DRI: ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს. ასე ეხმაურებიან ისინი 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს.
"ღირსების მარშთან დაკავშირებულ მოვლენებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ არათუ უარი უთხრა თბილისი პრაიდს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, არამედ დანაშაულებრივი უმოქმედობით და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებით პირდაპირ წაახალისა რადიკალური ჯგუფები, გამოეყენებინათ ძალადობა ჟურნალისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ლგბტ თემის, მოქალაქეების წინააღმდეგ", — ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ქართული ოცნების პოლიტიკური ხელისუფლების ხაზგასმით ლოიალური დამოკიდებულება სტრუქტურული ერთობის მქონე სიძულვილის ჯგუფების მიმართ, რაც წლების მანძილზე გამოიხატებოდა მათ მიერ ჩადენილი ძალადობის არაერთი ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვებაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა 5 ივლისს, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრაციულად თქვა უარი, გამოეყენებინა კანონით ნებადართული საპოლიციო ღონისძიებები კარგად ორგანიზებული ძალადობის აღსაკვეთად.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე, ძალადობრივ ჯგუფების მობილიზება დაუფარავად და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შსს-ს მიერ უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ძალების მობილიზებამ აჩვენა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ხელისუფლების განზრახვას არ წარმოადგენდა ძალადობის აღკვეთა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
DRI მიუთითებს, რომ აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მაშინაც კი, როცა დღის განმავლობაში ძალადობის მასშტაბი იზრდებოდა, ხელისუფლებას არ გამოუყვანია დამატებითი საპოლიციო ძალები ძალადობრივი შეკრების დასაშლელად და ძალადობის აღსაკვეთად.
"პოლიციის უმოქმედობა ძალადობის უშუალო ფაქტებზე, ნათლად მიუთითებს როგორც არასაკმარისი საპოლიციო ძალის მობილიზაციაზე, ასევე, სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობაზე, დაეკავებინათ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ:
- პრემიერმინისტრის განცხადებამ წაახალისა რადიკალური ჯგუფები, გამოეყენებინათ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ, რაც მას აკისრებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას;
- იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალური ჯგუფების შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული, მას არ ჰქონდა სპონტანური ხასიათი და შსს-ს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დემონსტრაციულად მისცა მათ ძალადობის შესაძლებლობა, შსს მინისტრს უნდა დაეკისროს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია
- სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია სტრუქტურირებული რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად;
- რადიკალური ჯგუფების დამფინანსებლების და ორგანიზატორების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
- ჟურნალისტებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე და მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
- ლგბტ თემის წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
- ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
- ვიდეო: ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტებს სკუტერით მიზანმიმართულად ეჯახება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. რაც შეეხება დაკავებულებს, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია მხოლოდ 8 პირი. სისხლის სამართლებრივად რამდენიმე შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.
მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.
თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.
ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამავე თემაზე:
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
კომენტარები