აღწერენ.
თავდაპირველად, დინოზავრი პრეისტორიულ სასაფლაოდ წოდებულ ადგილას იპოვეს პორტელში, კატალონიაში, 1988 წელს, მაგრამ მხოლოდ ახლახან შეისწავლეს ის საფუძვლიანად.
კლასიფიკაცია
დინოზავრი, რომელიც დაახლოებით 8 მეტრის სიგრძისა გახლდათ, styracosternan ornithopod-ს გვარის წარმომადგენლებში იქნა მოქცეული და Portellsaurus sosbaynati ეწოდა. იგი ასევე იგუანოდონის (ცნობილი, როგორც styracosternans) ტიპის წევრი იყო, რომლებიც, სჯერათ, რომ ახლანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ. იგი, დაახლოებით, 130 მილიონი წლით იქნა დათარიღებული.
განამარხებული საგანი ყბის ძვალი აღმოჩნდა. მკვლევრებმა იმის გარკვევა, რომ ეს ახალი სახეობა იყო, ორი ავტაპომორფული თვისებისა და ისეთ მახასიათებელთა კომბინაციიდან გამომდინარე შეძლეს, რომელთაგან ორიც ძვლის ნაწილზე ამოზნექილობის არარსებობა და დიდი ჩაღრმავებაა, რომელიც გვარის სხვა წევრებში არ შეინიშნება.
ფიზიკური მახასიათებლები
აღწერის მიხედვით, დინოზავრს რამდენიმე ბასრი ბრჭყალი ჰქონდა, ზოგიერთი მისი "ცერებიდან" გამოზრდილი, ზოგი კი — "თითის წვერებიდან". მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ისინი მტაცებელთან საბრძოლველად იქნებოდა გამოსადეგი ისევე, როგორც ხილის დასანაწევრებლად. გამომდინარე იქიდან, რომ დინოზავრი მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდა, ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა ბრჭყალების გამოყენება მსხვერპლის მოსაკლავად.
მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ სახეობის დინოზავრებს ძალიან დიდი ცხვირის ნესტოები ჰქონდათ, რაც მათ მახვილ ყნოსვაზეც მიუთითებს, რომელსაც, ალბათ, საკვების მოსაძებნად იყენებდნენ.
მას ასევე ძალიან დიდი კუდი ჰქონდა, რომელსაც ბალანსის შესანარჩუნებლად ვერტიკალურად აღმართულს დაატარებდა. მეცნიერთა შეფასებით, დგომით მდგომარეობაში იგი სამ მეტრზე მაღალი, ხოლო წონით კი 3 600 კილოგრამზე მეტი იქნებოდა.
მკვლევართა შენიშვნის მიხედვით, Portellsaurus sosbaynati შესაძლოა ახლანდელი ნიგერიისა და ჩინეთის ტერიტორიაზე მობინადრე დინოზავრების მონათესავე ყოფილიყო. მეცნიერთა შეფასებით, მიგნებამ ორნითოპოდების ევოლუციური პროცესის შესახებ ახალ დეტალებზე შესაძლოა მოგვაწოდოს ინფორმაცია.
კომენტარები