მამუკა ხაზარაძე

8 Jun. 2021, 17:29

მოღალატეობრივი შეფასება ამ ადამიანის [გიორგი გახარიას] უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როცა მან ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი ჩააგდო, ანაკლია მაქვს მხედველობაში. მე ამას არ ვლაპარაკობ უბრალოდ პოლიტიკური განცხადების გამო, ფაქტებით და მტკიცებულებით გაგიმყარებთ, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის მიმართ. 2 წელი გავა მალე, რაც თქვენმა ხელისუფლებამ, გახარიას ხელმძღვანელობით და რამდენიმე მინისტრისა და რამდენიმე დეპუტატის, რომელიც აქ არის და რომელიც დღეს არ უშვებდა, რომ მედიაში არ გამოსულიყო და პირდაპირ არ დაერტყა ჩვენი ინვესტორებისთვის და საფინანსო ინსტიტუტებისთვის, [ანაკლიის პროექტი ჩააგდო]. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ჩავარდნილ პროექტთან დაკავშირებით?

სუფთა კოლეგიალური თვალსაზრისით, ერთი თვეა უკვე პარლამენტში ვარ მოსული. არცერთ თქვენგანს, იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, კითხვაც კი არ დაგისვამთ, რეალურად რა მოხდა? რეალურად რატომ გაჩერდა ამხელა პროექტი? იქნებ მოგესმინათ, უბრალოდ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მერე შეიძლება დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ. ეს არის პრობლემა.

თქვა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ისე ასე ბიძინა ივანიშვილისა და შემდგომ ქართული ოცნების წევრების მიერ გიორგი გახარიას მოღალატედ შეფასებას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…