თიბისი კაპიტალის მეშვეობით, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
ფოტო: TBC
ნიდერლანდების განვითარების ბანკმა — FMO, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. განთავსება იურიდიული კომპანიის — MKD Law კონსულტაციითა და ჩართულობით შედგა. ობლიგაციების ვადა 5 წელია.
ემისია სრულად ტერაბანკმა შეიძინა. აღნიშნული ობლიგაციების დაგირავებით, ბანკს საშუალება ექნება ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 95% საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების განაკვეთში მოიზიდოს. FMO-ს დაფინანსება გამოყენებული იქნება უთანასწორობის შესამცირებლად, ვინაიდან ბანკი, სხვა მიმართულებებთან ერთად, ახალგაზრდების სეგმენტში საკუთარ პორტფელს გაზრდის.
აღნიშნული ტრანზაქციით FMO აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას. უკანასკნელად FMO-მ ადგილობრივი ობლიგაცია 2019 წელს განათავსა. თიბისი კაპიტალსა და FMO-ს შორის კი, წინა თანამშრომლობა 2018 წელს შედგა.
"მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების განვითარების ბანკი აგრძელებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინტიტუტებთან სამომავლო, წარმატებული პარტნიორობისათვის. ასევე, ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკისთვის — ტერაბანკისთვის, ვინაიდან მას საშუალება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციისგან ლარის დაფინანსება მოიზიდოს და ქართული კომპანიებისთვის ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს", — განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.
FMO-ს ხაზინადარმა, მათიჯს პინხტერენმა აღნიშნა, რომ მათი მიზანიზა შერჩეულ ბაზრებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა.
"გვეამაყება, რომ 2018 წლიდან მეოთხე ტრანზაქციის დახმარებით, FMO კიდევ უფრო აფართოებს დაფინანსების ქართულ პროგრამას. ამით ნათელი ხდება, რომ FMO მიზნად ისახავს შერჩეულ ბაზრებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას", — განაცხადა პინხტერენმა.
ტერაბანკის დირექტორის განმარტებით, დაფინანსება სრულად მოხმარდება სესხების გაცემის გაფართოებას.
"მოხარული ვართ, რომ FMO-სთან აღნიშნული ტრანზაქცია წარმატებით დავასრულეთ. თიბისი კაპიტალმა და MKD Law-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში. დაფინანსება სრულად მოხმარდება ტერაბანკის მიერ სესხების გაცემის გაფართოებას ბანკის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებით, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას გულისხმობს", — განაცხადა სოფიო ჯუღელმა, ტერაბანკის ფინანსურმა დირექტორი.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები