თბილისის ინტერპოლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება სექსუალურ ძალადობა და თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. საქართველოს სამართალდამცავები განმარტავენ, რომ დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.