პროტესტს ქართველი მეცნიერებიც უერთდებიან — განცხადება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
"ქართული ოცნებისა" და პოლიციის მხრიდან კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს ქართველი მეცნიერებიც ეხმაურებიან.
"ჩვენ, ქართველი მეცნიერები, არ ვაღიარებთ თვითმარქვია მთავრობას, ვგმობთ პოლიციის სისასტიკესა და ძალადობას, მოვითხოვთ უკანონოდ დაჭერილი მომიტინგეების გათავისუფლებას და უპირობოდ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს", — აცხადებენ ისინი.
განცხადებაზე ხელს ამ დროისთვის სხვადასხვა დარგის 60 მეცნიერი აწერს. სია განახლებადია, მის ხილვას კი ამ ბმულიდან შეძლებთ.
თუკი თავად ხართ მეცნიერი და გსურთ, ხელმომწერთა სიას შეუერთდეთ, ამ ბმულზე საკუთარი მონაცემები უნდა შეავსოთ.
კომენტარები